Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-1554-1511(კს-08) 23 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ჭ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 3 დეკემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1554-1511(კს-08) ნ. ჭ-ის კერძო საჩივრით განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ნ. ჭ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374.1 და 414-ე მუხლების მოთხოვნას, რადგან დაცული არ იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გასაჩივრების ფორმა. ასევე, არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 368.2 მუხლის მოთხოვნას, რადგან საჩივარი წარმოდგენილი არ იყო იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეც მონაწილეობდა საქმეში. შესაბამისად, ნ. ჭ-ეს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 162-163).

2009 წლის 15 იანვარს საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა ნათელა ჭანუყვაძემ (იხ. ს.ფ. 169-178).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ნ. ჭ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად კერძო საჩივრის ავტორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა 5 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძო საჩივრის ავტორს – ნ. ჭ-ეს და მის წარმომადგენელს მ. ვ-ეს გაეგზავნათ 2008 წლის 30 დეკემბერს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილი ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, კერძო საჩივრის ავტორს _ ნ. ჭ-ეს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინება ჩაჰბარდა 2009 წლის 3 იანვარს, ხოლო მის წარმომადგენელს მ. ვ-ეს _ 2009 წლის 8 იანვარს (იხ. ს.ფ. 167). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5-დღიანი ვადა ამოიწურა 2009 წლის 8 იანვარს. კერძო საჩივრის ავტორმა კი საფოსტო განყოფილებაში კერძო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 12 იანვარს, რაც დასტურდება საფოსტო კონვერტზე არსებული შტამპით (იხ. ს.ფ. 178), ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5-დღიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინება ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს კერძო საჩივრის ავტორისათვის – ნ. ჭ-ის ჩაბარების დღიდან – 2009 წლის 3 იანვრიდან, რადგან სსსკ-ის 70.1 მუხლის შესაბამისად, განჩინება ჩაბარებულად ითვლება ერთ ერთი მათგანისათვის განჩინების ჩაბარების შეთხვევაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ჭ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ჭ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.