Facebook Twitter

თ-1227-7(ბ-09) 28 dekemberi, 2009 weli

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. გ-ძის განცხადების დასაშვებობის საკითხი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 და 10 ნოემბრის განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 11 დეკემბერს გ. გ-ძემ განცხადებებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 და 10 ნოემბრის განჩინებების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:

განმცხადებლის მითითებით, საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ნოემბერის განჩინებით უკანონოდ დარჩა უცვლელად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 აგვისტოსა და 17 სექტემბრის განჩინებები.

განმცხადებლის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლოს მითითებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ განჩინების გამოტანისას მომხსენებელი მოსამართლე დარჩა განსხვავებულ აზრზე, რის გამოც განჩინება ფაქტობრივად გამოტანილ იქნა ორი მოსამართლის მიერ, რაც განმცხადებლისათვის მიუღებელია.

ამდენად, განმცხადებლის მითითებით, საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსსკ-ის 423.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც აუცილებლობას წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის.

განმცხადებელმა ასევე მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა სსსკ-ის 423.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე (მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება) იმ მოტივით, რომ უკანონოა სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინება, რაც უცვლელად დარჩა საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინებით და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა აუცილებლობას წარმოადგენს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის.

განმცხადებლის მოსაზრებით, არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველი, რომლითაც გ. გ-ძის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინებაზე დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის _ ბაჟის გადაუხდელობის გამო, იმ პირობებში, როდესაც საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ძეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

განმცხადებლის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დაირღვა სსსკ-ის 393-394-ე მუხლების მოთხოვნები. ამასთან, საქმე განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ, კერძოდ, საქმის განხილვაში მონაწილეობას ღებულობდა მოსამართლე ლ. მ-შვილი, რომელსაც ადრე ჰქონდა მიღებული მონაწილეობა საქმის განხილვაში.

ამდენად, განმცხადებლის მოსაზრებით, არსებობს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების ორი საფუძველი, კერძოდ, გ. გ-ძე გათავისუფლებული უდნა ყოფილიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, მაგრამ ბაჟის გადაუხდელობის გამო მისი განცხადება დარჩა განუხილველად სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინებით; საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინება წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმების საფუძველს. ამასთან, განმცხადებლის მითითებით, დავის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს არა 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება, არამედ 2002 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. ს.ფ. 2-13).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინებით გ. გ-ძის განცხადებები დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: წარმოდგენილი განცხადებები არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 422-ე მუხლისა და 427.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, განცხადებელი ითხოვდა საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 2 და 10 ნოემბრის განჩინებების ბათილად ცნობას, რის საფუძვლადაც უთითებდა სსსკ-ის 423.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტს, რომელიც ადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საუფძველს მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედების გამო. Aასევე, წარმოდგენილი განცხადებები არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 38-ე მუხლის “კ” პუნქტისა და 39.1 მუხლის “ვ-ზ” ქვეპუნქტების მოთხოვნებს, რადგან განმცხადებელს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, ხარვეზის შევსების მიზნით, განმცხადებელს დაევალა დაეზუსტებინა მოთხოვნა, კერძოდ, ითხოვდა საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 2 და 10 ნოემბრის განჩინებების ბათილად ცნობას, თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას და გასაჩივრების მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების მითითება, ასევე დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახიდს დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (იხ. ს.ფ. 14-16).

2009 წლის 21 დეკემბერს გ. გ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 2 და 10 ნოემბრის განჩინებების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

განმცხადებლის მოსაზრებით, საქმის წარმოების განახლება უნდა მოხდეს სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 26 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის.

განმცხადებლის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას სსსკ-ის 423.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი _ მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა იმაში, რომ 2007 წლის 30 იანვარს სარჩელის საქალაქო სასამართლოში შეტანისას არ გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟი, ასევე უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გადაუვადა გ. გ-ძეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინების მიღებაში მონაწილეობას ღებულობდა მოსამართლე ლ. მ-შვილი, რომელსაც უფლება არ ჰქონდა განეხილა აღნიშნული საქმე. გ. გ-ძემ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინების გაუქმების შესახებ განცხადებაზე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისულება. განმცხადებლის მოსაზრებით, გათავისუფლებაზე ან გადავადებაზე უარის პირობებში სასამართლოს უნდა გაეგრძელებინა ვადა ხარვეზის შესავსებად, მაგრამ მისი განცხადება დარჩა განუხილველად.

განმცხადებლის მითითებით, საკასაციო სასამართლოს განჩინებების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინების მიღების შემდეგ აღარ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს 2009 წლსი 17 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველი.

განმცხადებელმა ასევე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლება ან გადახდის გადავადება (იხ. ს.ფ. 19-32).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. გ-ძის განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 და 10 ნოემბრის განჩინებების გაუქმების შესახებ დაუშვებლობის მოტივით უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. შესაბამისად, მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წანამძღვრების არსებობისას. კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებების გაუქმების საფუძვლად ასახელებს სსსკ-ის 423.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტს და საქმის წარმოების განახლების მოტივად მიუთითებს იმ გარემოებაზე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ საქმის განხილვისას ადგილი ჰქონდა მოსამართლეთა დანაშაულებრივ ქმედებებს, რაც კანონიერ ძალაში შესული განჩინებების გაუქმების საფუძველია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.

მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი წარმოდგენილი განცხადებებით ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს განჩინებების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას, ფაქტობრივად მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინებების უკანონობაზე და უთითებს გარემოებებზე, რომელთა გამოც მისი მოსაზრებით, საკასაციო სასამართლოს უცვლელად არ უნდა დაეტოვებინა სააპელაციო სასამართლოს განჩინებები და განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნულში გამოიხატება მოსამართლეთა დანაშაულებრივი ქმედებები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას, თუ ამ საქმეზე დადგენილია მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება. ამასთან, სსსკ-ის 423.2 მუხლი ადგენს ახლად ამღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დასაშვებობის პირბოებს, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, განცხადება ამავე კოდექსის 423.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დასაშვებია, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. კონკრეტულ შემთხვევაში, თავად განმცხადებელიც ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არ არსებობს და ითხოვს საქმის წარმოების განახლების საფუძვლად საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელოს თ. მ-ძის მიმართ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის განაჩენითა და საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 21 ივნისის განჩინებით, რომლითაც განხილულ იქნა სისხლის სამართლის საქმე თ. მ-ძის ბრალდების გამო, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 თებერვლის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 360.2 მუხლით, კერძოდ, მოცემული საქმე ეხებოდა იმ ფაქტს, რომ თ. მ-ძე არ დაემორჩილა აღმასრულებლის მოთხოვნას ბინის ნებაყოფლობით გამოთავისუფლების შესახებ და თვითნებურად შეიჭრა ბინაში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადებლის მიერ მითითებული განაჩენი არ წარმოადგენს მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმის წარმოების განახლების შესახებ სსსკ-ის 423.2 მუხლით გათვალისწინებულ განცხადების დასაშვებად ცნობის საფუძველს, რადგან არ წარმოადგენს მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედების დადასტურების შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, რა საფუძვლითაც ითხოვს განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადებებში ჩამოყალიბებული საქმის წარმოების განახლების მოტივები არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-423-ე მუხლებში რეგლამენტირებულ განჩინების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებების ფარგლებს, რამდენადაც მითითებული ნორმები ამომწურავად განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომელიც შესაძლებელია საქმის წარმოების განახლებას დაედოს საფუძვლად, რაც სრულ შეუსაბამობაშია განცხადებაში მითითებულ საფუძვლებთან.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. გ-ძის განცხადებები არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას, განცხადება დაუსაბუთებელია და არ უზრუნველყოფს განცხადების დასაშვებად ცნობის კრიტერიუმს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1, 422-427-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველად იქნეს დატოვებული გ. გ-ძის განცხადებები დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.