Facebook Twitter

ბს-1049-1007(კ-09) 2 მარტი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მესამე პირების – მ. ბ-ძის, ჰ. ხ-ძის, ი. კ-შვილის, მ. კ-შვილის, მ. ი-ძის, გ. ი-ძის, ა. ხ-შვილის, ბ. მ-ძის, ი. გ-ძისა და ი. მ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ამხანაგობა ,,...მ” 24.07.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 08.05.08წ. ¹008/01-33729 და 14.05.08წ. ¹882008136445-03 გადაწყვეტილებების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.06.08წ. ¹01/11-3396/48/კოლ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მესამე პირებად ჩაებნენ ი. კ-შვილი, მ. კ-შვილი, მ. ი-ძე, გ. ი-ძე, ი. მ-ძე, ბ. მ-ძე, ა. ხ-შვილი, ი. გ-ძე, ა. ხ-ძე, მ. ბ-ძე, ქ. ბ-რი, ნ. ფ-ძე და რ. გ-შვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.02.09წ. გადაწყვეტილებით ამხანაგობა ,,...”-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 08.05.08წ. ¹008/01-33729 და 14.05.08წ. ¹882008136445-03 გადაწყვეტილებები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.06.08წ. ¹01/11-3396/48/კოლ გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ამხანაგობა ,,...”-ის გამგეობის წევრთა 31.10.07წ. კრების ოქმის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. კ-შვილმა, მ. კ-შვილმა, მ. ი-ძემ, გ. ი-ძემ, ი. მ-ძემ, ბ. მ-ძემ, ა. ხ-შვილმა, ი. გ-ძემ, ჰ. ხ-ძემ (ა. ხ-ძის უფლებამონაცვლე), მ. ბ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.09წ. საოქმო განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.09წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.02.09წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.09წ. საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე და 20.05.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. კ-შვილმა, მ. კ-შვილმა, მ. ი-ძემ, გ. ი-ძემ, ი. მ-ძემ, ბ. მ-ძემ, ა. ხ-შვილმა, ი. გ-ძემ, ჰ. ხ-ძემ (ა. ხ-ძის უფლებამონაცვლე), მ. ბ-ძემ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. კ-შვილის, მ. კ-შვილის, მ. ი-ძის, გ. ი-ძის, ი. მ-ძის, ბ. მ-ძის, ა. ხ-შვილის, ი. გ-ძის, ჰ. ხ-ძის, მ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. კ-შვილის, მ. კ-შვილის, მ. ი-ძის, გ. ი-ძის, ი. მ-ძის, ბ. მ-ძის, ა. ხ-შვილის, ი. გ-ძის, ჰ. ხ-ძის, მ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.09წ. საოქმო განჩინებასა და ამავე სასამართლოს 20.05.09წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ზ. ჯ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 03.07.09წ. ¹1 საგადახდო დავალებით (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.