Facebook Twitter

ბს-148-143(კს-09) 9 თებერვალი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ კორპორაცია “ქ-ის” შპს “ა-ს” და კოოპერატივ “ქ. ქ-ის” კრედიტორები: დ. ჭ-ა, ე. ბ-ი, ნ. გ-ე და ო. ლ-ე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ 1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

2) კოოპერატივი “ ქ. ქ-ი” (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

კორპორაცია “ქ-ის” შპს “ა-ს” და კოოპერატივ “ქ. ქ-ის” კრედიტორებმა _ შ. ხ-მა, დ. წ-ამ, ე. ბ-მა, ნ. ბ-ემ, ზ. წ-ემ, ო. ლ-ემ, ზ. ლ-ემ, ა. Pპ-ემ და გ. ჩ-ემ 2008 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართეს დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრისა და დედოფლისწყაროს რაიონის კოოპერატივი “ქ. ქ-ის” მიმართ და მოითხოვეს დედოფლისწყაროს რაიონის სასამართლოს 2008 წლის 16 ივლისის ბრძანების, შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2007 წლის 31 დეკემბრის ბრძანება ¹04/3881-ის ბათილად ცნობა და 2008 წლის 15 იანვრის ყადაღის აქტიდან მოსარჩელეებზე კოოპერატივ “ქ. ქ-ან” 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტებით გადაცემული უძრავ-მოძრავი ქონების ამორიცხვა.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელეების “ქ-ის” შპს “ა-ს” და კოოპერატივ “ქ. ქ-ის” კრედიტორების შ. ხ-ის, ნ. გ-ის, დ. წ-ას, ე. ბ-ის, ნ. ბ-ის, ზ. წ-ის, ო. ლ-ის, ზ. ლ-ის, ა. პ-ისა და გ. ჩ-ის სარჩელი არ იქნა წარმოებაში მიღებული.

რაიონული სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს კორპორაცია “ქ-ის” და შპს “ა-ს” მეანაბრეებმა ნ. ბ-ემ, შ. ხ-მა, ე. ბ-მა, ნ. გ-ემ, ზ. წ-ემ, დ. წ-ამ და ო. ლ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ო. ლ-ის, დ. წ-ას, ე. ბ-ის, ნ. გ-ის კერძო საჩივარი დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 აგვისტოს განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ზ. წ-ის, შ. ხ-ისა და ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 აგვისტოს განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს კორპორაცია “ქ-ის” შპს “ა-ს” და კოოპერატივ “ქ. ქ-ის” კრედიტორებმა დ. წ-ამ, ე. ბ-მა, ნ. გ-ემ და ო. ლ-ემ და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმება, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული მათი კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კორპორაცია “ქ-ის” შპს “ა-ს” და კოოპერატივ “ქ. ქ-ის” კრედიტორების დ. წ-ას, ე. ბ-ის, ნ. გ-ისა და ო. ლ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კორპორაცია “ქ-ის”, შპს “ა-ს” და კოოპერატივ “ქ. ქ-ის” კრედიტორების დ. წ-ას, ე. ბ-ის, ნ. გ-ისა და ო. ლ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის I ნაწილით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კონკრეტული ნორმის მეშვეობით პირდაპირ არ ითვალისწინებს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას, ასეთ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

კერძო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის თაობაზე მითითებულია ასევე იმავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილში, რომლის თანახმად ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამ ნორმის ანალიზით ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინება, რომლითაც კორპორაცია “ქ-ის” შპს “ა-ს” და კოოპერატივ “ქ. ქ-ის” კრედიტორების დ. წ-ას, ე. ბ-ის, ნ. გ-ისა და ო. ლ-ის მიერ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 აგვისტოს განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს, როგორც ზემდგომი სასამართლოს, მიერ გამოტანილ განჩინებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი საბოლოო განჩინებაა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, მის თაობაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კორპორაცია “ქ-ის” შპს “ა-ს” და კოოპერატივ “ქ. ქ-ის” კრედიტორების დ. წ-ას, ე. ბ-ის, ნ. გ-ისა და ო. ლ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.