Facebook Twitter

ბს-1610-1564(კს-09) 11 თებერვალი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ კორპორაცია “ქ-ის” შპს “ა-ას” და კოოპერატივ “ქ. ქ-ის” კრედიტორები: ა. პ-ე, დ. წ-ა_ჯ-ი, მ. ბ-ი, მ. ს-ე, ო. ლ-ე, ნ. გ-ე, გ. ჩ-ე და ე. ბ-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

კორპორაცია “ქ-ის” შპს “ა-ას” დაზარალებულმა მეანაბრეებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 10 მარტის ¹53-ე ბრძანების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 9 იანვრის 301/11-75/51კოლ გადაწყვეტილების ნაწილობრივ, დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 14 ნოემბრის ¹424 გადაწყვეტილების, დედოფლისწყაროს გამგეობის 1998 წლის 28 თებერვლის ¹14 დადგენილებისა და 1995 წლის 22 მაისის ¹82 გადაწყვეტილების, დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობასა და ს.ს. “მ-ას” შორის 1997 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული ¹415 და ¹416 მიწის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურისათვის 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით კოოპერატივ “ქ. ქ-დან” გადაცემული უძრავი ქონების, ფერმების, ფერმის სახლების, საწყობების და სხვა შენობა-ნაგებობების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დავალების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურისათვის ს.ს. “ა-თან” ვალში გადაცემული და სასამართლოს დამტკიცებული ამბულატორიის შენობის, ვეტამბულატორიის, ავტოპარკის და მეცხოველეობის კომპლექსის გაფორმების დავალების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დაკარგული პასპორტების აღდგენის დავალების, ასევე ვალში გადაცემული ტრაქტორების და კომბაინების “ს-ის” სამსახურის მეშვეობის გაფორმების დავალების, დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობისათვის ს.ს. “ა-დან” და “ქ. ქ-დან” გადაცემ მეცხოველეობის კომპლექსზე და მეღორეობის ფერმებზე მიმაგრებულ მიწებზე ხელშეკრულების გაფორმების დავალების, დედოფლისწყაროს რაიონის გემგეობის მიწის იჯარით გამცემი კომისიის 1997 წლის 13 სექტემბრის ¹13 ოქმის და 1996 წლის 29 ოქტომბრის ¹13 ოქმის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მორალური, ტანჯვა, წამება-ცვეთისა და შეურაცხყოფისათვის 100 000 აშშ დოლარის მოსარჩელეთა სასარგებლოდ თითოეულ მოპასუხეზე დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 ივნისის განჩინებით შეჩერდა ადმინისტრაციულ საქმეზე ¹3/1538-06 წარმოება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში კოოპერატივ ,,ქ. ქ-ის” სარჩელის საფუძველზე წარმოებული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს კორპორაცია ,,ქ-ის”, შპს ,,ა-ას” და კოოპერატივ ,,ქ. ქ-ის” კრედიტორებმა: შ. ხ-მა, ნ. ბ-ემ, ო. ლ-ემ, ა. პ-ემ, ზ. წ-ემ, ნ. გ-ემ, დ. წ-ამ, ე. ბ-მა და სხვებმა სულ 12 ფიზიკურმა პირმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ო. ლ-ის, ა. პ-ის, დ. წ-ას, ე. ბ-ის, გ. ჩ-ის, მ. ბ-ის, მ. ს-ის და ნ. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 ივნისის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს კორპორაცია “ქ-ის” შპს “ა-ას” და კოოპერატივ “ქ. ქ-ის” კრედიტორებმა: ა. პ-ემ, დ. წ-ამ, მ. ბ-მა, მ. ს-ემ, ო. ლ-ემ, ნ. გ-ემ, გ. ჩ-ემ და ე. ბ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო პალატისათვის იმის დავალება, რომ მათი სააპელაციო საჩივარი არსებითად იქნეს განხილული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კორპორაცია “ქ-ის” შპს “ა-ას” და კოოპერატივ “ქ. ქ-ის” კრედიტორების: ა. პ-ის, დ. წ-ას, მ. ბ-ის, მ. ს-ის, ო. ლ-ის, ნ. გ-ის, გ. ჩ-ის და ე. ბ-ის კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის I ნაწილით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კონკრეტული ნორმის მეშვეობით პირდაპირ არ ითვალისწინებს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას, ასეთ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

კერძო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის თაობაზე მითითებულია ასევე იმავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილში, რომლის თანახმად ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამ ნორმის ანალიზით ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში;

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინება, რომლითაც კორპორაცია ,,ქ-ის” შპს ,,ა-ს” და კოოპერატივ ,,ქ. Qქ-ს” კრედიტორების: შ. ხ-ის, ნ. ბ-ის, ო. ლ-ის, ა. პ-ის, ზ. წ-ის, ნ. გ-ის, დ. წ-ას, ე. ბ-ის და სხვათა სულ 12 ფიზიკური პირის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 ივნისის განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს, როგორც ზემდგომი სასამართლოს, მიერ გამოტანილ განჩინებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი საბოლოო განჩინებაა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

ზემოაღნიშნულის გამო საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული კორპორაცია “ქ-ის” შპს “ა-ას” და კოოპერატივ “ქ. ქ-ის” კრედიტორების ა. პ-ის, დ. წ-ას, მ. ბ-ის, მ. ს-ის, ო. ლ-ის, ნ. გ-ის, გ. ჩ-ის და ე. ბ-ის კერძო საჩივარი, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადება, რომლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. საკასაციო პალატა ამ ნორმის გამოყენებასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლითაც საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავის შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, მის თაობაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კორპორაცია “ქ-ის” შპს “ა-ას” და კოოპერატივ “ქ. ქ-ის” კრედიტორების: ა. პ-ის, დ. წ-ას, მ. ბ-ის, მ. ს-ის, ო. ლ-ის, ნ. გ-ის, გ. ჩ-ის და ე. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.