Facebook Twitter

ბ-392-9(ა-09) 4 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორი _ მოსარჩელე გ. კ-შვილის წარმომადგენელი ტ. ჩ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 27 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ გ. კ-შვილის საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ხოლო კასატორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე მითითებით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, აღნიშნული მუხლის თანახმად კი, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეეძლო ერთი ან ორივე მხარისათვის გადაევადებინა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეემცირებინა მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენდა უტყუარ მტკიცებულებებს. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ ასაბუთებდა სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და მას საკასაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები აღნიშნულის თაობაზე, რის გამოც არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით გ. კ-შვილს დაევალა, ხარვეზის შესახებ იმავე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით განუხილველი დარჩა გ. კ-შვილის წარმომადგენლების _ ე. ბ-იასა და ტ. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი; გ. კ-შვილს დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, როგორც საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებებიდან ირკვეოდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინება, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე, გ. კ-შვილის წარმომადგენელ ტ. ჩ-შვილს (ქ. თბილისი, ... ¹19, ოფისი 33) ჩაჰბარდა 2008 წლის 10 ნოემბერს, ხოლო გ. კ-შვილს (ხელვაჩაური, სოფ. ..., ბათუმის ¹... საპყრობილე) _ 2008 წლის 17 ნოემბერს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლებოდა, თუ იგი ჩაჰბარდებოდა ერთ-ერთ მათგანს. ამდენად, თუ სასამართლო უწყება ჩაჰბარდა მხარის წარმომადგენელს, იგი მხარისთვისაც ჩაბარებულად ჩაითვლებოდა.

საკასაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინება გ. კ-შვილის წარმომადგენელ ტ. ჩ-შვილს ჩაჰბარდა 2008 წლის 10 ნოემბერს და შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა გ. კ-შვილს ამოეწურა 2008 წლის 17 ნოემბერს, თუმცა კასატორს მისთვის მიცემულ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ტ. ჩ-შვილმა წარმოადგინა 2008 წლის 18 ნოემბერს, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. ამდენად, კასატორმა დაარღვია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება გ. კ-შვილის წარმომადგენლების _ ე. ბ-იასა და ტ. ჩ-შვილის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.

2009 წლის 30 იანვარს გ. კ-შვილის წარმომადგენელმა ტ. ჩ-შვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა საქმის არსებითად განხილვა.

განმცხადებლის განმარტებით, ტ. ჩ-შვილი ცხოვრობს ამავე განცხადებაში მითითებულ მისამართზე _ ქ. თბილისი, ..., ... მ/რ, ... კორპ., ბ. 33, ხოლო 2008 წლის აპრილიდან იგი საადვოკატო საქმიანობას ეწევა ქ. თბილისში, ... ქ. ¹9-ში მდებარე ¹6 ოფისში. ხარვეზის შესახებ განჩინება არ ყოფილა გაგზავნილი ხსენებულ მისამართებზე და იგი არც განმცხადებელს ჩაჰბარებია. ხარვეზის შესახებ განჩინების თაობაზე ტ. ჩ-შვილმა შეიტყო მისი მარწმუნებლისაგან და შესაბამისად, იგი გამოასწორა დადგენილ ვადაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის ¹ბს-1157-1119(კ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. კ-შვილის წარმომადგენელ ტ. ჩ-შვილის განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის ¹ბს-1157-1119(კ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. კ-შვილის წარმომადგენელ ტ. ჩ-შვილის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა განმცხადებლის მიერ თავისი განცხადების დასასაბუთებლად იმაზე მითითება, რომ ტ. ჩ-შვილი ცხოვრობს ამავე განცხადებაში მითითებულ მისამართზე _ ქ. თბილისი, ..., ... მ/რ, ... კორპ., ბ. 33, ხოლო 2008 წლის აპრილიდან იგი საადვოკატო საქმიანობას ეწევა ქ. თბილისში, ... ქ. ¹9-ში მდებარე ¹6 ოფისში, ხარვეზის შესახებ განჩინება კი არ ყოფილა გაგზავნილი ხსენებულ მისამართებზე და იგი არც განმცხადებელს ჩაჰბარებია, ხოლო ხარვეზის შესახებ განჩინების თაობაზე ტ. ჩ-შვილმა შეიტყო მისი მარწმუნებლისაგან და შესაბამისად, იგი გამოასწორა დადგენილ ვადაში.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი გ. კ-შვილს (ასევე ე. ბ-იას) გაეგზავნა სწორედ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე _ ქ. თბილისი, ... ქ. ¹19, ოფისი ¹33 (ს.ფ. 195).

საკასაციო სასამართლო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების (ს.ფ. 209) მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინება გ. კ-შვილის წარმომადგენელ ტ. ჩ-შვილს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე _ ქ. თბილისი, ... ქ. ¹19, ოფისი ¹33, ჩაჰბარდა 2008 წლის 10 ნოემბერს. ხსენებულ შეტყობინებაზე მითითებულია აღნიშნული თარიღი _ 2008 წლის 10 ნოემბერი და მასზე არის ხელმოწერაც, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ამ ადრესატს _ გ. კ-შვილს ჩაჰბარდა სწორედ 2008 წლის 10 ნოემბერს. განმცხადებელს კი რაიმე ახალი მტკიცებულების წარმოდგენით არ დაუმტკიცებია აღნიშნულის საწინააღმდეგო და შესაბამისად _ წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა გ. კ-შვილს ამოეწურა 2008 წლის 17 ნოემბერს, თუმცა კასატორს მისთვის მიცემულ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ტ. ჩ-ვილმა წარმოადგინა 2008 წლის 18 ნოემბერს, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი (ს.ფ. 211-213) და ამდენად, კასატორმა დაარღვია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის ¹ბს-1157-1119(კ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. კ-შვილის წარმომადგენელ ტ. ჩ-შვილის განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის ¹ბს-1157-1119(კ-08) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. კ-შვილის წარმომადგენელ ტ. ჩ-შვილის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.