ბ-3042-8(ა-09) 20 მაისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. გ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 23.10.08წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-შვილმა 19.05.08წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.08წ. გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.06.08წ. განჩინებით კასატორ გ. გ-შვილს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეცაა საქმეში და სახელმწიფო ბაჟის 6000 (ექვსი ათასი) ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 23.10.08წ. განჩინებით გ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.06.08წ. განჩინებით გ. გ-შვილს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეცაა საქმეში და სახელმწიფო ბაჟის 6000 (ექვსი ათასი) ლარის გადახდის ქვითარი. აღნიშნული განჩინების კასატორისათვის ჩაბარების შესახებ საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საქართველოს ფოსტის ექსპლუატაციის დირექტორის მ. ფ-ძის წერილიდან ირკვეოდა, რომ კასატორის რძალს – მ. ხ-შვილ-გ-შვილს ხსენებული განჩინება 04.07.08წ. ჩაჰბარდა, რასაც ასევე ადასტურებდა ფ8 წიგნის ქსეროასლი, სადაც 234 ნომრად დაფიქსირებულია მ. ხ-შვილი-გ-შვილის ხელმოწერა. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გ. გ-შვილის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და 440-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
გ. გ-შვილმა 10.11.08წ. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 23.10.08წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განცხადების ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.06.08წ. ხარვეზის შესახებ განჩინება მ. ხ-შვილ-გ-შვილს არ ჩაბარებია და შესაბამისად ფ8 წიგნის ქსეროასლის 234-ე ნომრად დაფიქსირებული ხელმოწერა მ. ხ-შვილ-გ-შვილს არ ეკუთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის ცნობილი არ იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.06.08წ. ხარვეზის შესახებ განჩინების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატას საქმის მასალების გაცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ გ. გ-შვილის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ 20.06.08წ. განჩინების ასლი 23.06.08წ. გ. გ-შვილს გაეგზავნა ¹334 საფოსტო გზავნილით. აღნიშნული გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს საქართველოს უზენაეს სასამართლოში 23.10.08წ. შემოსული საქართველოს ფოსტის ექსპლუატაციის დირექტორის მ. ფ-ძის წერილი, რომლის თანახმად საფოსტო გზავნილი 04.07.08წ. ჩაბარდა ადრესატის რძალს მ. ხ-შვილ-გ-შვილს. აღნიშნულს ასევე ადასტურებს ფ8 წიგნის ქსეროასლი, რომელზეც 234 ნომრად გ. გ-შვილის გასწვრივ დაფისქირებულია მ. ხ-შვილი-გ-შვილის ხელმოწერა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება ჩაითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად. შესაბამისად, მ. ხ-შვილი-გ-შვილისთვის ჩაბარებით ითვლება რომ გზავნილი ჩაბარდა ადრესატ გ. გ-შვილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფოსტის ექსპლუატაციის დირექტორის 23.10.08წ. ¹15-30-394/08 წერილისა და ფორმა ¹8 წიგნის საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. გ-შვილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ 20.06.08წ. განჩინების ასლი 04.07.08წ. ჩაბარდა. ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი გ. გ-შვილის მიერ არ იქნა გამოსწორებული ამავე განჩინებით დადგენილ 7 დღიან ვადაში, რის გამოც არსებობდა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს განმცხადებელ - გ. გ-შვილის მოსაზრებას ფ8 წიგნის ქსეროასლზე მ. ხ-შვილი-გ-შვილის ხელმოწერის სიყალბის შესახებ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება ყალბია. ამასთან, ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დოკუმენტის სიყალბე დადასტურებული უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.06.08წ. განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი გ. გ-შვილის მიერ არ იქნა გამოსწორებული აღნიშნული განჩინებით დადგენილ ვადაში, რის გამოც არსებობდა ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით გ. გ-შვილის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. გ-შვილის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 23.10.08წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 23.10.08წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.