ბს-1026-999(კ-10) 28 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა კასატორ ზ. ბ-ძის წარმომადგენლის _ ნ. ბ-შვილის, ასევე მოწინააღმდეგე მხარეების _ გ. ბ-ძის წარმომადგენლის _ ნ. ღ-შვილისა და ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის – ხ. გ-ძის შუამდგომლობა მათ მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 4 სექტემბერს ზ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის, ს. და გ. ბ-ძეების მიმართ და მოითხოვა 2007 წლის 26 ნოემბერს გ. ბაძგარაძის სახელზე განხორციელებული ჩანაწერის, 2009 წლის 14 აპრილს ს. ბ-ძის სახელზე განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა და 2009 წლის 3 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს ჭიათურის არქივის 2009 წლის 12 აგვისტოს ¹31/ბ ცნობის თანახმად, ა. ბ-ძის ოჯახი 1980-1982 წლებში შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან – ა. ბ-ძე (ოჯახის უფროსი), მ. ბ-ძე (ცოლი), ზ. ბ-ძე (შვილი). M. ბ-ძე გარდაიცვალა 1981 წელს, ზ. გამოიყო ცაკლე კომლად. 1993-1995 წლების საკომლო წიგნის თანახმად, ბ-ძეების ოჯახი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან _ ა. ბ-ძე, რომლის ქონებას შეადგენდა საცხოვრებელი სახლი და 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 1987 წელს, ხოლო გარდაცვალებამდე – 1983 წელს შეადგინა ანდერძი შვილის – გ. ბ-ძის სახელზე, რომელმაც 1987 წლის 1 დეკემბერს აიღო სამკვიდრო მოწმობა, რომელიც ვერ იქნა მოძიებული მოსარჩელის მიერ. ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 აგვისტოს ცნობის თანახმად, გ. ბ-ძეზე სოფელ ... საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო უძრავი ქონება – 1250 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის ნაწილით, რომლის საერთო ფართი შეადგენდა 151,8 კვ.მ-ს. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებული იყო ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა და სასამართლოს 1991 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ¹2/160. აღნიშნული უძრავი ქონება 2009 წლის 3 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია ს. ბ-ძის სახელზე.
მოსარჩელის მითითებით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გ. ბ-ძის საკუთრებაში რიცხული 1250 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არ წარმოადგეს სამოსახლო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს. ა. ბ-ძის ოჯახს, როგორც კომლს, საარქივო მასალების მიხედვით, ეწერა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი და 120 კვ.მ საერთო სარგებლობის ფართის საცხოვრებელი სახლი. გ. ბ-ძეს ასევე საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელის მითითებით, 1991 წლის 17 დეკემბრის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გ. ბ-ძეს უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აქვს დარეგისტრირებული 2007 წლის 26 ნოემბერს.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 369-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების ვადა განსაზღვრული იყო სამი წელი, ხოლო ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით საერთო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 10 წელს. «საჯარო რეესტრის შესახებ» კანონის 26-ე მუხლის «დ» პუნქტისა და «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» ინსტრუქციის 66-ე მუხლის «დ» პუნქტის თანახმად, რეესტრის ჩანაწერი უქმდება თუ ამოიწურა ვადით განსაზღვრული უფლების მოქმედების ვადა. შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით, რამდენადაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი _ სასამართლოს გადაწყვეტილების მოქმედების ვადა ამოიწურა 2007 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით, აღნიშნული გარემოება რეესტრის ჩანაწერის გაუქმების საფუძველია (იხ. ს.ფ. 2-13).
ზ. ბ-ძის სარჩელი არ ცნო მოპასუხე ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურმა შემდეგი მოტივით:
მოპასუხის მითითებით, გ. ბ-ძეს სოფელ ითხვისში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ჰქონდა ორი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი _ 1250 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული საცხოვრებელი სახლის ნაწილით საერთო ფართით 151,8 კვ.მ და 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
მოპასუხემ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ რეგისტრაციის მომენტისათვის გასული იყო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადა, რამდენადაც გარდა სასამართლოს გადაწყვეტილებისა, არსებობდა სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტები, რომლებიც «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» ინსტრუქციის მე-20 მუხლის თანახმად, საკმარისი იყო უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის, კერძოდ, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი და ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა (იხ. ს.ფ. 79-87).
მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 2007 წლის 26 ნოემბერს გ. ბ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით 1250 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე საცხოვრებელი სახლის ნაწილისა და 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული ჩანაწერების ბათილად ცნობა, ხოლო ს. ბ-ძის მიმართ მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელემ სსსკ-ის 831 მუხლის შესაბამისად, გამოიხმო სარჩელი (იხ. ს.ფ. 156-157).
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 26 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის ¹380703004 ჩანაწერით 1250 კვ.მ კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლის ნაწილი რეგისტრაციის ნომრით – 380703004 და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში მდებარე 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთი რეგისტრაციის ნომრით - 380703005 დარეგისტრირდა გ. ბ-ძის სახელზე. სარეგისტრაციო სამსახურმა უძრავი ქონების რეგისტრაციისას იხელძმღვანელა 1987 წლის 17 დეკემბერს გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობით, ჭიათურის რაიონული სასამართლოს 1991 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით და მიღება-ჩაბარების აქტით. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ. ბ-ძისა და მოპასუხე გ. ბ-ძის მამის – ა. ბ-ძის კომლი შედგებოდა სამი წევრისაგან – ა. ბ-ძე, ზ. ბ-ძე და მ. ბ-ძე. მ. ბ-ძე გარდაიცვალა 1981 წელს, ხოლო ა. ბ-ძე – 1987 წლის 30 აპრილს. ზ. ბ-ძე გამოყოფილი იყო ცალკე კომლად, ხოლო ა. ბ-ძე 1983-1995 წლების საკომლო წიგნების თანახმად, ირიცხებოდა ცალკე კომლად. 1981 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ძის კომლს, კომლის საერთო ქონებიდან გამოეყო 1/3 წილი, ხოლო ა. ბ-ძის კომლს საერთო ქონებიდან დარჩა 2/3 წილი. გ. ბ-ძემ 1987 წლის 1 დეკემბერს გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლებით მიიღო 1970 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლის 2/3 წილი, რომელიც ირიცხებოდა ა. ბ-ძის სახელზე. ჭიათურის სასამართლოს 1991 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობისა და 1981 წლის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ზ. ბ-ძესა და ზ. ჩ-ძეს ჩამოერთვათ მათ მიერ უკანონოდ დაკავებული ჭიათურის ზონის სოფელ .. მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/3 და გადაეცა კანონიერ მეპატრონეს _ გ. ბ-ძეს. გადაწყვეტილება ეხებოდა 1970 წელს აშენებულ საცხოვრებელ სახლსა და 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთს. 1992 წლის 20 მაისის აქტის თანახმად, მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შეიკრიბნენ ჭიათურის სასამართლოს აღმასრულებელი, სოფელ ... საბჭოს საკრებულოს დეპუტატი, ზ. ჩ-ძე და ზ. ბ-ძე, შემოწმდა საცხოვრებელი სახლი და ზ. ჩ-ძე და ზ. ბ-ძე დათანხმდნენ საცხოვრებელი სახლის გადაცემას. 1987 წლის აქტის თანახმად, მოხდა ა. ბ-ძისა და თ. ბ-ძის ნაკვეთების გაყოფა. მიწის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, გ. ბ-ძემ სოფელ ... პრივატიზაციით მიიღო მიწის რეფორმამდე მის მფლობელობაში არსებული 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» კანონის 1-ლი, მე-2 მუხლის «ბ» პუნქტით, 13.1, 20.5 მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 311-312-ე მუხლებით და განმარტა, რომ 1993 წლამდე საქართველოში არსებობდა საკოლმეურნეო კომლი, რომლის წევრები კომლის ქონების თანამესაკუთრეებს წარმოადგენდნენ. საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე კომლმა შეწყვიტა არსებობა და კომლის ქონება თანაბარ ნაწილში იმ პირთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს, რომლებიც ადრე კომლის წევრებს წარმოადგენდნენ, ამ ქონებაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო საკუთრების რეჟიმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული «უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის» მე-10 მუხლის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემებისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. ამავე ინსტრუქციის 10.3 მუხლის თანახმად, რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით სარეგისტრაციო სამსახურის მეთოდურ ხელმძღვანელობას აწარმოებს ეროვნული სააგენტო. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა უფლების დამადასტურებელი რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილება, მიღება-ჩაბარების აქტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ბ-ძის მიერ განცხადება წარდგენილი იყო ინსტრუქციის 58-ე მუხლით დადგენილი პირობებით, კერძოდ, მის განცხადებას ერთვოდა კანონით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად (იხ. ს.ფ. 191-193).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ძემ და მოითხოვა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
აპელანტის მითითებით, ჭიათურის რაიონული სასამართლოს 1981 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხე ზ. ბ-ძეს გამოეყო 46,2 კვ.მ საცხოვრებელი და 20,61 კვ.მ დამხმარე ფართი, ხოლო რა ფართი გამოეყო ა. ბ-ძეს დაკონკრეტებული არ არის. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა მხართა შორის ქონების გაყოფა არა იდეალური წილების, არამედ რეალური წილების მიხედვით, რის შედეგადაც ზ. ბ-ძეს გამოეყო 66,63 კვ.მ რეალური წილის სახით.
ამდენად, აპელანტმა არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ გ. ბ-ძემ ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე მიიღო 1970 წელს აშენებული სახლის 2/3 ნაწილი, ხოლო ზ. ბ-ძემ – 1/3.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 1991 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, გ. ბ-ძის ქონება შეადგენს საცხოვრებელი სახლის 2/3-ს, სახლი აგებულია 1970 წელს და 600 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, რაც დაფიქსირებულია საკომლო წიგნში.
აპელანტის მითითებით, ჭიათურის არქივის მიერ 2009 წლის 26 ოქტომბერს გაცემული მონაცემებით დასტურდება, რომ გ. ბ-ძე 1986-1995 წლებში გატარებულია ... მეპატრონეთა წიგნში. იგი არის ანდერძით დატოვებული ქონების მეპატრონე. შენიშვნაში ხაზი აქვს გადასმული აღნიშნულ პიროვნებას და მითითებულია, რომ გადასულია კომლად. ... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 25 თებერვლის სხდომაზე განიხილეს გ. ბ-ძის განცხადება აწ გარდაცვლილი ა. ბ-ძის მიერ მის კუთვნილებაში არსებული მოძრავი ქონების მეპატრონედ მისი შვილის აყვანის შესახებ. შესაბამისად, გ. ბ-ძეს, როგორც ანდერძისმიერ მემკვიდრეს უნდა მიეღო 2/3 წილი, ხოლო ზ. ბ-ძეს – 1/3 წილი, როგორც სავალდებულო წილის მქონე პირს. 1997 წლის 18 სექტემბრის ოქმში კი საუბარია საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და ეზოს გამიჯვნაზე და არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც გ. ბ-ძეს გადაეცა სადავო მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამდენად, აპელანტმა არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ გ. ბ-ძის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა მიღება-ჩაბარების აქტი.
აპელანტმა ასევე არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის დადგენილებით კომლმა შეწყვიტა არსებობა. აღნიშნული დადგენილებით რეგულირდება მიწის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული დადგენილების ნორმები.
აპელანტის მითითებით, გ. ბ-ძეს მარეგისტრირებელ ორგანოში არ წარუდგენია მიღება-ჩაბარების აქტი, რაც დასტურდება რეესტრის ამონაწერით, შესაბამისად, 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღრიცხვა გ. ბ-ძეზე განხორციელდა მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე (იხ. ს.ფ. 202-219).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინებით ზ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გ. ბ-ძეზე სადავო ქონების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების 1987 წლის სამკვიდრო მოწმობა და ჭიათურის სასამართლოს 1991 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება. გ. ბ-ძის საკუთრებად რეგისტრირებულია საცხოვრებელი სახლის ნაწილი, მიწის ნაკვეთები 2300 და 1250 კვ.მ. საქმეში წარმოდგენილი 1983 წლის 26 იანვრის ანდერძით დასტურდება, რომ ა. ბ-ძემ მთელი თავისი ქონება უანდერძა გ. ბაძგარაძეს. ჭიათურის რაიონული სასამართლოს 1991 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით უკანონოდ დაკავებუ-. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 1992 წლის 16 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააპელაციო სასამართლომ 1997 წლის 18 სექტემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹1 აქტით დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. ბ-ძეს მიწის რეფორმამდე გამოეყო 1380 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ეწ «...» 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ჭიათურის სასამართლოს 1991 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოცემის დროისათვის მოქმედებდა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი, რომლის 75-ე მუხლით გათვალისწინებული იყო მოთხოვნისა და აღსრულების ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლი აწესებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის 10-წლიან ვადას. სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის შესაბამისად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული ნორმები. საცხოვრებელი სახლის ნაწილის მოსარგებლე იყო გ. ბ-ძე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ჭიათურის სასამართლოს 1991 წლის 17 დკემბრის გადაწყვეტილების არ არსებობის პირობებშიც, ანდერძი და მის საფუძველზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა გახდებოდა საფუძველი გ. ბ-ძის სახელზე რეგისტრაციის განხორციელებისათვის.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე რეგისტრაციის უსწორობის შესახებ და მიიჩნია, რომ მიღება-ჩაბარების აქტის მიუთითებლობა არ წარმოადგენს საჯარო რეესტრის მიერ კანონის მოთხოვნათა იმგვარ დარღვევას, რომ გამოიწვიოს საკუთრების უფლების გაუქმება (იხ. ს.ფ. 331-340).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ზ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად (პროცესუალური კასაცია) (იხ. ს.ფ. 390-393).
საკასაციო სასამართლომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებს (ფიზიკურ პირებს) სსსკ-ის 218-ე მუხლის საფუძველზე შესთავაზა მორიგების მიღწევა, რაც გაზიარებულ იქნა და შედეგად მხარეებმა წარმოადგინეს წერილობითი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:
«სადავო უძრავი ქონება, მდებარე ჭიათურა, სოფელი ... 1250 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლის ნაწილი 151,8 კვ.მ 2007 წლის 26 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ¹3807703004 ჩანაწერით, საკადასტრო კოდი ¹38.15.08.756 საკუთრების უფლებით რეგისტირებულ იქნა გ. ბ-ძეზე, ხოლო 2009 წლის 13 აპრილის განცხადების რეგისტრაციით ¹882009104512 ზემოთ აღნიშნულ უძრავ ნივთზე, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ს. ბ-ძის (გ. ბ-ძის შვილის) საკუთრების უფლება, ასევე რეგისტრირებულია ¹2 საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 44,21 კვ.მ.
ზ. ბ-ძე თანახმაა გ. ბ-ეს და მის შვილს ს. ბ-ძეს გადაუხადოს 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი, მორიგების აქტის დამტკიცების დღიდან ერთი წლის განმავლობაში, იგი თანახმაა თანხა გადაიხადოს განაწილვადების გარეშე, ერთიანად. ბანკის მეშვეობით გ. ბ-ძის პირად ანგარიშზე. მოწინააღმდეგე მხარე გ. ბ-ძე თანახმაა ზ. ბ-ძისაგან მიიღოს სადავო ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის ღირებულება 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი მორიგების აქტის დამტკიცების დღიდან ერთი წლის განმავლობაში. თანახმაა თანხა მიიღოს განაწილვადების გარეშე, ერთიანად, ბანკის მეშვეობით მის პირად ანგარიშზე რომელსაც მხარეს წარუდგენს თანხის გადარიცხვის მომენტში. თანხის მიღების შემდეგ გ. ბ-ძე იღებს ვალდებულებას ორი წლის განმავლობაში 1250 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაათავისუფლოს. კერძოდ, აიღოს შენობა-ნაგებობა ¹2 საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 44,21 კვ.მ და ეგრეთწოდებული სასიმინდე და ზ. ბ-ძეს გამოთავისუფლებული სახით ჩააბაროს მიწის ნაკვეთი 1250 კვ.მ რომელზედაც განთავსებულია აღნიშნული შენობა-ნაგებობები.
მხარეები თანხმდებიან მათ მიერ აღნიშნული პირობების _ კერძოდ, ზ. ბ-ძის მიერ გ. ბ-ძის პირად ანგარიშზე თანხის გადარიცხვის მომენტისათვის ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1250 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, სახლის ნაწილი 151.8 კვ.მ, მდებარე ჭიათურა, სოფელი ..., საკუთრების უფლებით დარეგისტრირდეს ზ. ბ-ძის სახელზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, მორიგების აქტის საფუძველზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახური ეთანხმება ზ. ბ-ძისა და გ. ბ-ძის შეთანხმების ზემოაღნიშნულ პირობებს და მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესრულების შედეგად თანახმაა შეიტანოს ცვლილება ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერში და ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი სასოფლო-სამეურნეო ნიწის ნაკვეთი 1250 კვ.მ და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის ნაწილი 151.8 კვ.მ მდებარე, ჭიათურა, სოფელი ..., დაარეგისტრიროს ზ. ბ-ძის საკუთრების უფლება.
2007 წლის 26 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ¹380703004 განაცხადით დარეგისტრირდა გ. ბ-ძის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 2300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მდებარე, ჭიათურა, სოფელი ..., საკადასტრო კოდით ¹38.15.08.757; 2009 წლის 13 აპრილის განაცხადის ¹88200904518 ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ს. ბ-ძის საკუთრების უფლება.
მხარეები – ზ. ბ-ძე და გ. ბ-ძე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2300 კვ.მ მდებარე, ჭიათურა, სოფელი ..., მათ შორის გაყოფილ იქნეს შუაზე, თანაბარ წილად მორიგების აქტზე თანდართული აზომვითი ნახაზის მიხედვით, კერძოდ, გაყოფა მოხდეს შემდეგნაირად, წარმოდგენილ ნახაზზე აღნიშნული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთი მხარე 1150 კვ.მ მიეკუთვნოს გ. ბ-ძეს, ხოლო დასავლეთი მხარე 1150 კვ.მ მიეკუთვნოს ზ. ბ-ძეს.
ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახური ეთანხმება ზ. ბ-ძისა და გ. ბ-ძის შეთანხმებას სადავო მიწის ნაკვეთის 2300 კვ.მ-ის გაყოფასთან დაკავშირებით და თანახმაა მოახდინოს ცვლილება საჯარო რეესტრის ჩანაწერში ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთის 2300 კვ.მ ნაწილი 1150 კვ.მ მდებარე დასავლეთის მხარეს აღირიცხოს ზ. ბ-ძის საკუთრებად საჯარო რეესტრში, ხოლო მეორე ნაწილი 1150 კვ.მ აღმოსავლეთის მხარეს დარჩეს საჯარო რეესტრში დღევანდელი მდგომარეობით, ვინაიდან ნაკვეთი საჯარო რეესტრში აღრიცხულია ს. ბ-ძეზე.
მხარეები – ზ. ბ-ძე და გ. ბ-ძე და მათი ოჯახის წევრები თანხმდებიან, რომ აღარ წარმოიშვება არანაირი ქონებრივი დავა მათ შორის.
მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების აქტის დამტკიცების შედეგად შეწყდეს საქმის წარმოება მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეთა მიერ პირობის დარღვევის შემთხვევაში დავა გადაწყდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად».
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნია, რომ ზ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინება და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს კასატორის – ზ. ბ-ძის წარმომადგენლის – ნ. ბ-შვილის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მოცემულ საქმეზე მხარეთა მორიგების გამო შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:
«სადავო უძრავი ქონება, მდებარე ჭიათურა, სოფელი ... 1250 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლის ნაწილი 151,8 კვ.მ 2007 წლის 26 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ¹3807703004 ჩანაწერით, საკადასტრო კოდი ¹38.15.08.756 საკუთრების უფლებით რეგისტირებულ იქნა გ. ბ-ძეზე, ხოლო 2009 წლის 13 აპრილის განცხადების რეგისტრაციით ¹882009104512 ზემოთ აღნიშნულ უძრავ ნივთზე, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ს. ბ-ძის (გ. ბ-ძის შვილის) საკუთრების უფლება, ასევე რეგისტრირებულია ¹2 საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 44,21 კვ.მ.
ზ. ბ-ძე თანახმაა გ. ბ-ძეს და მის შვილს ს. ბ-ძეს გადაუხადოს 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი, მორიგების აქტის დამტკიცების დღიდან ერთი წლის განმავლობაში, იგი თანახმაა თანხა გადაიხადოს განაწილვადების გარეშე, ერთიანად. ბანკის მეშვეობით გ. ბ-ძის პირად ანგარიშზე. მოწინააღმდეგე მხარე გ. ბ-ძე თანახმაა ზ. ბ-ძისაგან მიიღოს სადავო ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის ღირებულება 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი მორიგების აქტის დამტკიცების დღიდან ერთი წლის განმავლობაში. თანახმაა თანხა მიიღოს განაწილვადების გარეშე, ერთიანად, ბანკის მეშვეობით მის პირად ანგარიშზე რომელსაც მხარეს წარუდგენს თანხის გადარიცხვის მომენტში. თანხის მიღების შემდეგ გ. ბ-ძე იღებს ვალდებულებას ორი წლის განმავლობაში 1250 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაათავისუფლოს. კერძოდ, აიღოს შენობა-ნაგებობა ¹2 საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 44,21 კვ.მ და ეგრეთწოდებული სასიმინდე და ზ. ბ-ძეს გამოთავისუფლებული სახით ჩააბაროს მიწის ნაკვეთი 1250 კვ.მ რომელზედაც განთავსებულია აღნიშნული შენობა-ნაგებობები.
მხარეები თანხმდებიან მათ მიერ აღნიშნული პირობების _ კერძოდ, ზ. ბ-ძის მიერ გ. ბ-ძის პირად ანგარიშზე თანხის გადარიცხვის მომენტისათვის ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1250 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, სახლის ნაწილი 151.8 კვ.მ, მდებარე ჭიათურა, სოფელი ..., საკუთრების უფლებით დარეგისტრირდეს ზ. ბ-ძის სახელზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, მორიგების აქტის საფუძველზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახური ეთანხმება ზ. ბ-ძისა და გ. ბ-ძის შეთანხმების ზემოაღნიშნულ პირობებს და მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესრულების შედეგად თანახმაა შეიტანოს ცვლილება ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერში და ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი სასოფლო-სამეურნეო ნიწის ნაკვეთი 1250 კვ.მ და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის ნაწილი 151.8 კვ.მ მდებარე, ჭიათურა, სოფელი ..., დაარეგისტრიროს ზ. ბ-ძის საკუთრების უფლება.
2007 წლის 26 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ¹380703004 განაცხადით დარეგისტრირდა გ. ბ-ძის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 2300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მდებარე, ჭიათურა, სოფელი ..., საკადასტრო კოდით ¹38.15.08.757; 2009 წლის 13 აპრილის განაცხადის ¹88200904518 ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ს. ბ-ძის საკუთრების უფლება.
მხარეები – ზ. ბ-ძე და გ. ბ-ძე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2300 კვ.მ მდებარე, ჭიათურა, სოფელი ..., მათ შორის გაყოფილ იქნეს შუაზე, თანაბარ წილად მორიგების აქტზე თანდართული აზომვითი ნახაზის მიხედვით, კერძოდ, გაყოფა მოხდეს შემდეგნაირად, წარმოდგენილ ნახაზზე აღნიშნული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთი მხარე 1150 კვ.მ მიეკუთვნოს გ. ბ-ძეს, ხოლო დასავლეთი მხარე 1150 კვ.მ მიეკუთვნოს ზ. ბ-ძეს.
ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახური ეთანხმება ზ. ბ-ძისა და გ. ბ-ძის შეთანხმებას სადავო მიწის ნაკვეთის 2300 კვ.მ-ის გაყოფასთან დაკავშირებით და თანახმაა მოახდინოს ცვლილება საჯარო რეესტრის ჩანაწერში ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთის 2300 კვ.მ ნაწილი 1150 კვ.მ მდებარე დასავლეთის მხარეს აღირიცხოს ზ. ბ-ძის საკუთრებად საჯარო რეესტრში, ხოლო მეორე ნაწილი 1150 კვ.მ აღმოსავლეთის მხარეს დარჩეს საჯარო რეესტრში დღევანდელი მდგომარეობით, ვინაიდან ნაკვეთი საჯარო რეესტრში აღრიცხულია ს. ბ-ძეზე.
მხარეები – ზ. ბ-ძე და გ. ბ-ძე და მათი ოჯახის წევრები თანხმდებიან, რომ აღარ წარმოიშვება არანაირი ქონებრივი დავა მათ შორის.
მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების აქტის დამტკიცების შედეგად შეწყდეს საქმის წარმოება მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეთა მიერ პირობის დარღვევის შემთხვევაში დავა გადაწყდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად».
მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია კასატორის – ზ. ბ-ძის, მისი წარმომადგენლის – ნ. ბ-შვილის, მოწინააღმდეგე მხარეების – გ. ბ-ძის, მისი წარმომადგენლის – ნ. ღ-შვილისა და ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის – ხ. გ-ძის მიერ, რაც ერთვის საქმეს /იხ. ს.ფ. 432-433/.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დავა წარმოიშვა სამოქალაქო სამართალურთიერთობაში წამოჭრილი კონფლიქტის გამო, რაც ფიზიკურ პირებს შორის გადაიჭრა მორიგებით. ამდენად, აზრი დაკარგა ადმინისტრაციულმა სარჩელმა. ამასთან, საქმეში მონაწილე ადმინისტრაციულმა ორგანომ განაცხადა თანხმობა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, ფაქტობრივად, სამოქალაქო ხასიათის კონფლიქტი, როგორც ადმინისტრაციული ხასიათის კონფლიქტის გამოწვევის წინაპირობა, მოგვარებულია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს მორიგებას, ამგვარად გამოხატეს ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე ფიზიკური პირების ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
საკასაციო სასამართლოს მიჩნევით წინამდებარე მორიგება არანაირ გავლენას არ ახდენს საჯარო ინტერესზე, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა მორიგების მიღწევის თაობაზე კანონშესაბამისია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2. მუხლის თანახმად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272 «დ" მუხლის საფუძველზე საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, მხარეთა მორიგების გამო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინება, მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს კასატორის – ზ. ბ-ძის წარმომადგენლის – ნ. ბ-შვილის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მოცემულ საქმეზე მხარეთა მორიგების გამო შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინება და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
«სადავო უძრავი ქონება, მდებარე ჭიათურა, სოფელი ... 1250 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლის ნაწილი 151,8 კვ.მ 2007 წლის 26 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ¹3807703004 ჩანაწერით, საკადასტრო კოდი ¹38.15.08.756 საკუთრების უფლებით რეგისტირებულ იქნა გ. ბ-ძეზე, ხოლო 2009 წლის 13 აპრილის განცხადების რეგისტრაციით ¹882009104512 ზემოთ აღნიშნულ უძრავ ნივთზე, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ს. ბ-ძის (გ. ბ-ძის შვილის) საკუთრების უფლება, ასევე რეგისტრირებულია ¹2 საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 44,21 კვ.მ.
ზ. ბ-ძე თანახმაა გ. ბ-ძეს და მის შვილს ს. ბ-ძეს გადაუხადოს 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი, მორიგების აქტის დამტკიცების დღიდან ერთი წლის განმავლობაში, იგი თანახმაა თანხა გადაიხადოს განაწილვადების გარეშე, ერთიანად. ბანკის მეშვეობით გ. ბ-ძის პირად ანგარიშზე. მოწინააღმდეგე მხარე გ. ბ-ძე თანახმაა ზ. ბ-ძისაგან მიიღოს სადავო ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის ღირებულება 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი მორიგების აქტის დამტკიცების დღიდან ერთი წლის განმავლობაში. თანახმაა თანხა მიიღოს განაწილვადების გარეშე, ერთიანად, ბანკის მეშვეობით მის პირად ანგარიშზე რომელსაც მხარეს წარუდგენს თანხის გადარიცხვის მომენტში. თანხის მიღების შემდეგ გ. ბ-ძე იღებს ვალდებულებას ორი წლის განმავლობაში 1250 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაათავისუფლოს. კერძოდ, აიღოს შენობა-ნაგებობა ¹2 საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 44,21 კვ.მ და ეგრეთწოდებული სასიმინდე და ზ. ბ-ძეს გამოთავისუფლებული სახით ჩააბაროს მიწის ნაკვეთი 1250 კვ.მ რომელზედაც განთავსებულია აღნიშნული შენობა-ნაგებობები.
მხარეები თანხმდებიან მათ მიერ აღნიშნული პირობების _ კერძოდ, ზ. ბ-ძის მიერ გ. ბ-ძის პირად ანგარიშზე თანხის გადარიცხვის მომენტისათვის ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1250 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, სახლის ნაწილი 151.8 კვ.მ, მდებარე ჭიათურა, სოფელი ..., საკუთრების უფლებით დარეგისტრირდეს ზ. ბ-ძის სახელზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, მორიგების აქტის საფუძველზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახური ეთანხმება ზ. ბ-ძისა და გ. ბ-ძის შეთანხმების ზემოაღნიშნულ პირობებს და მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესრულების შედეგად თანახმაა შეიტანოს ცვლილება ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერში და ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი სასოფლო-სამეურნეო ნიწის ნაკვეთი 1250 კვ.მ და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის ნაწილი 151.8 კვ.მ მდებარე, ჭიათურა, სოფელი ..., დაარეგისტრიროს ზ. ბ-ძის საკუთრების უფლება.
2007 წლის 26 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ¹380703004 განაცხადით დარეგისტრირდა გ. ბ-ძის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 2300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მდებარე, ჭიათურა, სოფელი .., საკადასტრო კოდით ¹38.15.08.757; 2009 წლის 13 აპრილის განაცხადის ¹88200904518 ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ს. ბ-ძის საკუთრების უფლება.
მხარეები – ზ. ბ-ძე და გ. ბ-ძე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2300 კვ.მ მდებარე, ჭიათურა, სოფელი ..., მათ შორის გაყოფილ იქნეს შუაზე, თანაბარ წილად მორიგების აქტზე თანდართული აზომვითი ნახაზის მიხედვით, კერძოდ, გაყოფა მოხდეს შემდეგნაირად, წარმოდგენილ ნახაზზე აღნიშნული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთი მხარე 1150 კვ.მ მიეკუთვნოს გ. ბ-ძეს, ხოლო დასავლეთი მხარე 1150 კვ.მ მიეკუთვნოს ზ. ბ-ძეს.
ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახური ეთანხმება ზ. ბ-ძისა და გ. ბ-ძის შეთანხმებას სადავო მიწის ნაკვეთის 2300 კვ.მ-ის გაყოფასთან დაკავშირებით და თანახმაა მოახდინოს ცვლილება საჯარო რეესტრის ჩანაწერში ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთის 2300 კვ.მ ნაწილი 1150 კვ.მ მდებარე დასავლეთის მხარეს აღირიცხოს ზ. ბ-ძის საკუთრებად საჯარო რეესტრში, ხოლო მეორე ნაწილი 1150 კვ.მ აღმოსავლეთის მხარეს დარჩეს საჯარო რეესტრში დღევანდელი მდგომარეობით, ვინაიდან ნაკვეთი საჯარო რეესტრში აღრიცხულია ს. ბ-ძეზე.
მხარეები – ზ. ბ-ძე და გ. ბ-ძე და მათი ოჯახის წევრები თანხმდებიან, რომ აღარ წარმოიშვება არანაირი ქონებრივი დავა მათ შორის.
მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების აქტის დამტკიცების შედეგად შეწყდეს საქმის წარმოება მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეთა მიერ პირობის დარღვევის შემთხვევაში დავა გადაწყდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად».
4. შეწყდეს საქმის წარმოება, მხარეთა მორიგების გამო;
5. მხარეებს განემარტოთ, საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.