Facebook Twitter
ბს-877-839(კს-09) 9 სექტემბერი, 2009 წელი

ბს-877-839(კს-09) 9 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ აფხაზეთიდან დევნილები: ა. ა-აია, გ. გ-ავა, მ. გ-ია და სხვების (26 პირი) წარმომადგენელი მ. პ-აია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ქ. თბილისის მერია

მესამე პირები _ 1) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო; 2) ნ. ი-ავა, თ. ბ-შვილი, ა. ა-ოვი და სხვები (27 პირი)

დავის საგანი _ ბინიდან გამოსახლება, დროებითი საცხოვრებელი ფართის გამოყოფა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებები

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თბილისის მერიამ 2003 წლის ნოემბერში სარჩელი აღძრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში აფხაზეთიდან დევნილების _ ნ. ფ-იას, ნ. ა-აიას, ი. შ-იას და სხვათა მიმართ (67 პირი) და მოითხოვა «იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ» კანონის 7.3 მუხლის «დ» ქვეპუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეების გამოსახლება ქ. თბილისში, ... დასახლება ... მრ/შ-ში მდებარე მშენებარე ¹... კორპუსიდან და მშენებლობის ხელშეშლის აღკვეთა, ასევე სსსკ-ის 268.1 მუხლის «ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის განცხადება დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეებს აეკრძალათ ქ. თბილისში, ... ...A მრ/რ-ში მდებარე მშენებარე ¹... კორპუსში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება.

აფხაზეთიდან დევნილების – ნ. ა-აიას, კ. ა-ძის, ა. ა-აიას, ქ. ბ-იანის, ნ. ბ-შვილის, გ. გ-ავას, ე. გ-იას, მ. გ-იას, დ. გ-იას, გ. გ-ავას, ს. გ-უას, თ. თ-უას, ზ. თ-იას, ს. თ-ანისა და ლ. კ-იას წარმომადგენელმა 2003 წლის 28 ნოემბერს შეგებებული სარჩელი აღძრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე და დევნილის სტატუსის მოხსნამდე ქ. თბილისში, ... ...Aმრ/რ-ში მდებარე მშენებარე ¹... კორპუსში აფხაზეთიდან დევნილების მიერ დაკავებული ფართის მათთვის მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით გამოყოფა და ქ. თბილისის მერიის დავალდებულება 1996-2003 წლებში მოსარჩელეთა წინაშე სურსათის გამოყოფის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურება, ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 დეკემბრის განჩინებით აფხაზეთიდან დევნილების: ნ. ა-აიას, კ. ა-ძის, ა. ა-აიასა და სხვების (16 პირის) წარმომადგენლის შეგებებული სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული მათ მიერ დაკავებული ფართის ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის ნაწილში, ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში შეგებებული სარჩელის მიღებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი და განემარტათ, რომ აღნიშნული მოთხოვნით შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ დამოუკიდებელი სარჩელით.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს 2003 წლის 8 დეკემბერს შეგებებული სარჩელით კვლავ მიმართა აფხაზეთიდან დევნილების (სულ 23 პირი) ნ. კ-აიას, ი. კ-იას, ლ. კ-იანის, ბ. მ-ავას და სხვათა წარმომადგენელმა და მოითხოვა აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე და დევნილის სტატუსის მოხსნამდე ქ. თბილისში, ... ...Aმრ/რ-ში მდებარე მშენებარე ¹... კორპუსში ზემოთ მითითებული პირების მიერ დაკავებული ფართის მათთვის მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით გამოყოფა და ქ. თბილისის მერიის დავალდებულება აუნაზღაუროს მოსარჩელეებს 1996-2003 წლებში სურსათის გამოყოფის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დამდგარი ზიანი.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 დეკემბრის განჩინებით აფხაზეთიდან დევნილების (23 პირი) წარმომადგენლის _ მ. პ-აიას შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული წარმოებაში საცხოვრებელი ფართის ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში ეთქვა უარი.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩართული მ. კ-ძე.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 მაისის განჩინებით საქმეში შეგებებულ სარჩელზე მესამე პირად ჩართულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები _ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები: დ. ფ-ია, ნ. ა-აია, ზ. ჭ-ია და სხვები (67 პირი) მათთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ ქ. თბილისში, ... დასახლების ... მრ/რ-ში მდებარე ¹... კორპუსიდან; ხოლო აფხაზეთიდან დევნილების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აფხაზეთიდან დევნილების _ ნ. ა-აიას, კ. ა-ძის, ა. ა-აიასა და სხვათა წარმომადგენელმა მ. პ-აიამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 1 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოქალაქეების _ ლ. ს-ძის, ნ. ი-ავას, თ. ბ-შვილისა და სხვათა (28 პირი) შუამდგომლობა საქმეში მესამე პირებად ჩართვის შესახებ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად იქნენ ჩაბმულნი ლ. ს-ძე, ნ. ი-ავა, თ. ბ-შვილი და სხვები (19) პირი, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად _ ჯ. მ-ძე, ა. ჯ-შვილი, ხ. ტ-ძე და სხვები (9 პირი).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, მესამე პირებად ჩართული ნ. ჩ-უა და ქ. ა-ძე ჩართულ იქნენ მესამე პირებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინებით ლ. ფ-იასა და ლ. ს-ძის გარდაცვალების გამო მათ მიმართ საქმის წარმოება შეწყდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის სხდომაზე აპელანტების წარმომადგენელმა გაზარდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და მოითხოვა ქ.თბილისში, ... მე-... მრ/რ-ის მე-... კორპუსიდან გამოსახლებას დაქვემდებარებული ოჯახებისათვის დროებითი საცხოვრებელი ფართის გამოყოფა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის განჩინებით ნ. ა-აიას, კ. ა-ძის, ა. ა-აიასა და სხვათა წარმომადგენლის _ მ. პ-აიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.არჩაიას, კ. ა-ძის, ა. ა-აიასა და სხვათა (26 პირი) წარმომადგენელმა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით ა. ა-აიას, გ. გ-ავასა და სხვათა (26 პირი) წარმომადგენლის მ. პ-აიას შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ივლისის განჩინების აღსრულების შეჩერებისა და გარდაცვლილი ლ. ფ-იას უფლებამონაცვლედ თ. ფ-იას ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით აფხაზეთიდან დევნილების ა. ა-აიას, გ. გ-ავას, მ. გ-იასა და სხვათა წარმომადგენლის მ. პ-აიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის განჩინება ა. ა-აიას, გ. გ-ავას, მ. გ-იასა და სხვათა წარმომადგენლის მ. პ-აიას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს და სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს იმ გარემოებას, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დროებითი საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ ემყარება თუ არა იმავე საფუძველს და მიმართულია თუ არა ქ.თბილისის მერიის სარჩელის მიმართ, თუ წარმოადგენს დამოუკიდებელ სარჩელს.

ა. ა-აიას, გ. გ-ავასა და სხვათა წარმომადგენელმა მ. პ-აიამ 2006 წლის 7 დეკემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა გამოსახლებას დაქვემდებარებული დევნილებისათვის დროებითი საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ნ. ა-აიას, კ. ა-ძის, ა. ა-აიასა და სხვათა წარმომადგენლის _ მ. პ-აიას განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ა-აიას, კ. ა-ძის, ა. ა-აიასა და სხვათა წარმომადგენელმა მ. პ-აიამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 ივლისის განჩინების ძალაში დატოვების შემთხვევაში, ქ. თბილისის მერიის დავალდებულება ქ. თბილისში, ... ... მრ/რ-ში მდებარე ¹... კორპუსში განთავსებული, გამოსახლებას დაქვემდებარებული პირებისათვის დროებითი საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით აფხაზეთიდან დევნილების _ ა. ა-აიას, გ. გ-ავას, მ. გ-იასა და სხვათა წარმომადგენელ მ. პ-აიას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინება და სააპელაციო სასამართლოს დაევალა სადავო საკითხის განხილვა შეგებებული სარჩელის მოთხოვნის გაზრდის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აფხაზეთიდან დევნილების: ა. ა-აიას, გ. გ-ავას, მ. გ-იასა და სხვათა წარმომადგენელ მ. პ-აიას განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განიხილა საპროცესო ნორმების დარღვევით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის სტადიაზე არ განახორციელა შესაბამისი საპროცესო მოქმედება, კერძოდ, აპელანტის მიერ დაყენებულ იქნა მოთხოვნა გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, რაც არ წარმოადგენდა რაიონულ სასამართლოში აღძრულ შეგებებული სარჩელის მოთხოვნას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია აღნიშნულ შუამდგომლობაზე, არ შეუფასებია სსსკ-ის 381-ე მუხლის იმჟამად მოქმედი რედაქციის შესაბამისად, წარმოადგენდა თუ არა აღნიშნული შეგებებული სარჩელის მოთხოვნის გაზრდას, დავის საგნის შეცვლას თუ სახეზე იყო ახალი სასარჩელო მოთხოვნის წარდგენა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამგვარი შეფასების პირობებში სააპელაციო სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა მიზანშეწონილობის საკითხი და დასაშვებად ან დაუშვებლად მიეჩნია იგი.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებულ საპროცესო დარღვევებს შედეგად მოჰყვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადებაზე არასწორი განჩინების დადგენა და იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ არ გადაწყვიტა მხარის მიერ დაყენებული მოთხოვნის დაშვების საკითხი, არ არსებობდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის სსსკ-ის 261.1 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მითითებული ნორმით გათვალისწინებული პროცესუალური წინაპირობა, რადგან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია უკვე არსებულ მოთხოვნაზე, რომელზეც არ უმსჯელია სასამართლოს და გადაწყვეტილებაში არ აუსახავს, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნის დაშვება _ არდაშვების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვის სტადიაზე, რადგან მხოლოდ მოთხოვნის დაყენება სააპელაციო სასამართლოში არ იყო საკმარისი და მისი განხილვა დამოკიდებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ ასეთი მოთხოვნის აღძვრის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით დასაშვებობის შეფასებაზე სსსკ-ის 381-ე მუხლის კონტექსტში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით შეგებებული სარჩელის დაზუსტებულ ნაწილში აფხაზეთიდან დევნილების ა.ა-აიას, გ.გ-ავას და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განხილვისას აპელანტების წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას სააპელაციო საჩივრის მე-5 პუნქტის დაზუსტების თაობაზე და კვლავ დააზუსტა იგი, რადგან უზენაესი სასამართლოს მიერ უცვლელად იქნა დატოვებული გადაწყვეტილება ლტოლვილთა გამოსახლების თაობაზე, აპელანტმა ძალაში დატოვა შეგეგებული სარჩელის შეცვლილი მოთხოვნა ქ.თბილისის მერიისათვის – მის მარწმუნებლისათვის დროებითი სარგებლობისათვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფის, ხოლო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის - აპელანტების და მათი ოჯახის წევრების დროებით გამოყოფილ საცხოვრებელ ფართზე დავალდებულების შესახებ.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, მართალია აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობის წარმოდგენის მომენტისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის მოქმედი რედაქციით სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაიშვებოდა დავის საგნის შეცვლა, მაგრამ მათი მოთხოვნა არ თავსდება პირვანდელი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის ჩარჩოებში და იგი არსებითად ახალ სარჩელს წარმოადგენს. სააპელაციო პალატის განმარტებით ეს დასტურდება შემდეგ გარებოემებებით: შეგებებული სარჩელის საგანს წარმოადგენდა აფხაზეთიდან დევნილ ა.ა-აიას, გ.გ-ავას, და სხვ. ქ.თბილისში, ... ... მრ/რ-ში მდებარე მშენებარე ¹... კორპუსში მათ მიერ დაკავებული ფართის მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით გამოყოფა. მის საფუძვლად კი დასახელებული იყო სახელმწიფოს ვალდებულების დამდგენი ნორმატიული აქტები. შეცვილ შეგებებული სარჩელის მოთხოვნას კი წარმოადგენდა აპელანტებისათვის დროებითი სარგებლობისათვის ახალი საცხოვრებელი სადგომის გამოყოფა, ხოლო მის საფუძვლად მითითებული სულ სხვა ნორმატიული აქტები, კერძოდ საქართველოს კანონი ,,იძულებითი გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” და საქართველოს პარლამენტის დადგენილება ,,იძულებითი გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დროებით საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ”. ახალი სამართლებრივი საფუძვლით ახალი მოთხოვნის წარდგენა ფაქტიურად ახალი სარჩელის წარდგენის ტოლფასად მიიჩნია სასამართლომ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლით საქმის განხილვის სააპელაციო სტადიაზე დაუშვებლად ჩათვალა.

სააპელაციო პალატის განმარტებით დასკვნა შეგებებული სარჩელის დაუშვებლობის თაობაზე დასტურდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაც, რომლის თანახმადაც სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შეგებებულ სარჩელში მოპასუხეებს დროებითი სარგებლობისათვის საცხოვრებელი სადგომის გამოყოფა არ მოუთხოვიათ, სასამართლოს იგი არ განუხილავს და შესაბამისად არც გადაწყვეტილება მიუღია.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ შეგებებული სარჩელის ნაწილში ა. ა-აიას, გ. გ-ავას და სხვ. წარმომადგენლის მ. პ-აიას დაზუსტებული საააპელაციო საჩივარი არ პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის მოთხოვნების და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით აფხაზეთიდან დევინლების – ა. ა-აიას, გ.გ-ავას და სხვათა წარმომადგენელ მ. პ-აიას განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” პუნქტი, რომლის თანახმად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებები.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით აფხაზეთიდან დევნილების – ა.ა-აიას, გ.გ-ავას, მ. გ-იას და სხვათა წარმომადგენელ მ.პ-აიას შუამდგომლობა შეგებებული სარჩელის მოთხოვნის გაზრდით სააპელაციო საჩივრის დაზუსტების შესახებ არ დაკმაყოფილდა და მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუშვებლად იქნა ცნობილი. შესაბამისად, აპელანტების მოთხოვნა მათთვის დროებითი საცხოვრებელი სადგომის გამოყოფის შესახებ პალატას არ განუხილავს.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აფხაზეთიდან დევნილების – ა.ა-აიას, გ.გ-ავას, მ. გ-იას და სხვათა წარმომადგენელმა მ.პ-აიამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინებების გაუქმება და შეგებებული სარჩელის ნაწილში საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს უნდა დაედგინა: იყო თუ არა წარმოდგენილი შუამდგომლობა მოთხოვნის დავის საგნის შეცვლაზე ან გარიგებაზე; თანახმა იყო თუ არა მოწინააღმდეგე მხარე ამაზე და ასეთი თანხმობის მიღების შემთხვევაში სასამართლოს უნდა განეხილა შეგებებული სარჩელი მოთხოვნა ასეთი ფორმულირებით: ან დავის საგნის შეცვლის ან გადიდების შემთხვევაში მიზანშეწონილი იყო თუ არა სასამართლოს განეხილა აღნიშნული მოთხოვნა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანს შეგებებულ სარჩელზე არსობრივად წარმოადგენდა დევნილთათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფა სახელმწიფოს მიერ მათ წინაშე ნაკისრი კანონისმიერი ვალდებულებების საფუძველზე. ასეთ საცხოვრებელ ფართად მათ მიიჩნიეს ის სახელმწიფო ფართი, რომელიც მათ ეკავათ ქ. თბილისის მერიის მიერ სარჩელის აღძვრის დროისათვის. საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის დროისათვის სარჩელის აღძვრიდან (2003 წლის 3 ნოემბერი) შუამდგომლობის წარდგენამდე (2006 წლის 28 ივნისი) მომხდარი ფაქტობრივი და სამართლებრივი ცვლილებების გამო აპელანტები იძულებულები გახდნენ მიემართათ სააპელაციო საჩივრის დაზუსტებისათვის საკუთარი სასიცოცხლო უფლებების ეფექტიანი დაცვის მიზნით.

კერძო საჩივრის ავტორის მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სავალდებულო მითითებები.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე : საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1992 წლის 30 დეკემბრის განკარგულება “საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთი რეგიონიდან კონფლიქტური სიტუაციებისა და სტიქიის შედეგად, აგრეთვე რესპუბლიკის ფარგლებს გარედან ლტოლვილთა სოციალური დაცვის და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ”; საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 2 ოქტომბრის განკარგულება “აფხაზეთიდან ლტოლვილთა და მებრძოლთა გამოყვანის და განთავსების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ”; საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 31 დეკემბრის ¹900 დადგენილება “იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საციალური მოწყობის, სრულყოფისა და მათი მშობლიურ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ორგანიზაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 29 მარტის განკარგულება “აფხაზეთის პრობლემის პოლიტიკური მოწესრიგების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა მშობლიურ ადგილებში დაბრუნების, მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ”; საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 17 აპრილის დადგენილება “აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ”; 1996 წლის 28 ივნისის საქართველოს კანონი “იძულეით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ”; საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 სექტემბრის ¹643 ბრძანებულება “აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ”; საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 5 იანვრის ბრძანებულება; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციის მე-2, მე-3, მე-6, მე-8 და მე-13 მუხლები.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვისას როგორც ახსნა-განმარტების ისე პაექრობის სტადიაზე, სწორედ ამ საფუძვლებით იქნა განმარტებული შეგებებული საჩივრის ნაწილის მოთხოვნები, მათ მხოლოდ დაემატა მითითება საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 6 მაისის დადგენილებაზე ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ”

კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ მოთხოვნა არ იყო წარმოდგენილი ახალი სამართლებრივი საფუძვლებით, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, ახალი მოთხოვნის ახალი სამართლებრივი საფუძვლებით წარდგენა შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის იმდროინდელ რედაქციას.

კერძოს საჩივრის ავტორის მოსაზრებით, დაზუსტებული მოთხოვნა აკმაყოფილებდა აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლით განსაზღვრულ შეგებებული სარჩელის მიღების წინაპირობებს: ეს მოთხოვნა მიმართული იყო პირვანდელი მოსარჩელის ქ.თბილისის მერიის-დევნილათა თავშესაფრით უზრუნველყოფაზე ვალდებული პირის წინააღმდეგ, წარმოადგენდა აპელანტთა პირვანდელი სარჩელისაგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტურ საშუალებას. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სრულიად აშკარა იყო ურთიერთკავშირი პირვანდელ და შეგებებულ სარჩელს შორის და დავა უფრო სწრაფად გადაწყდებოდა, რადგან დაცული იქნებოდა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორცილების შემთხვევაში-დევნილთა უფლებები, რომელთაც საფრთხეს უქადის ქ.თბილისის მერიის უკვე დაკმაყოფილებული სარჩელის აღსრულება.

კერძო საჩივარში ყურადღება გამახვილებულია ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისიწნებული უფლებებისა და სახელმწიფოს მიერ მათ წინაშე ნაკისრის ვალდებულების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა: სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმება და დროებითი საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ შეგებებული სარჩელის ნაწილში სარჩელის დასაშვებად ცნობა; აფხაზეთიდან დევნილების ა.ა-იას, გ.გ-ავას, მ.გ-იას და სხვების დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმება; შეგებებული სარჩელის ნაწილში სააპელაციო საჩივრის განსახილველად საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ აფხაზეთიდან დევნილების – ა.ა-აიას, გ.გ-ავას, მ. გ-იას და სხვათა წარმომადგენლის მ.პ-აიას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლზე (შუამდგომლობის წარდგენის მომენტისათვის მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე, ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს. იგივე წესი გამოიყენება შეგებებული სარჩელის აღძვრისა და ხარჯების განსაზღვრისას.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შეგებებული სარჩელის საგანს წარმოადგენდა აფხაზეთიდან დევნილ ა.ა-აიას, გ.გ-ავას, და სხვ. ქ.თბილისში, ... ... მრ/რ-ში მდებარე მშენებარე ¹... კორპუსში მათ მიერ დაკავებული ფართის მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით გამოყოფა. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იყო სახელმწიფოს ვალდებულების დამდგენი ნორმატიული აქტები. სააპელაციო სასამართლოში შეცვლილი შეგებებული სარჩელის მოთხოვნას კი წარმოადგენს დროებითი სარგებლობისათვის ახალი საცხოვრებელი სადგომის გამოყოფა, რომლის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს კანონი ,,იძულებითი გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” და საქართველოს პარლამენტის დადგენილება ,,იძულებითი გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დროებით საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ”.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული შეგებებული სარჩელი, თავისი არსით, განეკუთვნება არა სარჩელის დაზუსტების მიზნით წარდგენილ განცხადებას ან შუამდგომლობას დავის საგნის გაზრდის შესახებ, არამედ ახალ სარჩელს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია შუამდგომლობის წარდგენის მომენტისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის რედაქციით სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაიშვებოდა დავის საგნის შეცვლა, მაგრამ მათი მოთხოვნა არ თავსდება პირვანდელი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის ჩარჩოებში და იგი არსებითად ახალ სარჩელს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია და იგი არ არის ვალდებული დაუშვას დავის საგნის შეცვლა (გადიდება), თუ მისი აზრით ასეთი შეცვლა სარგებლობას მოუტანს საქმის განხილვას და საბოლოოდ გადაწყვეტას და არ გამოიწვევს პროცესის გაჭიანურებას. იგივე წესები გამოიყენება და იგივე პირობებია საჭიროა შეგებებული სარჩელის სააპელაციო სასამართლოში წარდგენისა და განხილვისათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დაზუსტებული სარჩელის წარდგენის გზით განხორციელებული საპროცესო მოქმედება განეკუთვნებოდა არა სარჩელის დაზუსტების ან დავის საგნის გადიდების მოთხოვნით აღძრულ შუამდგომლობას, არამედ ახალი სასარჩელო მოთხოვნების წარდგენას სააპელაციო სასამართლოში, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად დაუშვებელია. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაზუსტების ნაწილში აფხაზეთიდან დევნილების ა. ა-აიას, გ. გ-ავას, მ. გ-იას და სხვათა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” პუნქტზე, რომლის თანახმად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით აფხაზეთიდან დევნილების – ა.ა-აიას, გ.გ-ავას, მ. გ-იას და სხვათა წარმომადგენელ მ.პ-აიას შუამდგომლობა შეგებებული სარჩელის მოთხოვნის გაზრდით სააპელაციო საჩივრის დაზუსტების შესახებ არ დაკმაყოფილდა და მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუშვებლად იქნა ცნობილი. შესაბამისად მოთხოვნა მათთვის დროებითი საცხოვრებელი სადგომის გამოყოფის შესახებ სააპელაციო პალატას არ განუხილავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი ძირითადი მოთხოვნის სასამართლოს მიერ განხილვა საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. არ დაკმაყოფილდეს აფხაზეთიდან დევნილების : ა. ა-აიას, გ. გ-ავას, მ. გ-იას და სხვათა (26 პირი) წარმომადგენელის მ. პ-აიას კერძო საჩივარი;

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.