Facebook Twitter

ბს-353-338(კ-09) 29 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს «...» წარმომადგენელ დ. ჯ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 მარტის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2009 წლის 12 მარტის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ შპს «...» საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც «სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული განჩინებით კასატორს _ შპს «...» დაევალა, ხარვეზის შესახებ იმავე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის ხარვეზის შესახებ განჩინება, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... გამზირი ¹84/86, ბინა ¹10) შპს «...» წარმომადგენელ დ. ჯ-ძეს ჩაჰბარდა 2009 წლის 21 მარტს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის ხარვეზის შესახებ განჩინების უშუალოდ შპს «... « (საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე) ჩაბარებისა თუ ჩაუბარებლობის თაობაზე რაიმე ინფორმაციის შემცველი მტკიცებულება საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ შემოსულა. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა შპს «...» (წარმომადგენელი დ. ჯ-ძე) ეწურებოდა 2009 წლის 30 მარტს (ორშაბათი).

2009 წლის 26 მარტს შპს «...» წარმომადგენელმა დ. ჯ-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა ზომების მიღება ხარვეზის შესახებ განჩინების უშუალოდ შპს «...» (ხელმძღვანელობა) გასაგზავნად და ჩასაბარებლად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს «...» იმყოფებოდა მარნეულის რაიონში, ხოლო მის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე მათი ინფორმირება იმ ეტაპზე ვერ ხერხდებოდა, ასევე _ მითითებული მიზეზით, ხარვეზის შევსების ვადის მათთვის გაგრძელება სულ ცოტა 14 დღით მაინც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინებით შპს «...» გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 2009 წლის 30 მარტის ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღით. კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის ზემოხსენებული განჩინება, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... გამზირი ¹84/86, ბინა ¹10) შპს «...იის» წარმომადგენელ დ. ჯ-ძეს ჩაჰბარდა 2009 წლის 6 მაისს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის ზემოთ მითითებული განჩინების უშუალოდ შპს «...» (საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე) ჩაბარებისა თუ ჩაუბარებლობის თაობაზე რაიმე ინფორმაციის შემცველი მტკიცებულება ასევე არ შემოსულა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა შპს «...» (წარმომადგენელი დ. ჯ-ძე) ამოეწურა 2009 წლის 13 მაისს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მესამე წინადადების თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვისAჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს «...» (წარმომადგენელი დ. ჯ-ძე) მისთვის მიცემულ (გაგრძელებულ) ვადაში არ შეავსო ხარვეზი _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება შპს «...» წარმომადგენელ დ. ჯ-ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ (ამ მუხლში) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, შპს «...» წარმომადგენელ დ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-13 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს შპს «...» წარმომადგენელ დ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.