¹ბ-1982-18(ა-09) 8 ივლისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის წარმოების განახლების შესახებ სს «...» წარმომადგენლის დ. ც-ძის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
12.10.01წ. სს «..." სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სამინისტროს 14.08.01წ. ¹103 ბრძანების ბათილად ცნობა. სს «..." დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 14.08.01წ. ¹103 და 18.07.02წ. ¹106 ბრძანებების ბათილად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგის 17.06.03წ. გადაწყვეტილებით სს «..." სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს «..." მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 27.09.04წ. განჩინებით სს «...» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის (ამჟამად ეკონომიკური განვითარების) მინისტრის 14.08.01წ. და 18.07.02წ. ბრძანებების იმ ნაწილის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, რომლითაც სს «..." ანგარიშსწორების ანგარიშიდან 1 115 170 (ერთი მილიონ ას თხუთმეტი ათას ას სამოცდაათი) ლარის ამოღება დადგინდა და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
29.06.09წ. სს «...» წარმომადგენლმა დ. ც-ძემ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 27.09.04წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის, რომლითაც უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილი, გაუქმება და ამ ნაწილში საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინებისა და წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად თვლის, რომ სს «...» წარმომადგენლის დ. ც-ძის განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 424.1 მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 27.09.04წ. განჩინებით სს «...» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის (ამჟამად ეკონომიკური განვითარების) მინისტრის 14.08.01წ. და 18.07.02წ. ბრძანებების იმ ნაწილის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, რომლითაც სს «..." ანგარიშსწორების ანგარიშიდან 1 115 170 (ერთი მილიონ ას თხუთმეტი ათას ას სამოცდაათი) ლარის ამოღება დადგინდა და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მითითებულ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა და საკასაციო სასამართლო სსკ-ის 424.1 მუხლის შესაბამისად, არაუფლებამოსილია განიხილოს განცხადება.
განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს განჩინების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილი დარჩა უცვლელად. განცხადება განსახილველად უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. ასკ-ის 35.3 მუხლის თანახმად, საოლქო სასამართლოსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2005 წლის 15 ივლისამდე წარმოებაში მიღებული საქმეები, რომელთა განხილვა წარმოადგენს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილებას, გადაეცემა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. შესაბამისად, სს «...» წარმომადგენლის დ. ც-ძის განცხადება უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს «...» წარმომადგენლის დ. ც-ძის განცხადება გადაეცეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.