Facebook Twitter

ბს-203-197 (გ-08) 24 ივნისი 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა განსჯადობის შესახებ დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.

სასამართლომ გამოარკვია:

ზ. ჯ-ძემ 2008 წლის მარტში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, მესამე პირი ზ. თ-შვილის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის 12 მარტის ¹241 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 21 დეკემბრის ¹7971 ბრძანებისა და 2008 წლის 18 თებერვლის ¹305 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ივლისის განჩინებით ზ. ჯ-ძის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების_საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ, მესამე პირის ზ. თ-შვილის მონაწილეობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის 12 მარტის ¹241 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 21 დეკემბრის ¹7971 ბრძანებისა და 2008 წლის 18 თებერვლის ¹305 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს_ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 28 ივნისს განმეორებით ჩატარდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,…”-ის წევრთა საერთო კრება, რომელზეც ამხანაგობის თავმჯდომარეს ზ. თ-შვილს შეუწყდა ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილება და მის ნაცვლად ამხანაგობის ახალ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ზ. ჯ-ძე. აღნიშნული კრების ოქმის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით ცვლილება შევიდა ამხანაგობა ,,...” სარეგისტრაციო მონაცემებში და ზ. თ-შვილის ნაცვლად ამხანაგობის თავმჯდომარედ დაინიშნა ზ. ჯ-ძე. ამის შემდეგ, ზ. თ-შვილმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა იმავე სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ბრძანების ბათილად ცნობა ამხანაგობა ,,…” სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 18 თებერვლის ¹305 ბრძანებით ზ. თ-შვილის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 29 ნოემბრის ბრძანება ამხანაგობა ,,...” სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის შესახებ და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას დაევალა წარდგენილი დოკუმენტების არსებითი შესწავლისა და შეფასების შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება ამხანაგობა ,,...”-ის რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 18 თებერვლის ¹305 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ზ. ჯ-ძემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 მარტის ¹241 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ზ. ჯ-ძის ადმინისტრაციული საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული ბრძანება.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები კონკრეტულად განსაზღვრავენ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიებს, კერძოდ, ადგენენ, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს, ანუ, რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილზე და მიიჩნია, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული ნორმატიული ელემენტი_დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ბრძანება ამხანაგობა ,,...” სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ და არც შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 18 თებერვლის ¹305 ბრძანება არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს, ისინი არ გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 29 ნოემბრის ბრძანება ამხანაგობა ,,...” სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ აწესრიგებს კერძოO სამართლის სუბიექტის_ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის რეგისტრაციის საკითხებს კერძოO სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე.Aამხანაგობის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას საფუძვლად დაედო ამხანაგობის წევრთა საერთო კრების სხდომის ოქმი ამხანაგობის წევრთა დებულებისა და ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

სასამართლომ ჩათვალა, რომ ფორმალური თვალსაზრისით გასაჩივრებული აქტები მართალია გამოცემულია ადმინისტრაციული აქტების (ბრძანების) ფორმით, მაგრამ შინაარსობრივად დავის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რამდენად კანონიერად ჩატარდა ამხანაგობა ,,...” წევრთა საერთო კრება, რამდენად კანონიერად მოხდა ამხანაგობის ახალი თავმჯდომარის არჩევა და რამდენად კანონიერად შევიდა ცვლილება ამხანაგობის სარეგისტრაციო მონაცემებში; აღნიშნული საკითხების შესწავლა კი უნდა მოხდეს არა ადმინისტრაციული კანონმდებლობის, არამედ მატერიალური სამოქალაქო კანონმდებლობის, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამხანაგობის დებულების საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით ზ. ჯ-ძის სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,...” სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებას საფუძვლად დაედო ამხანაგობის წევრთა საერთო კრების ოქმი, არ წარმოადგენს დავის სამოქალაქო წესით განხილვის საფუძველს, ვინაიდან, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებულია არა ამხანაგობის კრების მოწვევის შესაბამისობა სამოქალაქო კანონმდებლობასთან, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისობა ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომGგარდა ამისა, ინდივიდუალურ მენაშენეთა ,,...” არ წარმოადგენს იურიდიულ პირს და თბილისის საგადასახადო ინსპექციაში მისი რეგისტრაციის სავალდებულობა განპირობებულია მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსით, როგორც გადასახადის გადამხდელის.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით,Mმოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის უფლების დაცვის სამართლებრივ ინტერესს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის რეგისტრაციაში შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის ¹233 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციასთან.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ზ. ჯ-ძის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ზ. ჯ-ძემ სარჩელით მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 18 თებერვლის ¹305 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის 12 მარტის ¹241 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 21 დეკემბრის ¹7971 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹13640/006-204959633 ბრძანების ძალაში დატოვება.

ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹13640/006-204959633 ბრძანებით განხორციელდა ცვლილება ამხანაგობა “...” რეგისტრაციის მონაცემებში, კერძოდ, შეიცვალა ამხანაგობა “...” თავმჯდომარე, ზ. თ-შვილის ნაცვლად დაინიშნა ზ. ჯ-ძე. მოცემული ბრძანების საფუძველს წარმოადგენს ამხანაგობა “...” 2007 წლის 28 ივნისის კრების ოქმი (ს.ფ. 40).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 21 დეკემბრის ¹7971 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა “...” თავმჯდომარის ზ. თ-შვილის ადმინისტრაციულ საჩივარზე (ს.ფ. ტ.1, 37-38).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 18 თებერვლის ¹305 ბრძანებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა “...” ზ. თ-შვილის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 29 ნოემბრის ¹13640/006-204959633 ბრძანება ამხანაგობა “...” რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების შეტანის შესახებ; ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას დაევალა ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, მხარეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტების არსებითი შესწავლისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობის ზუსტი დაცვით, მიეღო გადაწყვეტილება ამხანაგობა “...” რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების შესახებ. საჩივრის განხილვისას გამოვლინდა რომ გარკვეული შეუსაბამობები შეინიშნება ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა “...” საბურთალოს რაიაღმასკომის მიერ გაწევრიანებულ ამხანაგობის წევრთა დამფუძნებელ წევრთა თავმჯდომარის, მისი მოადგილის და გამგეობის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას და თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე 2007 წლის 28 ივნისს ჩატარებულ სხდომაზე დამსწრე და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე პირთა შესახებ შედგენილი სიების მონაცემებში. ამასთან საერთო კრების მოწვევისა და ამხანაგობის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა დაცული ამხანაგობის მოქმედი დებულების (20.11.2003) მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული დათქმები, რის გამოც დამატებით უნდა იქნეს შესწავლილი საერთო კრების გადაწყვეტილებაუნარიანობის და შესაბამისად რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების შეტანის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის 12 მარტის ¹241 ბრძანებით ზ. ჯ-ძის 2008 წლის 19 თებერვლის ¹304-6 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე “ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “...”-ის თავმჯდომარის ზ. თ-შვილის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2008 წლის 18 თებერვლის ¹305 ბრძანება; ძალადაკარგულად გამოცხადდა “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 18 თებერვლის ¹305 ბრძანების მოქმედების შეჩერებისა და ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 თებერვლის ¹205 ბრძანების მეორე პუნქტი; ძალადაკარგულად გამოცხადდა “ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “...”-ის თავმჯდომარის ზ. თ-შვილის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2007 წლის 21 დეკემბრის @¹7971 ბრძანების მეორე პუნქტი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “...” წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას.

საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემული საქმის განხილვაში უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე_2 მუხლის მე_3 ნაწილში აღნიშნულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე_2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ეს ნორმა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი საქმეების განსაზღვრის მთავარ კრიტერიუმად მიიჩნევს დავის საგანს, რომელიც წარმოშობილია საჯარო ადმინისტრაციული სამართალურთიერთობიდან.

საკასაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორედ მიუთითა, რომ ფორმალური თვალსაზრისით გასაჩივრებული აქტები მართალია გამოცემულია ადმინისტრაციული აქტების (ბრძანების) ფორმით, მაგრამ შინაარსობრივად დავის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რამდენად კანონიერად ჩატარდა ამხანაგობა ,,...” წევრთა საერთო კრება, რამდენად კანონიერად მოხდა ამხანაგობის ახალი თავმჯდომარის არჩევა და რამდენად კანონიერად შევიდა ცვლილება ამხანაგობის სარეგისტრაციო მონაცემებში; აღნიშნული საკითხების შესწავლა კი უნდა მოხდეს არა ადმინისტრაციული კანონმდებლობის, არამედ მატერიალური სამოქალაქო კანონმდებლობის_ ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამხანაგობის დებულების საფუძველზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 18 თებერვლის ¹305 ბრძანებას საფუძვლად დაედო არა ადმინისტრაციული, არამედ კერძო სამართლებრივი ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” კანონის და ამხანაგობის დებულების დარღვევა, ასევე ამხანაგობის საერთო კრების გადაწყვეტილებაუნარიანობის შეწყვეტის აუცილებლობა, ამიტომ ზ. ჯ-ძის სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ბრძანებებს არ გააჩნია დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის განმსაზღვრელი მეორე ელემენტი: სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული /საჯარო/ სამართლის კანონმდებლობიდან; შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს არა საჯარო, არამედ, კერძო სამართლის კანონმდებლობიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზე არ არის დავა, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ექვემდებარება განხილვას.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით და მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ჯ-ძის სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, მესამე პირი ზ. თ-შვილის მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის 12 მარტის ¹241 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 21 დეკემბრის ¹7971 ბრძანებისა და 2008 წლის 18 თებერვლის ¹305 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.