Facebook Twitter

ბს-1027-1019(კ-11) 17 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე და 420-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ბ. გ-ავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. გ-ავამ სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში საჯარო რეესტრის ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ბ. რ-შვილის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქ. ბოლნისში, ... ქ. ¹2 მდებარე საცხოვრებელი სახლის ბ. რ-შვილის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-12; 100-102).

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის განჩინებით ბ. გ-ავას სარჩელი ცნობილ იქნა დაუშვებლად და შეწყდა საქმის წარმოება ბ. გ-ავას სარჩელთან დაკავშირებით, ამავე განჩინებით გაუქმდა სარჩელთან დაკავშირებული ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (იხ. ს.ფ. 153-156).

ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინება სარჩელის დაუშვებლად ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. გ-ავამ და მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (იხ. ს.ფ. 159-161).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებით ბ. გ-ავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის განჩინება (იხ. ს.ფ. 180-182).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. გ-ავამ და მოითხოვა მითითებული განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. ).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ. გ-ავას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში საკასაციო სასამართლოში შეიძლება გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები. აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრით საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ ის გადაწყვეტილებები (განჩინებები) რომლითაც საქმე განხილულ იქნა არსებითად.

კონკრეტულ შემთხევევაში, სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომმა სასამართლომ, 2010 წლის 31 მაისის განჩინებით განიხილა ბ. გ-ავას კერძო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც საპროცესო კოდექსის 262.2 მუხლის საფუძველზე ბ. გ-ავას სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.3 მუხლის თანახმად, კი კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განჩინება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას, რის შესახებაც განემარტათ მხარეებს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განჩინებით. აღნიშნულის მიუხედავად, ბ. გ-ავამ საკასაციო საჩივარი შეიტანა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმება.

ამდენად, ზემოთმითითებულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. გ-ავას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განჩინებაზე დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, რადგან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრებას და მით უფრო საკასაციო საჩივრის შეტანის გზით. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. გ-ავას საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, რადგან არ არსებობს მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 262.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 401-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. გ-ავას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.