ბს-932-892(კს-09) 23 ივლისი, 2009წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. ა-შვილის კერძო საჩივრის განუხულველად დოტოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.05.09წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.05.09წ. განჩინებით გ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ა-შვილმა, რომელმაც განჩინების გასაჩივრებული გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 09.07.09წ. განჩინებით გ. ა-შვილს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 05 დღე. გ. ა-შვილს განჩინება გაეგზავნა მის ამჟამინდელ ადგილსამყოფელზე სად ¹8 საპყრობილეში. საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საქართველოს ფოსტის საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დგინდება, რომ სად ¹8 საპყრობილეს პატიმარ გ. ა-შვილზე გადასაცემი გზავნილი ჩაბარდა 17.07.09წ., ხოლო გ. ა-შვილს განჩინება ჩაბარდა იმავე დღეს 17.07.09 წ. სათანადო ხელწერილით. მიუხედავად ამისა, გ. ა-შვილს ხარვეზი არ გამოუსწორებია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და მას არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს საკასაციო პალატისთვის, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 401-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ა-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.05.09წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.