¹ბს-726-691(კს-09) 13 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე, განმცხადებელი) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შპს «...»
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 23 იანვარს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე შპს «...-ის» მიმართ, რომლითაც სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული (2000 წლის 11 ოქტომბრის ¹1100, 1998 წლის 21 აგვისტოს ¹875, 1998 წლის 21 აგვისტოს ¹877, 2000 წლის 14 მარტის ¹1044, 1998 წლის 21 აგვისტოს ¹874) საიჯარო ხელშეკრულებების გაუქმება, ზემოაღნიშნული ფართებიდან მოპასუხის გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და საიჯარო ქირის დავალიანების _ 45265,27 აშშ დოლარის გადახდის დროისათვის არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში (მათ შორის, საურავის _ 33130,78 აშშ დოლარის) ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...-მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის სხდომაზე შპს «...-ის» წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეთანხმებოდა 2029,25 აშშ დოლარის მისთვის დაკისრებას, ... ქ. ¹30-სა და ... ქ. ¹31/35-ში მდებარე ფართებზე სარჩელს ცნობდა, რის გამოც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «...-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება; სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სარჩელი ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹33-სა და ... ქ. ¹23-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართებზე შპს «...-სთვის» იჯარის ქირის დაკისრებისა და ამ ფართებიდან შპს «...-ის» გამოსახლების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹1-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე იჯარის ქირის დაკისრებისა და ამ ფართიდან გამოსახლების თაობაზე, შპს «...-ის» მიმართ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება7667,73 აშშ დოლარის საიჯარო ქირის დავალიანებისა და გამოსახლების ნაწილში; სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹30-ში მდებარე 30 კვ.მ და 27,45 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართებზე, ... ქ. ¹31/35-ში მდებარე 178,81 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე საიჯარო ქირის დაკისრებისა და ამ ფართებიდან გამოსახლების ნაწილში; სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა, აგრეთვე, ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹1-ში მდებარე 171,92 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე 2002 წლის 5 ივლისის შემდეგ საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში; შპს «...-ს» სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისრა 2029,25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; შპს «...» გამოსახლებულ იქნა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹30-ში მდებარე 30 კვ.მ და 27,45 კვ.მ, ... ქ. ¹31/35-ში მდებარე 178,81 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართებიდან.
2008 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველომ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების განმარტება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად. ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სარჩელი ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹30-ში მდებარე 30 კვ.მ და 27,45 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართებზე,…... ქ. ¹31/35-ში მდებარე 178,81 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე საიჯარო ქირის დაკისრებისა და ამ ფართებიდან გამოსახლების ნაწილში, აღნიშნული ნიშნავდა თუ არა იმას, რომ შპს «...-ს» დაეკისრა ხსენებული სამმართველოს მიერ მოთხოვნილი საიჯარო ქირის დავალიანება _ ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹30-ში მდებარე 30 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე _ 2030,0 აშშ დოლარის ოდენობით (საიჯარო ქირის დავალიანება _ 848,90 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული საურავი _ 2600,09 აშშ დოლარი), ... ქ. ¹30-ში მდებარე 27,45 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე _ 3448,9 აშშ დოლარის ოდენობით (საიჯარო ქირის დავალიანება _ 731,13 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული საურავი _ 1298,87 აშშ დოლარი) და ... ქ. ¹31/35-ში მდებარე 178,81 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე _ 2470,05 აშშ დოლარის ოდენობით (საიჯარო ქირის დავალიანება _ 1402,37 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული საურავი _ 1608,13 აშშ დოლარი), ხოლო იმავე გადაწყვეტილებაში აღნიშნული, შპს «...-სთვის» დასახელებული სამმართველოს სასარგებლოდ 2029,25 აშშ დოლარის დაკისრება ეხებოდა თუ არა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹1-ში მდებარე ფართით სარგებლობისათვის გადასახდელ თანხას. ამასთან, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება არ იყო აღსრულებული და არ იყო გასული ამ გადაწყვეტილების აღსრულების დრო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ, დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილება განიმარტა იმგვარად, რომ შპს «...-ს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის _ 2029,25 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, იგი შევიდა კანონიერ ძალაში.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «...-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა აპელანტის არგუმენტები და მოთხოვნები და მოპასუხეს დააკისრა მხოლოდ იმ თანხის გადახდა, რომლის გადახდის ვალდებულებასაც იგი სააპელაციო სასამართლოში აღიარებდა. ხსენებული გადაწყვეტილების, როგორც სარეზოლუციო, ისე სამოტივაციო ნაწილებში აღნიშნული იყო, რომ შპს «...-ს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ აღიარებული ვალის შესაბამისი თანხა _ 2029,25 აშშ დოლარი. სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო სასამართლო ცალსახად მიუთითებდა, რომ შპს «...-ს» მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 2029,25 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «...-ის» მიმართ საქმის წარმოება შეწყდა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹1-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე საიჯარო ქირის დაკისრებისა და ამ ფართიდან გამოსახლების თაობაზე, საიჯარო ქირის დავალიანების _ 7667,73 აშშ დოლარის და გამოსახლების ნაწილში, იმ მოტივით, რომ არსებობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 5 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის და იმავე საფუძვლით. სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა, აგრეთვე, ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹1-ში მდებარე 171,92 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე 2002 წლის 5 ივლისის შემდეგ საიჯარო ქირის გადახდის დაკისრების ნაწილში, თუმცა საიჯარო ქირის ოდენობა ყველა სასარჩელო მოთხოვნაზე სრულად განსაზღვრა 2029,25 აშშ დოლარით. სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, შეემოწმებინა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ მას უფლება ჰქონდა, განემარტა გადაწყვეტილება მისი სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების სრულად დაკმაყოფილება.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი. მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის სწორი და უნდა გაუქმდეს. ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სარჩელი ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹30-ში მდებარე 30 კვ.მ და 27,45 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართებზე, ... ქ. ¹31/35-ში მდებარე 178,81 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე საიჯარო ქირის დაკისრებისა და ამ ფართებიდან გამოსახლების ნაწილში, აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ შპს «...-ს» დაეკისრა ხსენებული სამმართველოს მიერ მოთხოვნილი საიჯარო ქირის დავალიანების _ ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹30-ში მდებარე 30 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე _ 2030,0 აშშ დოლარის, ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹30-ში მდებარე 27,45 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე 3448,9 აშშ დოლარის ოდენობით და ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹31/35-ში მდებარე 178,81 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე 2470,05 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹1-ში მდებარე ფართით სარგებლობისათვის _ 2029,25 აშშ დოლარის ოდენობით გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების გაცნობისა და კერძო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
განმცხადებელი გასაჩივრებულ განჩინებას მიიჩნევს უსწოროდ, ვინაიდან თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹30-ში მდებარე 30 კვ.მ. და 27,45 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართებზე, ... ქ. ¹31-35-ში მდებარე 178,81 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე მხარეებს შორის არსებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმების და დაკავებული ფართებიდან მოპასუხის გამოსახლების ნაწილში, რაც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მოთხოვილი საიჯარო ქირის დავალიანების, _ ფართების შესაბამისად 2030,0 აშშ დოლარის, 2470,05 აშშ დოლარის, ასევე ქ. ქუთაისში ... ქ. ¹1-ში მდებარე ფართით სარგებლობისათვის 2029,25 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განმარტა იმგვარად, რომ შპს ...»-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა საიჯარო ქირის _ 2 029 აშშ დოლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ განმარტების სახით არ მოხდეს გადაწყვეტილების ძირითადი აზრისა და შინაარსის შეცვლა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა გადაწყვეტილება, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო პალატის 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხე _ შპს «...»-ს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პივატიზების ქუთაისის სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისრა 2029,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის დანარჩენი პუნქტებით სხვა რაიმე თანხის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს არ დაკისრებია. კერძო საჩივრის, ისევე როგორც განცხადების მოთხოვნა განიმარტოს გადაწყვეტილება იმ სახით, როგორც ამას მიუთითებს მხარე, თავისი ბუნებით წარმოადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი მოპასუხის ვალდებულების შეცვლას და არა გადაწყვეტილების განმარტებას. ამ სახის მოთხოვნა მხარეს შეეძლო დაეყენებია არა განცხადების, არამედ საკასაციო საჩივრის ფორმით კანონით დადგენილი ვადების დაცვით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების იმგვარად განმარტება, რასაც განმცხადებელი ითხოვს, სცილდება გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს და გამოიწვევს გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას, რის გამოც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.