Facebook Twitter
¹ბს-849_813(კს-09)

¹ბს-849_813(კს-09) 30 ივლისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი –საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მაისის განჩინება

დავის საგანი _ სარჩელის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა 2008 წლის 4 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ ქ. თბილისის ¹10 საჯარო სკოლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის ¹10 საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დასწრების უფლებისა და ამავე სკოლის დირექტორის ქმდებების შედეგად, პროფკავშირის უფლების დარღვევის დადგენილად ცნობა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 მარტის ¹242 ბრძანების ბათილად ცნობა მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მაისის განჩIნებით საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სააპელაციო საჩIვარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეიცვალა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება; გაუქმდა გადაწყვეტილება საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სასარჩელო მოთხოვნაზე _ სასამართლომ დადგენილად სცნოს ¹10 საჯარო სკოლის დირექტორის ქმედებით საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის უფლება, მისი წარმომადგენლები დასწრებოდნენ ქ. თბილისში ¹10 საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრას, დარღვევის ფაქტი _ უარის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

აღნიშნულ განჩინება სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში კერძო საჩივარით გაასაჩივრა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ არ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად განმარტა და შეაფასა ნორმა, რამაც გამოიწვია სარჩელზე საქმის წარმოების უკანონოდ შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის ¹10 საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დასწრების უფლებისა და ამავე სკოლის დირექტორის ქმედების შედეგად, პროფკავშირის უფლების დარღვევის ფაქტის დადგენილად ცნობა. ანუ სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ¹10 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ პროფკავშირის უფლებების დარღვევის ფაქტის აღიარება.

საკასაციო სასამართლო, მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულობას და თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარე ცდილობს დარღვეული უფლების სასკ-ის 25-ე მუხლის საფუძველზე დაცვას.

სასკ-ის 25-ე მუხლის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე შემთხვევაში წარმოდგენილია ზოგადი ხასიათის აღიარებითი სარჩელი, რომლის დაშვებისათვის აუცილებელია, სარჩელი აკმაყოფილებდეს დასაშვებობის წინაპირობებს.

აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობაა _ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთი კატეგორიის სარჩელის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლო ვალდებულია, გაარკვიოს სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი _ სუბიექტირი ხასიათი.

ზემოაღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: ზოგადი ხასიათის აღიარებითი სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს უკვე არსებული სამართლებრივი ურთიერთობა. აღიარების ინტერესი მხოლოდ იმ შემთხვევაშია აშკარა, თუ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის სამართლებრივი ურთიერთობა კვლავ საზიანო ზემოქმედებას ახდენს მოსარჩელეზე.

აღიარებითი სარჩელი ემსახურება მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტას, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ტიპის სარჩელის დაკმაყოფილება არ იწვევს უშუალოდ დავის გადაწყვეტას, მაგრამ ამ სარჩელით მიღწეული შედეგი შესაძლოა საფუძვლად დაედოს მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელე აღიარებითი სარჩელის საფუძველზე ითხოვს არა იმ სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტის აღიარებას, რომელიც საზიანო მოქმედებას ახდენს მოსარჩელეზე, არამედ მოპასუხის მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის დადასტურებას, რაც, თავის მხრივ, სცილდება აღიარებითი სარჩელის პრინციპებსა და მიზანს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 25-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მაისის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.