Facebook Twitter

ვ-225-1(ბ-09) 4 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის ¹ბს-1368-1326(კ-კს-08) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე ი. შ-ძის განცხადების დასაშვებობის საკითხი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის განჩინებით ი. შ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის განჩინება. ამასთან, იმავე თარიღის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. შ-ძის კერძო საჩივარი და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტემბრის განჩინება.

2009 წლის 23 თებერვალს ი. შ-ძემ ფოსტის მეშვეობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის ¹ბს-1368-1326(კ-კს-08) განჩინების ბათილად ცნობა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2009 წლის 5 მარტის განჩინებით მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, ვინაიდან, მართალია, განმცხადებელი ითხოვდა კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობას, თუმცა არ მიუთითებდა, კონკრეტულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და ი. შ-ძეს დაევალა მისთვის ხარვეზის შესახებ 2009 წლის 5 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ შემოეტანა სრულყოფილი განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის ¹ბს-1368-1326(კ-კს-08) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომელთა გამოც უნდა მომხდარიყო განჩინების ბათილად ცნობა, იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში. ი. შ-ძეს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი განცხადება არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

2009 წლის 30 მარტს ი. შ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც იმავე გარემოებებზე მიუთითა, რასაც 2009 წლის 23 თებერვლის განცხადებაში უთითებდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. შ-ძის მიერ ვერ იქნა გამოსწორებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის ¹ბს-1368-1326(კ-კს-08) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე ი. შ-ძის განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხდება აღარ დაიშვება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის ¹ბს-1368-1326(კ-კს-08) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე ი. შ-ძის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 იანვრის ¹ბს-1368-1326(კ-კს-08) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე ი. შ-ძის განცხადება;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.