ბს-864-831(გ-08) 15 იანვარი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. ბ-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
08.10.07წ. ზ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოსбиადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სხვა სტქრუქტურულ ერთეულებისлисиთანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების შესახებ” თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 13.03.07წ. ¹10/02-01 ბრძანების შესაბამისად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონისс 23-24 მუხლების მიხედვით, გამოცხადდა კონკურსი ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობების დასაკავებლად, მათ შორის, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის 3 საშტატო ერთეულზე. მოსარჩელემ მიიღო მონაწილეობა კონკურსში,саწარადგინა საკონკურსო დოკუმენტაცია. ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დამხმარე პერსონალთა შრომითი ურთიერთობების შეწყვეტისა და კონკურსით გამოცხადებულ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ” თსუ ადმინისტრაციისьხელმძღვანელის 10.08.07წ. ¹234/02-03 დამტკიცებული ¹2 დანართით ზ. ბ-ს უარი ეთქვა საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დაკავებაზე, მიუხედავად იმისა, რომ 1 შტატი დარჩა ვაკანტური. მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნული ბრძანება უკანონოა, სადავო ბრძანება ეწინააღმდეგება ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 18.1 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის და 24.1 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რადგან იგი არ არის გამოცემული თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული «დამხმარე პერსონალისьთანამდებობების დაკავების წესის» საფუძველზე. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად: კონკურსს ატარებდა საკონკურსო კომისია, რომლის ფუნქცია კონკურსანტის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის შეფასება და დასკვნის წარმოდგენა იყო. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ პირველი ეტაპი საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებით გაიარა და მიიღო დადებითი შეფასება. საკონკურსო კომისიის დასკვნით, ზ. ბ-მა ვერ გადალახა მე-2 ეტაპი, თუმცა წარუმატებლობის მიზეზი მისთვის არ უცნობებიათ. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე კომისიის მუშაობაში ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდა ეკონომიკისა და ბიზნეს ფაკულტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი, რომლის დასკვნის თანამად, მის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას გასცა მაღალპროფესიული, ამომწურავი პასუხები და თავისი ცოდნით შეესაბამება მთავარი სპეციალისტის თანამდებობას. მოსარჩელის განცხადებით, საკონკურსო კომისიის წევრთაგან არც ერთი არ იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო оაქტის გამოცემის პროცესში უზრუნველყოფილი არ ყოფილა მისი მონაწილეობა და მის მიერ აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. აქტი გამოცემულია ზაკ-ის მე-12, მე-13, 75-ე, 86-ე, 95.2, 98-ე და 99-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. აქტის გამოცემისას დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული აზრის გამოხატვის თავისუფლება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ზაკ-ის 92.2 მუხლის «ა» ქვეპუნქტის დარღვევით სადავო აქტის გამომცემი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იმავდროულად იყო საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეც. სადავო ადმინისტრაციული აქტი არ შეიცავს თანამდებობაზე ზ. ბ-ის დანიშვნის შესახებ უარის წერილობით დასაბუთებას. მოსარჩელემс,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესების დამტკიცების შესახებ” 18.04.07წ. ¹26/02-01 ბრძანებისა და მისი ¹1 დანართის არარად აღიარება, ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპატამენტის დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტისა და კონკურსით გამოცხადებულ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ” თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 10.08.07წ. ¹234/02-03 ბრძანების, მისი ¹1 და ¹3 დანართების ზ. ბ-ის მიმართ ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ზ. ბ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ აქტის გამოცემისасდავალდებულება და ზ. ბ-ის მიყენებული ზიანის, მიუღებელი ხელფასის, ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაмаკოლეგიის 25.10.07წ. განჩინებით ზ. ბ-ის სარჩელზე, 18.04.07წ. ¹26/02-01 ბრძანების არარად აღიარებისა და 10.08.07წ. ¹234/02-03 ბრძანების კონკურსით გამოცხადებულ თანამდებობაზე დანიშვნის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე წარმოება შეწყდა დაუშვებლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ასკ-ის 25-ე მუხლით განსაზღვრული დასაშვებობის წინაპირობა ზ. ბ-ის აღიარებითი სარჩელის დასაშვებად ცნობისათვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუშვებელი იყო ზ. ბ-ის სარჩელი კონკურსით გამოცხადებულ თანამდებობაზე დანიშვნის ნაწილში სსიპ «ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის» ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 10.08.07წ. ¹234/02-03 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, ვინაიდან ეს აქტიмპირდაპირ, უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებდა მოსარჩელის უფლებასა და კანონიერ ინტერესს.а25.10.07წ. განჩინებით ზ. ბ-ის სარჩელი ზ. ბ-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნაწილში 10.08.07წ. ¹234/02-03 ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში მიღებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოეგიის 21.11.07წ. განჩინებით ზ. ბ-ის სარჩელი თსუ ადმინიტსრაციის ხელმძღვანელის 10.08.07წ. ¹234/02-03 ბრძანების შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნაწილში ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 24.1 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს განსაზღვრავს ადმინიტსრაციის ხელმძღვანელი. შესაბამისად, დამხმარე პერსონალთან მიმართებაში ადმინიტსრაციის ხელმძღვანელს მიენიჭა სამსახურში მიღების წესის განსაზღვრის უფლებამოსილება,рხოლო ადმინისტრაციული კანონმდებლობა კონკურსის ჩატარებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელსылარ ავალებდა. სადავო ბრძანება გამოცემული იყო შრომის კანონმდებლობის საფუძველზე, ბრძანებაში განთავისუფლებისоსაფუძვლად მითითებული იყოсშრომის კოდექსის 37.1 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი და 38.3 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების მოშლის გამო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. დავა გამომდინარეობდა შრომის კანონმდებლობიდან. დამხმარე პერსონალის კონკურსის წესით სამსახურში მიღების ანუ შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ აღძრული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად საქმეს წარმოადგენდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.06.08წ. განჩინებით საქმე განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ სადავო კონკურსი დაინიშნა და ჩატარდა ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის შესაბამისად. აღიშნული კანონის 23.4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თუმცა თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში დამსაქმებელი შეზღუდულია სწორედ ამ კონკურსი შედეგებით. კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომის კოდექსის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენდა მხოლოდ ჩატარებული კონკურსის ფორმალურ შედეგს, რაც არ ცვლიდა მოცემული დავის საგნის არსს. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკურსის ჩატარების წესს და პირობებს არეგულირებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონი, რომელიც საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს და ადმინისტრაციულ კანონმდებლობას განეკუთვნება. გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე სწორედ კონკურსის ნაკლოვანებებს უთითებს. ბრძანების გასაჩივრებით მოსარჩელე სადავოდ ხდის უმაღლესი სასწავლებლის მიერ ორგანიზებულ კონკურსს, რომლის შედეგები ფორმალურად დამტკიცდა გასაჩივრებული ბრძანებით. სამოქალაქო კოლეგიამ მიიჩნია, რომ კონკურსის შედეგად სამსახურიდან დათხოვნის კანონიერების გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა კონკურსის ჩატარების კანონიერებაზეც, რაც განსახილველ დავას ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას მიაკუთვნებდა, ვინაიდან კონკურსი ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად ტარდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ზ. ბ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განისაზღვრება იმ კატეგორიის საქმეთა ჩამონათვალი, რომელთა განხილვა და გადაწყვეტა უნდა მოხდეს აღნიშნული კოდექსით დადგენილი საპროცესო წესებით. ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე დავები.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 10.08.07წ. ¹234/02-03 ბრძანების შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნაწილში ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 10.08.07წ. ¹234/02-03 ბრძანებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურის ფორმირებასთან დაკავშირებით შეუწყდათ შრომითი ურთიერთობა დანართი ¹1-ით განსაზღვრულ პირებს 2007 წლის 10 აგვისტოდან, კონკურსის შედეგების საფუძველზე დაინიშნენ საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანართი ¹2-ით განსაზღვრული პირები 2007 წლის 10 აგვისტოდან.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 10.08.07წ. ¹234/02-03 ბრძანების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მე-6 მუხლის პირველი ნაწილი, 31-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამდენად დავა გამომდინარეობს შრომის კანონმდებლობიდან. რაც შეეხება ბრძანებაში მითითებულ «უმაღლესი განათლების შესახებ» კანონის მუხლებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები. მითითებული კანონი განსაზღვრავს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ვაკანსიის დაკავების ერთიან წესებს. მოცემული კანონი აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების აუცილებელ წინაპირობად ასახელებს ღია კონკურსს, რაც შეეხება დამხმარე პერსონალს, ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მისი სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს ადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამდენად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დამხმარე პერსონალთან მიმართებაში მინიჭებული აქვს სამსახურში მიღებისა და სამსახურიდან გათავისუფლების უფლებამოსილება, ამ უფლებამოსილებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შრომის კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს. კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით იგი უფლებამოსილია შექმნას პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული კომისია, რომლის მიზანია, დადგინდეს კონკურსანტის შესაბამისობა აღნიშნული ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებთან. საკონკურსო კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება, როგორც შიდაორგანიზაციული აქტი, გამოიცემა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალების საფუძველზე და წარმოადგენს სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს, რომელიც მას ეხმარება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებას იღებს დისკრეციის ფარგლებში, იგი მოქმედებს «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» კანონისა და შრომის კანონმდებლობის საფუძველზე. «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» კანონი არ ადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ვაკანსიის კონკურსის წესით დაკავების ვალდებულებას. თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ კონკურსის დანიშვნა და კონკურსანტების შერჩევა არ განხორციელებულა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 5.3 მუხლის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ქმნიან საქართველოს კანონმდებლობას. შესაბამისად, ადმინისტრაციული კანონმდებლობა მოიცავს ადმინისტრაციული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. «უმაღლესი განათლების შესახებ» კანონით და სხვა ადმინისტრაციული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით არ არის დაწესებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების საკონკურსო წესი, ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ აწესრიგებს თსუ-ს დამხმარე პერსონალის კონკურსის წესით დანიშვნის პროცედურას. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აქტი არის კერძო სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული შიდაორგანიზაციული ხასიათის აქტი, რომლის კანონიერებაც უნდა შემოწმდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. კონკურსის გამოცხადება თავისთავად არ ადასტურებს საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას, კონკურსის, როგორც არსებული ვარიანტებიდან ოპტიმალური ვარიანტის შერჩევის შესაძლებლობის, ჩატარებას ითვალისწინებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სამართლის კანონმდებლობა, საკონკურსო სამართალურთიერობა შესაძლოა აღმოცენდეს როგორც საჯარო, ასევე კერძო სამართლის სფეროში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელესა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შორის წარმოქმნილი ურთიერთობა არის სამოქალაქო-სამართლებრივი, კერძოდ, შრომის კანონმდებლობის საფუძველზე წარმოშობილი დავა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 10.08.07წ. ¹234/02-03 ბრძანება წარმოადგენს კერძო სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ, სამუშაოდან განთავისუფლებისა და სამსახურში მიღების შესახებ სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერებაც უნდა შემოწმდეს სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში და გამოყენებულ იქნეს სწორედ კერძო სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო აქტი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული საქმე წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას და მისი საფუძვლიანობა განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საქროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ბ-ის სარჩელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.