საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1002-975 (კ-10) 11 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. ჩ-ძის, მ., ნ., ვ. და ქ. ს-ძეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, აჭარის სააღსრულებო ბიუროს, მესამე პირების – გ. ი-ძის, გ. ს-იანის, ი. გ-ძისა და გ. დ-შვილის მიმართ.
2009 წლის 24 ივნისს ნ. ჩ-ძემ, მ., ნ. და ვ. ს-ძეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, აჭარის სააღსრულებო ბიუროს, მესამე პირების – გ. ი-ძის, გ. ს-იანის, ი. გ-ძისა და გ. დ-შვილის მიმართ. მოსარჩელეებმა აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 12 ივნისის ¹02/02-07-09-113 განკარგულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება და მოპასუხისათვის აღნიშნული უძრავი ქონების ნ. ჩ-ძის, მ., ნ., ვ. და ქ. ს-ძეების სახელზე თანასაკუთრების უფლებით რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ს-ძე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ძის, მ. ს-ძის, ნ. ს-ძისა და ვ. ს-ძის სარჩელი აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 12 ივნისის განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმე ნ. ჩ-ძის, მ. ს-ძის, ნ. ს-ძისა და ვ. ს-ძის სარჩელისა გამო, საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქმედების დავალდებულების ნაწილში ცნობილ იქნა დაუშვებლად და აღნიშნულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ჩ-ძემ, მ. ს-ძემ, ნ. ს-ძემ, ვ. ს-ძემ და ქ. ს-ძემ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 12 ივნისის ¹02/02-07-09-113 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განჩინებით ნ. ჩ-ძის, მ. ს-ძის, ნ. ს-ძის, ვ. ს-ძისა და ქ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ჩ-ძემ, მ. ს-ძემ, ნ. ს-ძემ, ვ. ს-ძემ და ქ. ს-ძემ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 27 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ ნ. ჩ-ძის, მ. ს-ძის, ნ. ს-ძისა და ვ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა 396-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა ნ. ჩ-ძის, მ. ს-ძის, ნ. ს-ძისა და ვ. ს-ძის მიერ ჟ. ლ-ძის სახელზე გაცემული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-98-ე მუხლების შესაბამისად გაფორმებული, სასამართლო განჩინების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი რწმუნებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 27 ივლისის განჩინებით ასევე მიიჩნია, რომ ნ. ჩ-ძის, მ. ს-ძის, ნ. ს-ძის, ვ. ს-ძისა და ქ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები მიიჩნია ხარვეზად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განჩინებით ნ. ჩ-ძეს, მ. ს-ძეს, ნ. ს-ძესა და ვ. ს-ძეს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ კონკრეტული წარმომადგენლის სახელზე გაცემული სასამართლო განჩინების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობა. ამავე განჩინებით ნ. ჩ-ძეს, მ. ს-ძეს, ნ. ს-ძეს, ვ. ს-ძესა და ქ. ს-ძეს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების – 5%-ის, მაგრამ არანაკლებ – 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2010 წლის 9 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ფოსტის მეშვეობით, განცხადებით მომართეს ნ. ჩ-ძემ, მ. ს-ძემ, ნ. ს-ძემ, ვ. ს-ძემ და ქ. ს-ძემ. კასატორებმა ნაწილობრივ შეავსეს ხარვეზი, კერძოდ, წარმოადგინეს ნ. ჩ-ძისა და ნ. ს-ძის მიერ ჟ. ლ-ძის სახელზე გაცემული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-98-ე მუხლების შესაბამისად გაფორმებული, სასამართლო განჩინების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი რწმუნებულება, ხარვეზის სრულად შევსებისათვის კი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. კასატორებს ნ. ჩ-ძეს, მ. ს-ძეს, ნ. ს-ძეს, ვ. ს-ძესა და ქ. ს-ძეს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების – 5%-ის, მაგრამ არანაკლებ – 300 ლარის გადახდის ქვითარი და მ. ს-ძისა და ვ. ს-ძის მიერ კონკრეტული წარმომადგენლის სახელზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-98-ე მუხლების შესაბამისად გაფორმებული, სასამართლო განჩინების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი რწმუნებულება. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 6 სექტემბრის განჩინების შემცველი გზავნილი ნ. ჩ-ძეს, მ. ს-ძეს, ნ. ს-ძეს, ვ. ს-ძესა და ქ. ს-ძეს 2010 წლის 13 სექტემბერს ჩაბარდათ. შესაბამისად, კასატორებს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა 2010 წლის 18 სექტემბერს ამოეწურათ, ხოლო ვინაიდან, აღნიშნული დღე იყო უქმე დღე შაბათი, კასატორებს ხარვეზის შევსების ვადა მომდევნო პირველი სამუშაო დღის 2010 წლის 20 სექტემბრის (ორშაბათი) ჩათვლით ჰქონდათ. ნ. ჩ-ძემ, მ. ს-ძემ, ნ. ს-ძემ, ვ. ს-ძემა და ქ. ს-ძემ მათთვის მიცემულ ვადაში არ შეავსეს 2010 წლის 27 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მათ არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით და 401-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ნ. ჩ-ძის, მ. ს-ძის, ნ. ს-ძის, ვ. ს-ძისა და ქ. ს-ძის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.