Facebook Twitter
3-780-21(ა-09) 6 აგვისტო, 2009 წელი

3-780-21(ა-09) 6 აგვისტო, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე შევამოწმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 15.04.09წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. ჯ-ავას წარმომადგენელ კ. შ-იას განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი.

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 15.04.09წ. განჩინებით ნ. ჯ-ავას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. 27.07.09წ. ნ. ჯ-ავას წარმომადგენელმა კ. შ-იამ განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და სსკ-ის 423.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 15.04.09წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. სსკ-ის 423.2 მუხლის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის «ა»–»გ» ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. განსახილველ შემთხვევაში მხარეს არ წარმოუდგენია და არ მიუთითებია სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე. სსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ჯ-ავას წარმომადგენლის, კ. შ-იას განცხადება არ არის დასაშვები და განუხლველად უნდა იქნეს დატოვებული.

ვიხელმძღვანელე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:

1. ნ. ჯ-ავას წარმომადგენელ კ. შ-იას განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად იქნეს დატოვებული;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.