Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1365-1304(კს-09) 3 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. გ-ძის წარმომადგენლის ა. ბ-აიას კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 სექტემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2009 წლის 12 ოქტომბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1365-1304(კს-09) თ. გ-ძის წარმომადგენლის ა. ბ-აიას კერძო საჩივრით განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 სექტემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით თ. გ-ძის წარმომადგენლის ა. ბ-აიას კერძო საჩივარი დარჩა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 39.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, 50 ლარის ოდენობით. ამასთან, სსსკ-ის 368.2 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კერძო საჩივარი წარმოდგენილი არ იყო იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეც მონაწილეობდა საქმეში. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. (იხ. ს.ფ. 276-279).

ხარვეზის შევსების მიზნით 2009 წლის 19 ნოემბერს თ. გ-ძის წარმომადგენელმა ა. ბ-აიამ მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და კერძო საჩივრის 5 ასლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ თ. გ-ძის წარმომადგენლის ა. ბ-აიას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად კერძო საჩივრის ავტორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძო საჩივრის ავტორს – თ. გ-ძეს და მის წარმომადგენელს ა. ბ-აიას გაეგზავნათ 2009 წლის 2 ნოემბერს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, კერძო საჩივრის ავტორს _ თ. გ-ძეს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინება ჩაბარდა 2009 წლის 6 ნოემბერს, ხოლო მის წარმომადგენელს ა. ბ-აიას _ 2009 წლის 10 ნოემბერს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოიწურა 2009 წლის 16 ნოემბერს. თ. გ-ძის წარმომადგენელმა ა. ბ-აიამ კი საფოსტო განყოფილებაში კერძო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 19 ნოემბერს, რაც დასტურდება საფოსტო კონვერტზე არსებული შტამპით, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინება ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს კერძო საჩივრის ავტორისათვის – თ. გ-ძისათვის ჩაბარების დღიდან – 2009 წლის 6 ნოემბრიდან, რადგან სსსკ-ის 70.1 მუხლის შესაბამისად, განჩინება ჩაბარებულად ითვლება ერთ ერთი მათგანისათვის განჩინების ჩაბარების შეთხვევაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. გ-ძის წარმომადგენლის ა. ბ-აიას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.

ამასთან, სსსკ-ის 185.1 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი სრულად

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. გ-ძის წარმომადგენლის ა. ბ-აიას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. კერძო საჩივრის ავტორის თ. გ-ძის წარმომადგენელს – ა. ბ-აიას დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი სრულად შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150; სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.