Facebook Twitter
ბს-887-849(კს-09)

ბს-887-849(კს-09) 4 ნოემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშეE

საჩივრის ავტორი – ი. თ-ია

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის სამინისტრო

მესამე პირი _ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო

დავის საგანი – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.09წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. თ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სოხუმის რაიონულ და სოხუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქ. სოხუმში ... ¹21-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ რეგისტრაციაში გატარების დავალება, ხსენებული სახლის თავისუფალი ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უზრუნველყოფის დავალება ქ. სოხუმის მერიისათვის.

სოხუმის რაიონულ და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 08.06.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ. სოხუმში ... ¹21-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სადავო ქონება საკუთრების უფლებით აღერიცხა ი. თ-იას სახელზე. ამავე გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა რომელიც ეხებოდა ხსენებული სახლის თავისუფალი ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უზრუნველყოფის დავალებას ქ. სოხუმის მერიისათვის.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ი. თ-იამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.07წ. განჩინებით ,,მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის საფუძველზე ქ. სოხუმის მერიის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა აფხაზეთის ა.რ. მთავრობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.08წ. განჩინებით სსიპ «საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა» და ი. თ-იას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 08.06.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ი. თ-იას მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.03.09წ. განჩინებით ი. თ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპალაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.08წ. განჩინება ი. თ-იასთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, ი. თ-იას საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი, თ-იას სასარჩელო მოთხოვნა ქ. სოხუმის მერიისათვის მოსარცელის კუთვნილი ქონების თავისუფალი ფლობის, სარჩებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის თაობაზე, სსიპ «საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპალაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.08წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ი. თ-ია ცნობილ იქნა ქ. სოხუმში ... ¹21-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ი. თ-იას სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ნივთის აღრიცხვა. საქმე ამ ნაწილში ხელახალი არსებითი განხილვისთვის დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.09წ. განჩინებით აფხაზეთის ა/რ მთავრობა ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში სათანადო მოპასუხედ ჩაბმული იქნა აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის სამინისტრო. აღნიშნული განჩინება გასაჩივრებული იქნა ი. თ-იას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.09წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ი. თ-იას განცხადების (საჩივრის) განხილვის დასრულებამდე და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 17.07.09წ. განჩინებით ი. თ-იას განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული.

27.07.09წ. ი. თ-იამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.09წ. და 17.06.09წ. განჩინებების გაუქმების მოთხოვნით მომართა საკასაციო პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.10.09წ. განჩინებით ი. თ-იას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.09წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატას საქმის მასალების და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალი და მისი განვრცობითი განმარტება დაუშვებელია. ნორმები, რომლებიც აწესრიგებენ საქმის წარმოების შეჩერებას, არ წარმოადგენენ მითითებით ნორმებს, ისინი თავად შეიცავენ იმ საფუძვლების სრულ ჩამონათვალს, რომლებიც იწვევენ საქმის წარმოების შეჩერებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის ან ადმინისტრაციული სამართლის წესით. ამავე კოდექსის 281-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი ეხება სასამართლოს მიერ განსახილველ საქმესთან კავშირში მყოფი სხვა საქმის განხილვას, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით დამოუკიდებელ დავებს წარმოადგენს და კონკრეტულ საქმესთან კავშირი აქვთ იმდენად, რამდენადაც სხვა საქმეებზე დადგენილი გარემოებანი მნიშვნელოვანია ამ საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღებისათვის. შესაბამისად, ზემოხსენებული წესი ვერ გავრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც დავა მიმდინარეობს ერთი და იგივე საქმის თაობაზე სასამართლო სისტემის სხვადასხვა ინსტანციაში.

განსახილველ შემთხვევაში სამართალწარმოება მიმდინარეობს ერთ საქმესთან დაკავშირებით და ზემდგომ ინსტანციაში კერძო საჩივრის წარდგენა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს.

ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებელია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408_ე მუხლის მე-3 ნაწილით, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. თ-იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.09წ. განჩინება;

2. საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.