Facebook Twitter
¹ბს-539-510 (გ-09) 15 ივლისი, 2009 წ

¹ბს-539-510 (გ-09) 15 ივლისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა განსჯადობის შესახებ დავა გორის რაიონული სასამართლოსა და მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.

სასამართლომ გამოარკვია:

ნ. გ-ოვმა 2009 წლის თებერვალში სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ და მოითხოვა დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 26 იანვრის ¹10/601 გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 ოქტომბრის ¹2391 ბრძანების, ¹006796 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 20 ივნისის ¹74-ე საბაჟო შეტყობინების ბათილად ცნობა.

Gგორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განჩინებით ნ. გ-ოვის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

ნ. გ-ოვმა 2005 წლის 2 ივნისს გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი საკონტროლო გამშვებ პუნქტ «ყაზბეგის» მხრიდან, სადაც გამოიწერა შსტ ფორმა, რაც დღემდე არ არის მოხსნილი კონტროლიდან; გასაჩივრებული აქტის თანახმად, კი ნ. გ-ოვს საქონლის საქართველოში შემოტანიდან 2 დღის ვადაში უნდა წარედგინა საბაჟო დეკლარაცია. Aამ ფაქტზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ_სამართლებრივი აქტები მიღებულ იქნა გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ.

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი; ასევე იმავე კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით.

გორის რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა მოცემული დავის განხილვას გორის რაიონული სასამართლოს მიერ და განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ივლისის ბრძანებით (რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა 2008 წლის 26 თებერვლის ¹199 ბრძანება) განისაზღვრა გორის საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორია, რომლის თანახმადაც ამ ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიაში შევიდა ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთის მუნიციპალიტეტებიც; გორის საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორია ანალოგიურად იყო განსაზღვრული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს ¹550-ე და 2008 წლის 8 მაისის ¹419 ბრძანებებითაც.

გორის რაიონული სასამართლოს მითითებით, მართალია, გორის საგადასახადო ინსპექციის იურიდიული მისამართი ქალაქი გორია, მაგრამ თვით დარღვევის ფაქტი განხორციელდა არა გორის, არამედ ყაზბეგის ტერიტორიაზე, რაზეც სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორია ასევე განისაზღვრება ყაზბეგის მუნიციპალიტეტითაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გორის რაიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემული დავა მცხეთის რაიონული სასამართლოს განსჯადია, რომლის სამოქმედო ტერიტორიაც განისაზღვრება აგრეთვე ყაზბეგის მუნიციპალიტეტითაც; საქმე კი არ განეკუთვნება მაგისტრატი სასამართლოს განსჯადობას.

გორის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ზემოთმითითებულიდან გამომდინარე, გორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. გ-ოვის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 მარტის განჩინებით ნ. გ-ოვის სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს მიმართ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს 2009 წლის 26 იანვრის ¹10/601 წერილის; შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 ოქტომბრის ¹2391 ბრძანების; გორის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 20 ივნისის ¹74 საბაჟო შეტყობინების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ¹006796 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ნ. გ-ოვს სარჩელი აღძრული აქვს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. ¹16.

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს გასაჩივრებული აქვს გორის რეგიონალური ცენტრის მიერ მიღებული ადმინისტრაციულლ-სამართლებრივი აქტები: 2008 წლის 20 ივნისის ¹74 საბაჟო შეტყობინება და აღნიშნული ადმინისტრაციულ_სამართლებრივი აქტების საფუძველი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ¹006796 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი წარმოადგენს შუალედურ აქტს და იგი თავისთავად არ იწვევს უშუალო სამართლებრივ შედეგს და ამდენად, ვერ იქნება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ_სამართლებრივ აქტებად მიჩნეული.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გამოიყენა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისას მოქმედი საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მეორე და მერვე ნაწილები.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საბაჟო დავის დაწყების საფუძველია «საბაჟო შეტყობინება» და არა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის საქმის ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადაჭრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს ადგილმდებარეობას. მოცემულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ_სამართლებრივ აქტი_ 2008 წლის 20 ივნისის ¹74 საბაჟო შეტყობინება გამოცემულია გორის რეგიონალური ცენტრის მიერ, რომლის მისამართია ქ. გორი. სამეფოს ქ. ¹50.

მოსარჩელის მიერ ასევე გასაჩივრებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს 2009 წლის 26 იანვრის ¹10/601 წერილი და შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 ოქტომბრის ¹2391 ბრძანება; აღნიშნული ადმინისტრაციულ_სამართლებრივი აქტები გამოცემულია გორის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 20 ივნისის ¹74 შეტყობინების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებით ნ. გ-ოვის საჩივარზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. გ-ოვის სასარჩელო განცხადება განსახილველად ექვემდებარება გორის რაიონულ სასამართლოს. სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის I ნაწილი, ასევე III ნაწილი და მიუთითა, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო, რის გამოც განსჯადობის დავის გადასაწყვეტად საქმე გადაუგზავნეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ნ. გ-ოვის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ დავაში მოპასუხეს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, ხოლო დავის საგანს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის ¹006796 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.24), გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, 2008 წლის 20 ივნისის ¹74 საბაჟო შეტყობინება (ს.ფ.22), შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 ოქტომბრის ¹2391 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2009 წლის 26 იანვრის ¹10/601 ადმინისტრაციული აქტი (ს.ფ. 16).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. ამ კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მცხეთის რაიონული სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საბაჟო დავის დაწყების საფუძველია საბაჟო შეტყობინება, სწორედ ამიტომ საქმის ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადაჭრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს ადგილმდებარეობას. მოცემულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2008 წლის 20 ივნისის ¹74 საბაჟო შეტყობინება გამოცემულია გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცის) მიერ, რომლის მისამართია ქ.გორი სამეფოს ქ.¹50.

მოსარჩელის მიერ ასევე გასაჩივრებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს 2009 წლის 26 იანვრის ¹10/601 წერილი და შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 ოქტომბრის ¹2391 ბრძანება; აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია გორის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 20 ივნისის ¹74 შეტყობინების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებით ნ. გ-ოვის საჩივარზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სარჩელი განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის გათვალისწინებით დაÀÜსაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით და მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ოვის სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 26 იანვრის ¹10/601 გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 ოქტომბრის ¹2391 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო სამართალდარღვევის 2008 წლის 31 მაისის ოქმი ¹006796-ის, გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 20 ივნისის ¹74-ე საბაჟო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად გორის რაიონულ სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.