¹ვ-720-20(ა-09) 18 სექტემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შპს ,,...» (დირექტორი _ ა. მ-ძე) განცხადების დასაშვებობის საკითხი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული შპს ,,...» დირექტორის ა. მ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2009 წლის 17 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინებაში განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას სახელმწიფო ბაჟის გადახდა წარმოადგენს, ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე _ თუ განმცხადებელი იურიდიული პირია, შეადგენს 300 ლარს, რომელიც განცხადების ავტორს უნდა შეეტანა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი, აგრეთვე, დამატებით შემოსული მასალები სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში. მაშასადამე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა სასამართლოსათვის ხსენებული განცხადებისა და თანდართული წერილობითი მასალების სათანადო რაოდენობის ასლების წარდგენა, საქმეში მონაწილეთათვის გადასაგზავნად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინებით შპს ,,...» დირექტორ ა. მ-ძეს დაევალა, იმავე განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი, ასევე _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის ¹ბს-1724-1678(კ-08) განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადება, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომელთა გამოც უნდა მომხდარიყო მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში; შპს ,,...» დირექტორ ა. მ-ძეს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი განცხადება არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინება, განცხადებაში (საჩივარი) მითითებულ მისამართზე (ქ. ზესტაფონი, ... ქ. ¹3), შპს ,,...» დირექტორ ა. მ-ძეს ჩაჰბარდა 2009 წლის 3 აგვისტოს და შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა ამ განმცხადებელს ამოეწურა 2009 წლის 13 აგვისტოს (ხუთშაბათი).
2009 წლის 11 აგვისტოს შპს ,,...» დირექტორმა ა. მ-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და იმ მოტივით, რომ მისი ადვოკატი არ იმყოფებოდა ქალაქში და ამის გამო განმცხადებელი ვერ შეძლებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრული განცხადების წარმოდგენას, მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ შპს «...» დირექტორ ა. მ-ძის განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, განმცხადებელ შპს «...» (დირექტორი _ ა. მ-ძე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუვსია ხარვეზები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება შპს «...» (დირექტორი _ ა. მ-ძე) განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ (მუხლში ჩამოთვლილ) მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შპს «...» (დირექტორი _ ა. მ-ძე) განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შპს «...» (დირექტორი _ ა. მ-ძე) განცხადება;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.