Facebook Twitter
ბს-168-162(კს-09) 28 აპრილი, 2009 წელი

ბს-168-162(კს-09) 28 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ გ. ილინა

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა, წარმომადგენელი არ გამოცხადდა

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (მოპასუხე), წარმომადგენელი _ თ. ფ-ძე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი არ გამოცხადდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მესამე პირები), წარმომადგენელი _ ზ. ა-შვილი

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 30 აპრილს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 12 ივნისის ¹1356, 1395, 1416, 1390, 1392, 14 ივნისის ¹1573, 16 ივნისის ¹1785, 1788, 1754, 1784, 20 ივნისის ¹1707, 1668, 1665, 25 ივნისის ¹1867, 1858, 2563, 2673 და 27 ივნისის ¹2595 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით საგადასახადო კოდექსის 218.3 მუხლის «გ» ქვეპუნქტის დარღვევისათვის დაწესებულებები დაჯარიმდნენ ამავე კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე, რაც უკანონოდ მიიჩნია მოსარჩელემ იმ მოტივით, რომ დაჯარიმებული სამსახურები საგადასახადო კოდექსის 218.3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას ვერ განახორციელებდნენ 2006 წლის ოქტომბერში მათი ლიკვიდაციის გამო, კერძოდ, «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულად გამოცხადდა ადგილობრივი მმართველობის ორგანო, მასზე დაქვემდებარებული სამსახურებითა და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეულებით. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად კი, «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» ორგანული კანონი ძალაში შევიდა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღეს, რაც განხორციელდა 2006 წლის 9 ოქტომბერს. ამასთან, საგადასახადო აგენტების დაჯარიმებამდე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2007 წლის 2 თებერვლის ¹90 წერილით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას ეცნობა თვითმმართველი ერთეულებისა და მმართველობაში შემავალი სამსახურების ლიკვიდაციის შესახებ და ეთხოვა მათი საიდენტიფიკაციო კოდების გაუქმება. აღნიშნულის მიუხედავად, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.

ამდენად, მოსარჩელის მითითებით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები ამოიწერა საგადასახადო აგენტების ლიკვიდაციის შემდეგ, შესაბამისად, ლიკვიდირებული დაწესებულებები ვერ შეასრულებდნენ საგადასახადო კოდექსის 218.3 მუხლის «გ» ქვეპუნქტით დადგენილ ვალდებულებას (იხ. ს.ფ. 1-8).

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი არ ცნო მოპასუხემ – ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ასევე იშუამდგომლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ჩართვის შესახებ იმ მოტივით, რომ შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹7762 ბრძანებით უარი ეთქვა მოსარჩელეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც შემოსავლების სამსახური წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი, ხოლო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ ასევე იშუამდგომლა საქმეში მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ჩართვის შესახებ (იხ. ს.ფ. 45-54; 60-61).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო (იხ. ს.ფ. 64).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 12 ივნისის ¹1356, 1395, 1416, 1390, 1392, 14 ივნისის ¹1573, 16 ივნისის ¹1788,1754,1784, 20 ივნისის ¹1707, 1668, 1665, 25 ივნისის ¹1867, 1858, 2563 და 27 ივნისის ¹2595 საგადასახადო მოთხოვნები (იხ. ს.ფ. 109-111).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლებმაც მოითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, ასევე ფინანსთა სამინისტრომ და ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოითხოვეს სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა (იხ. ს.ფ. 119-152).

სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების სტადიაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სსსკ-ის 279-ე მუხლის «დ» პუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერება იმ მოტივით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას შეტანილი ჰქონდა სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ, მესამე პირის – ქუთაისის რეგიონალური ცენტრის მონაწილეობით, რომლითაც ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹7762 ბრძანებისა და დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 11 აპრილის ¹05-04/3469 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჩივარი ზემოთ მითითებული საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობის თაობაზე.

შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება მითითებული დავის გადაწყვეტამდე (იხ. ს.ფ. 198).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოახდინა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹7762 ბრძანებისა და დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 11 აპრილის ¹05-04/3469 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 234-236).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ამავე სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თავდაპირველ სარჩელში სხვა საგადასახადო მოთხოვნებთან ერთად მოსარჩელე ითხოვდა 2007 წლის 16 ივნისის ¹1785 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას, რომლის თაობაზეც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი და აღნიშნულთან დაკავშირებით, არც მოსარჩელეს განუცხადებია სააპელაციო პრეტენზია, რის გამოც, სსსკ-ის 248-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერ გასცდებოდა მოთხოვნის ფარგლებს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ დავას არ უკავშირდება და სასამართლო არ განიხილავს საქმეს მასთან მიმართებაში ქუთაისის რეგიონალური ცენტრის 2007 წლის 25 ივნისის ¹1858 საგადასახადო მოთხოვნას, რომელშიც მითითებულია ი/მ «ნ. ფ-ძის» საიდენტიფიკაციო ნომერი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქუთაისის რეგიონალური ცენტრის 2007 წლის 25 ივნისის ¹2673 საგადასახადო მოთხოვნა მიმართულია ზესტაფონის თვითმმართველობის მუნიციპალიტეტის მიმართ, რომელიც მიღებული აქვს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 აგვისტო და მისი გამოცემის საფუძველია გადახდის წყაროსთან რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული შემოსავლისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის შესახებ საგადასახადო ორგანოში ცნობის წარუდგენლობა, რაზეც ვრცელდება საგადასახადო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. მითითებულ საგადასახადო მოთხოვნის წყაროსთან მიმართებაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან სარჩელი არ აღძრულა, ხოლო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა უთითებს სარჩელში მოყვანილ სხვა საგადასახადო მოთხოვნებთან ერთობლიობაში საერთო იდენტურ საფუძვლებზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹776.2 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჩივარი ¹1356, 1395, 1416, 1390, 1392, 1573, 1785, 1788 1754, 1784, 1707, 1668, 1665, 1867, 1858, 2563, 2673, 2595 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობის შესახებ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას ჩაჰბარდა 2007 წლის 5 დეკემბერს. 2007 წლის 17 დეკემბერს, 12 დღის დაგვიანებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის ¹7762 ბრძანება, ხოლო ამ უკანასკნელის 2008 წლის 11 აპრილის ¹05-04/3469 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹7762 ბრძანება. ამასთან, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას განემარტა მისი გასაჩივრების წესი და ვადა, რაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას ჩაჰბარდა 2008 წლის 14 აპრილს. აღნიშნულის შემდეგ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი აღძრა კანონით დადგენილ 9-დღიან ვადაში, მაგრამ სასამართლოში მოსარჩელეს არ მოუთხოვია დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. აღნიშნული მოთხოვნა დაყენებულ იქნა სააპელაციო სასამართლოში, რაც საგადასახადო კოდექსის 160.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტის დარღვევას წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას სადავო საგადასახადო მოთხოვნები ჩაჰბარდა 2007 წლის 30 აგვისტოს, დავის გაგრძელების ფორმად ამ უკანასკნელმა აირჩია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემა, მაგრამ აქტები გაასაჩივრა 2007 წლის 21 სექტემბერს, 1 დღის დაგვიანებით, შემოსავლების სამსახურის ¹7762 ბრძანება გაასაჩივრა 2007 წლის 17 დეკემბერს, 12 დღის დაგვიანებით, ხოლო დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება _ 2008 წლის დეკემბერში.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ყველა ეტაპზე გასაჩივრების ვადების დარღვევის გამო, სასამართლოში აღძრული სარჩელიც მიიჩნია დაუშვებლად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3 მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დარღვევის მოტივით.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლით, «ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ» ინსტრუქციით და მიიჩნია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას მითითებული ინსტრუქციის მოთხოვნის შესაბამისად, არ უცნობებია საგადასახადო ორგანოსათვის საგადასახადო აღრიცხვის ფორმაში მოცემული ინფორმაციის კონკრეტული ცვლილების თაობაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ვალდებულების სუბიექტად მიიჩნია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 651-ე მუხლის შესაბამისად (იხ. ს.ფ. 241-255).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სარჩელის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹7762 ბრძანება ჩაჰბარდა 2007 წლის 5 დეკემბერს, რაც გამგეობამ გაასაჩივრა დავების განხილვის საბჭოში 2008 წლის 7 დეკემბერს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა 17 დეკემბერი.

კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის მე-80 და 146.6 მუხლების შესაბამისად, სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

გარდა აღნიშნულისა, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას არასწორად განემარტა მისი გასაჩივრების წესი, კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულ იქნა მისი გასაჩივრების შესაძლებლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ნაცვლად პირველი ინსტანციის სასამართლოსი, რამაც განაპირობა სარჩელის განსხვავებულ ვადაში შეტანა სასამართლოში.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹7762 ბრძანებისა და დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 11 აპრილის ¹05-04/3469 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას სარჩელი აქვს აღძრული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (იხ. ს.ფ. 278-280).

მოწინააღმდეგე მხარეებმა არ ცნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი და მოიხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების, მხარეთა განმარტებების მოსმენისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, დასაბუთებულია კერძო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტები საპროცესო დარღვევების შესახებ, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის «ე», «ე1» ქვეპუნქტების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მისი მსჯელობის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტრანსფორმირებული სასარჩელო მოთხოვნა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია საპროცესო ნორმები. საქმის მასალების თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა სარჩელით ითხოვდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 12 ივნისის ¹1356, 1395, 1416, 1390, 1392, 14 ივნისის ¹1573, 16 ივნისის ¹1785, 1788, 1754, 1784, 20 ივნისის ¹1707, 1668, 1665, 25 ივნისის ¹1867, 1858, 1563, 2673 და 27 ივნისის ¹2595 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობას (იხ. ს.ფ. 1-8). სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების სტადიაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სსსკ-ის 279-ე მუხლის «დ» პუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერება იმ მოტივით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას შეტანილი ჰქონდა სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ, მესამე პირის – ქუთაისის რეგიონალური ცენტრის მონაწილეობით, რომლითაც ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹7762 ბრძანებისა და დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 11 აპრილის ¹05-04/3469 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჩივარი ზემოთ მითითებული საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობის თაობაზე. შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ითხოვდა საქმის წარმოების შეჩერებას მითითებული დავის გადაწყვეტამდე (იხ. ს.ფ. 198), მაგრამ საქმის მასალებით გაურკვეველია იმსჯელა თუ არა სააპელაციო სასამართლომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობაზე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, თუ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა აღძრულ შუამდგომლობაზე, რითაც სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 215-ე მუხლის მოთხოვნა, რომელიც ავალდებულებს საქმის განმხილველ სასამართლოს იმსჯელოს მხარის მიერ აღძრულ შუამდგომლობაზე. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმში დაფიქსირებულია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოახდინა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹7762 ბრძანებისა და დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 11 აპრილის ¹05-04/3469 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რაც არ გაიზიარეს მხარეებმა. სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია და არ უმსჯელია გაიზიარა თუ არა მოთხოვნის ტრანსფორმირება, ამასთან, სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მოუხდენია იმ გარემოების, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹7762 ბრძანებისა და დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 11 აპრილის ¹05-04/3469 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაყენება წარმოადგენდა თუ არა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის შესაბამისად მოთხოვნის ტრანსფორმირებას. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა, რომ საქმეს იხილავდა ტრანსფორმირებული სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში (იხ. ს.ფ. ).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, რადგან სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით ისე იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის დასაშვებობაზე, რომ არ განუსაზღვრავს დავის საგანი, არ უმსჯელია მოსარჩელის შუამდგომლობაზე მოთხოვნის ტრანსფორმირებასთან დაკავშირებით. ამასთან, არ შეუფასებია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹7762 ბრძანებისა და დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 11 აპრილის ¹05-04/3469 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაყენება წარმოადგენდა თუ არა სარჩელის ტრანსფორმირებას, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სარჩელის მოთხოვნის ტრანსფორმირების პროცესუალური შესაძლებლობა გაგებულ უნდა იქნას ამგვარად, რომ კანონმდებელმა სიტყვა «ტრანსფორმაციას» მიანიჭა სამართლებრივი მნიშვნელობა, რომელიც განმარტებულ უნდა იქნას თავად მისი შინაარსიდან გამომდინარე. ტრანსფორმაცია გულისხმობს გარდაქმნას, სახეცვლილებას, შეცვლას, შესაბამისად, ტერმინის სამართლებრივი კონტექსტი ნიშნავს სასარჩელო მოთხოვნის გარდაქმნას, სახეცვლილებას, შეცვლას.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლი ემსახურება პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციას, რაც ადმინისტრაციულ სარჩელთან მიმართებაში გულისხმობს ადმინისტრაციული სარჩელის სახის _ რაც განისაზღვრება სწორედ სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, გარდაქმნის, სახეცვლილების, შეცვლის შესაძლებლობას. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო ამოწმებს განმწესრიგებელ სხდომაზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25 მუხლებთან ადმინისტრაციული სარჩელის შესაბამისობის საფუძვლებს. სარჩელის სახის შეუსაბამობის პირობებში მოსამართლეს ენიჭება პროცესუალური უფლებამოსილება ოფიციალობის პრინციპიდან გამომდინარე, მიუთითოს მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის ანუ სარჩელის ერთი სახის სხვა სახის სარჩელად გარდაქმნისაკენ. ვინაიდან სარჩელის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში მოსარჩელე ინარჩუნებს საპროცესო უფლებას აღძრას სხვა სახის სარჩელი და სწორედ პროცესის ეკონომიის პრინციპს ემსახურება სარჩელის სახის გარდაქმნის, სახეცვლილების შესაძლებლობა: აგრეთვე, დაბალი სამართლებრივი კულტურის პირობებში შესაძლებელია მოსარჩელემ კვალიფიციურად ვერ ჩამოაყალიბოს მოთხოვნა, ანუ მაგ. მოსარჩელე ითხოვს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რაც ზოგადი მოთხოვნაა და საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით საჭიროებს მოთხოვნის ფორმულირებას, დაზუსტებას, ვინაიდან აქტის გაუქმება მოიცავს როგორც მის ბათილად, ასევე ძალადაკარგულად გამოცხადებასაც და ა.შ. სწორედ სარჩელის მოთხოვნის ზუსტი პროცესუალური ფორმულირება განსაზღვრავს დავის გადაწყვეტის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სარჩელის ტრანსფორმაცია არცერთ შემთხვევაში არ უნდა გაიგივდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სარჩელის საგნის შეცვლის, გადიდების საპროცესო უფლებასთან, ვინაიდან აღნიშნული საპროცესო უფლება თვისობრივად განსხვავდება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში წარმოშობილ დავების სპეციფიკურ ნორმათა ერთობლიობაში გათვალისწინებული საგამონაკლისო პროცესუალური ინსტიტუტებისაგან. სწორედ ამ პროცესუალურ თავისებურებათა გამო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან მიმართებაში ნეგატიური დათქმის პრინციპზე აგებულ საკანონმდებლო აქტს.

დასკვნის სახით: მოთხოვნის ტრანსფორმირება გულისხმობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სარჩელის სახეების ფარგლებში ერთი სახის სარჩელის შეცვლას სხვა სახის სარჩელით, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რადგან მოსარჩელე ითხოვდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობას და სააპელაციო სასამართლოში მოითხოვა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹7762 ბრძანებისა და დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 11 აპრილის ¹05-04/3469 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს არა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირებას, არამედ ფორმალური თვალსაზრისით სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას, რის თაობაზეც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა აწესებს გარკვეულ დანაწესს, კერძოდ, სსსკ-ის 381-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნის გაზრდა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. თუმცა სააპელაციო სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს იმ გარემოებას, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა სარჩელით ითხოვდა რა მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობას და არ ჰქონდა დაყენებული მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹7762 ბრძანებისა და დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 11 აპრილის ¹05-04/3469 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, რომლებითაც უარი ეთქვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობის შესახებ საჩივრის დაკმაყოფილებაზე, აღნიშნული, თავისი არსით წარმოადგენს თუ არა კლასიკური გაგებით სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას, თუ საგადასახადო კოდექსის 146.6 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნების გასაჩივრების პირობებში სასამართლოს ენიჭებოდა უფლებამოსილება სარჩელის ფარგლებშიც ემსჯელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹7762 ბრძანებისა და დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 11 აპრილის ¹05-04/3469 გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მითითებულ გარემოებებზე, სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცა მხარის მიერ აღძრული შუამდგომლობისათვის და მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის განსაზღვრის შემდეგ ემსჯელა სარჩელის დასაშვებობაზე.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა რა სარჩელის დასაშვებობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹7762 ბრძანებისა და დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 11 აპრილის ¹05-04/3469 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილშიც, სარჩელი მიიჩნია დაუშვებლად საგადასახადო კოდექსის 160.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტით დადგენილი სარჩელის წარდგენის 9-დღიანი ვადის დარღვევის გამო, რადგან დადგენილად მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას ჩაჰბარდა 2008 წლის 14 აპრილს, რომელმაც მართალია, სარჩელი სასამართლოში აღძრა საგადასახადო კოდექსის 160.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტით დადგენილი 9-დღიანი ვადის დაცვით, მაგრამ სადავო აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში, რითაც სააპელაციო სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია გასაჩივრების ვადა. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹7762 ბრძანება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას ჩაჰბარდა 2007 წლის 5 დეკემბერს, რაც გაასაჩივრა 17 დეკემბერს დავების განხილვის საბჭოში, საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლით დადგენილი 5-დღიანი ვადის დარღვევით. აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ¹7762 ბრძანება გაასაჩივრა არა 17 დეკემბერს, არამედ 7 დეკემბერს და სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია თუ რის საფუძველზე დაადგინა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დავების განხილვის საბჭოში საჩივრის შეტანის ვადა. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ დავების განხილვის საბჭომ 2008 წლის 11 აპრილის ¹05-04/3469 გადაწყვეტილებით არასწორად განმარტა მისი გასაჩივრების წესი, რადგან ნაცვლად პირველი ინსტანციისა, მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ, რამაც გავლენა მოახდინა გასაჩივრების ვადაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სარჩელის დასაშვებობაზე იმსჯელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹7762 ბრძანებისა და დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 11 აპრილის ¹05-04/3469 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილშიც, სარჩელის დასაშვებობის შემოწმებისას სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მითითებულ გარემოებაზე, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესის არასწორი განმარტება გავლენას ახდენს თუ არა გასაჩივრების ვადაზე, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52.2 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ორგანო, რომელშიც შეიძლება მისი გასაჩივრება, მისამართი, საჩივრის (ან სარჩელის) შეტანის ვადა. კონკრეტულ შემთხვევაში, დავების განხილვის საბჭოს 2008 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით განიმარტა მისი გასაჩივრების შესაძლებლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და არა საქალაქო სასამართლოში. ამდენად, ამ ვითარებაში, სახეზეა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გასაჩივრების წესის არასწორი განმარტება აქტის გამომცემი ორგანოს მხრიდან, რაც გავლენას ახდენს აქტის გასაჩივრების ვადის ათვლაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს კანონიერი ნდობა.

კანონიერი ნდობის უფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას თავისი არსით სუბორდინაციული ხასიათი გააჩნია. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომის და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილში გასაჩივრების უფლების განმარტებისას დაშვებულია არსებითი ხასიათის შეცდომა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუშვა სამართლებრივი შეცდომა აქტის გასაჩივრების უფლების განმარტებისას, ხოლო, დაინტერესებული პირი სარგებლობს, აღჭურვილი და დაცულია კანონიერი ნდობის ინსტიტუტით, იგი უფლებამოსილია აქტი გაასაჩივროს იმ წესით და ვადაში, როგორც ეს ადმინისტრაციულმა ორგანომ განუმარტა.

საწინააღმდეგო განმარტების პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველთვის შეუძლია არასწორად განუმარტოს, ანუ შეცდომაში შეიყვანოს პირი, რაც სავსებით გამორიცხავდა საჩივრის ან სარჩელის წარდგენის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაშვებული სამართლებრივი შეცდომა არ უნდა გახდეს პირის სარჩელის დასაშვებობის დამაბრკოლებელი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული არ არის ამავე კოდექსის 52.2 მუხლით დადგენილი წესის დარღვევის სამართლებრივი შედეგი, რაც საკანონმდებლო ხარვეზით უნდა აიხსნას, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართლის დოქტრინის საფუძველზე შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლით დადგენილი წესის გავრცელება, რომლის მიხედვით, თუ მხარეს არ განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, გასაჩივრების ვადა და წესი, ან არასწორად განემარტა იგი, მაშინ გასაჩივრება შეიძლება აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინება მიღებულია საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, ხოლო კერძო საჩივარი დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კრიტიკის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა იმსჯელოს მითითებულ გარემოებებზე საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების დასადგენად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.