კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-504-475(კს-09) 27 მაისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. გ-შვილის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 მაისის განჩინებაზე, საქმეზე _ მ. გ-შვილის სარჩელისა გამო მოპასუხეების _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ს.ს «...» მიმართ, ადმინისტრაციულ აქტის ბათილად ცნობისა და თანხის გადახდის დაკისრების შესახებ.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
მ. გ-შვილმა 2007 წლის ოქტომბერში სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ს.ს «...» მიმართ და მოითხოვა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2007 წლის 24 აგვისტოს ¹1251 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და ჭიათურის გამგეობისა და ს.ს «...» მის სასარგებლოდ თანხის გადახდის დავალება.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-შვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 მაისის განჩინებით მ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. გ-შვილმა და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა მ. გ-შვილის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით _ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. საქმის მასალების თანახმად, მ. გ-შვილის რძალს შ. ჭ-შვილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 მაისის განჩინება ხარვეზის შევსების თაობაზე ჩაჰბარადა 2008 წლის 6 ივნისს (ს.ფ. 111); ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მაგული გაფრინდაშვილისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 მაისის განჩინების გასაჩივრების ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2008 წლის 7 ივნისს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2008 წლის 18 ივნისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ოთხშაბათი. კერძო საჩივარი კი მ. გ-შვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჩააბარა 2009 წლის 16 მარტს ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 12 დღიანი ვადის დარღვევით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. გ-შვილმა დაარღვია კერძო საჩივრის შეტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა, რის გამოც მოცემული კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველი უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველად იქნეს დატოვებული მ. გ-შვილის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 მაისის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.