Facebook Twitter

ბ-1047-10(ა-09) 30 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429 მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქმის განახლების შესახებ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ე. ძ-ის წარმომადგენლის ი. კ.-ს განცხადების დასაშვებობის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. კ.-მ 14.08.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ მარტვილის რაიონის გამგეობის, ე. ძ.-ისა და საჯარო რეესტრის მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარის 18.08.05წ. ¹25 განკარგულების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გამცემი კომისიის ¹77 ოქმის, ე. ძ.-თან 26.09.05წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულების იმ ნაწილში გაუქმება, რომელიც ეხებოდა ე. ძ.-თვის იჯარით გაცემულ 2000კვ.მ მიწის ნაკვეთს, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურისათვის საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილების შეტანის დავალება.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 07.02.07წ. გადაწყვეტილებით ნ. კ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ.-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.07წ. განჩინებით აპელანტ ნ. კ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მარტვილის რაიონული სასამართლოს 07.02.07წ. გადაწყვეტილება.

ნ. კ.-მ 27.08.07წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.07წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.03.08წ. განჩინებით ნ. კ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.07წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.08წ. გადაწყვეტილებით ნ. კ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ნ. კ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარის 18.08.05წ. ¹25 განკარგულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გამცემი კომისიის ¹77 ოქმი, მარტვილის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობასა და მოიჯარე ფიზიკურ პირს ე. ძ.-ს შორის დადებული 26.09.05წ. სასოფლო-სამეურნეო მიწის საიჯარო ხელშეკრულება 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემის ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის განხორციელება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ძ.-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.01.09წ. განჩინებით ე. ძ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

20.03.09წ. ე. ძ.-ის წარმომადგენლმა ი. კ.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ნ. კ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობასთან დაკავშირებული განჩინების მართლზომიერება საეჭვოდ არ გაუხდია, მაგრამ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და მისი დაკმაყოფილების შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხული თ. კ.-ს განმარტებიდან გამომდინარე, შეამოწმა ნ. კ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობასთან დაკავშირებული განჩინების საფუძვლიანობა და ეს განჩინება ნ. კ.-ს საკასაციო საჩივრის ხანდაზმულობის გამო საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა. დასაბუთებული აღმოჩნდა მოწმე თ. კ.-ს მიერ ნ. კ.-ს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე გამოთქმული მოსაზრებაც, რის გამოც მოითხოვა ასკ-ის 262 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესის შესაბამისი განჩინების მიღება, მაგრამ ამ მოთხოვნაზე მსჯელობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონია, ხოლო ნ. კ.-ს სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული საკასაციო სასამართლოს მიერ. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.01.09წ. განჩინება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე ე. ძ.-ს 16.03.09წ. გადაეცა. ე. ძ.-ს არ ჰქონდა შესაძლებლობა ნ. კ.-ს საკასაციო საჩივრის განხილვისას მიეთითებინა ამ საჩივრის დასაშვებად ცნობასთან დაკავშირებული განჩინების არამართლზომიერებაზე. განმცხადებელმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.03.08წ. განჩინების გაუქმება და ნ. კ.-ს საკასაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ე. ძ.-ის წარმომადგენლის ი. კ.-ს განცხადების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება დაუშვებლობის მოტივით განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი მიუთითებს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომელიც, განმცხადებლის აზრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.03.08წ. განჩინების გაუქმების საფუძველია, მხარისათვის ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას. კერძოდ, წარმოდგენილი განცხადების თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და მისი დაკმაყოფილების შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხული თ. კ.-ს განმარტებიდან გამომდინარე, შეამოწმა ნ. კ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობასთან დაკავშირებული განჩინების საფუძვლიანობა და ეს განჩინება ნ. კ.-ს საკასაციო საჩივრის ხანდაზმულობის გამო საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა. დასაბუთებული აღმოჩნდა მოწმის ჩვენება ნ. კ.-ს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. განმცხადებელი უთითებს, რომ აღნიშნული გარემოებების გამო სააპელაციო სასამართლოს მიმართა ასკ-ის261 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისი განჩინების მიღების თაობაზე, რაზეც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. კ.-ა მოწმის სახით დაიკითხა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.08წ. სასამართლო სხდომაზე (ტ. I, ს.ფ. 220), ხოლო ე. ძ.-ის წარმომადგენლმა ი. კ.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ სასამართლოს მხოლოდ 20.03.09წ., განცხადების წარდგენის ერთ თვიანი ვადის გასვლის შემდეგ მიმართა.

სსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. სსკ-ის 59.1 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხდების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ის 421.1. მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები. განსახილველ შემთხევაში, განმცხადებელი უთითებს, რომ ახალი გარემოება მისთვის ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ამდენად, საქმის წარმოების დასრულებამდე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების(განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, განცხადებაში მითითებული ახალი გარემოება წარმოადგენს არა სსკ-ის 421.1 მუხლით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის საფუძველს, არამედ სსკ-ის 380-ე მუხლით გათვალისწინებულ ახალ ფაქტს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე. ძ.-ი აღნიშნულ გარემოებას უთითებდა აგრეთვე საკასაციო საჩივარში, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.01.09წ. განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ ე. ძ.-ის წარმომადგენლის ი. კ.-ს განცხადება განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ ე. ძ.-ის წარმომადგენლის ი. კ.-ს განცხადება დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.