ბ-1882-17(ა-09) 28 ოქტომბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი
განმცხადებლები _ ქ. ბათუმის მერია (მოპასუხე), შპს «...» (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.04.09წ. განჩინება
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ბათუმის მერიამ 17.06.09წ. და შპს «...» 07.07.09წ. ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.04.09წ. განჩინების გაუქმება და ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 13.07.09წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.04.09წ. განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.09.09წ. განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ბათუმის მერიისა და შპს «...» განცხადებებზე შეჩერდა საქმის წარმოება განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადების განხილვამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 07.10.09წ. განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.04.09წ. ¹ბს-487-466(კ-08) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის ქ. ბათუმის მერიისა და შპს «...»-ს შორის მორიგების დამტკიცების შესახებ 22.04.09წ. განჩინება და ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქ. ბათუმის მერიისა და შპს «...» განცხადებებზე უნდა განახლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.09.09წ. განჩინებით შეჩერებული საქმის წარმოება და დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ბათუმის მერიისა და შპს «...» განცხადებებზე შეჩერდა საქმის წარმოება განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადების განხილვამდე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 07.10.09წ. განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.04.09წ. ¹ბს-487-466(კ-08) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის ქ. ბათუმის მერიისა და შპს «...»-ს შორის მორიგების დამტკიცების შესახებ 22.04.09წ. განჩინება და ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება. აღნიშნულიდან გამომდინაე აღარ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებების შეჩერების საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ა1» პუნქტის თანახმად სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 07.10.09წ. განჩინებით დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება 22.04.09წ. განჩინების ბათილად ცნობის შესახებ და ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება რის გამოც აღარ არსებობს ქ. ბათუმის მერიისა და შპს «...» განცხადებებზე მსჯელობის საფუძვლები, რადგან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადების დაკმაყოფილებამ და ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლებამ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე მუხლებით, 272-ე მუხლი «ა1» პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ბათუმის მერიის და შპს «...» განცხადებებზე განახლდეს საქმის წარმოება;
2. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ქ. ბათუმის მერიის და შპს «...» განცხადებებზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.