Facebook Twitter

ბს-1049-1020(კ-10) 21 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 29 იანვარს ა. ვ-იამ, მ. ო-ძემ, გ. დ-იამ, ნ. ბ-იამ, ი. ღ-ტმა, ჟ. ნ-შვილმა, მ. კ-ძემ, ლ. ლ-ძემ, თ. პ-შვილმა, ო. ჩ-შვილმა, ნ. გ-შვილმა, მ. ტ-შვილმა, თ. თ-შვილმა, ნ. ჭ-ძემ, ლ. მ-ძემ, ხ. ა-ურმა, მ. ჭ-ძემ, ც. ლ-ძემ, გ. მ-ოვმა, თ. ო-შვილმა, ნ. თ-შვილმა, ლ. ღ-შვილმა, ნ. მ-ელმა, ნ. მ-ძემ, მ. შ-შვილმა, ხ. ჯ-ძემ, ი. ც-ავამ, ლ. ჩ-ძემ, მ. ო-ძემ და ნ. გ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, მოპასუხის – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მიმართ და მოპასუხისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მოსარჩელეების _ ა. ვ-იას სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 1998 წლის მე-9 თვის ხელფასის 90,75 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 90,75 ლარის, 1999 წლის მე-2 თვის ხელფასის 90, 75 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 90,75 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 90,75 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 90,75 ლარის, მე-6 თვის ხელფასის 90,75 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 90,75 ლარის, 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 90,75 ლარის ანაზღაურება; მ. ო-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 2000 წლის მე-6 თვის ხელფასის 81,67 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 81,67 ლარის, 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 81,67 ლარის ანაზღაურება; გ. დ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის მე-9 თვის ხელფასის 90,75 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 13,61 ლარის, 1999 წლის მე-2 თვის ხელფასის 90,75 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 12,96 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 90,75 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 90,75 ლარის, მე-6 თვის ხელფასის 41,25 ლარის, 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 90,75 ლარის ანაზღაურება; ნ. ბ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის მე-11 თვის ხელფასის 50,00 ლარის, 1999 წლის მე-11 თვის ხელფასის 39,00 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 39,00 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 39,00 ლარის, მე-6 თვის ხელფასის 39,00 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 39,00 ლარის, 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 41,00 ლარის ანაზღაურება; ი. ღ-ტის სასარგებლოდ დაეკისრა 1999 წლის მე-11 თვის ხელფასის 54,00 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 54,00 ლარის, 2000 წლის მე-6 თვის ხელფასის 54,00 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 54,00 ლარის, 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 54,00 ლარის ანაზღაურება; ჟ. ნ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1999 წლის მე-11 თვის ხელფასის 32,23 ლარის, 2000 წლის მე-7 თვის ხელფასის 60,00 ლარის, 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 60,00 ლარის ანაზღაურება; მ. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის მე-9 თვის ხელფასის 37,12 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 81,67 ლარის, 1999 წლის მე-2 თვის ხელფასის 81,67 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 81,67 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 81,67 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 81,67 ლარის, მე-6 თვის ხელფასის 81,67 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 81,67 ლარის, 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 81,67 ლარის ანაზღაურება; ლ. ლ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის მე-9 თვის ხელფასის 18,64 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 56,00 ლარის, 1999 წლის მე-2 თვის ხელფასის 41,00 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 41,00 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 41,00 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 144,54 ლარის, 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 41,00 ლარის ანაზღაურება; თ. პ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის მე-11 თვის ხელფასის 15,00 ლარის, 1999 წლის მე-11 თვის ხელფასის 41,00 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 41,00 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 41,00 ლარის, მე-6 თვის ხელფასის 41,00 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 41,00 ლარის, 2003 წლის ხელფასის 41,00 ლარის ანაზღაურება; ო. ჩ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1999 წლის მე-11 თვის ხელფასის 19,52 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 41,00 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 41,00 ლარის, მე-6 თვის ხელფასის 41,00 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 41,00 ლარის, 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 41,00 ლარის ანაზღაურება; ნ. გ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის მე-11 თვის ხელფასის 33,00 ლარის, 1999 წლის მე-2 თვის ხელფასის 33,00 ლარის, მე-3 თვის ხელფასის 33,00 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 38,00 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 38,00 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 79,45 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 34,38 ლარის, 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 38,00 ლარის ანაზღაურება; მ. ტ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის მე-11 თვის ხელფასის ხელფასის 39,00 ლარის, 1999 წლის მე-2 თვის ხელფასის 39,00 ლარის, მე-3 თვის ხელფასის 39,00 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 39,00 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 39,00 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 137,55 ლარის, 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 39,00 ლარის ანაზღაურება; თ. თ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის მე-11 თვის ხელფასის 38,00 ლარის ანაზღაურება; ლ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის მე-9 თვის ხელფასის 24,23 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 56,00 ლარის, 1999 წლის მე-2 თვის ხელფასის 41,00 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 41,00 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 41,00 ლარის ანაზღაურება; ხ. ა-ურის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის მე-11 თვის ხელფასის 35,00 ლარის, 1999 წლის მე-2 თვის ხელფასის 35,00 ლარის, მე-3 თვის ხელფასის 35,00 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 38,00 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 38,00 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 38,00 ლარის, მე-6 თვის ხელფასის 38,00 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 38,00 ლარის ანაზღაურება; მ. ჭ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის მე-9 თვის ხელფასის 5,59 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 53,00 ლარის, 1999 წლის მე-2 თვის ხელფასის 38,00 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 32,00 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 38,00 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 38,00 ლარის, მე-6 თვის ხელფასის 38,00 ლარის, 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 26,60 ლარის ანაზღაურება; ც. ლ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1999 წლის მე-2 თვის ხელფასის 66,00 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 41,00 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 41,00 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 41,00 ლარის, მე-6 თვის ხელფასის 41,00 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 41,00 ლარის, 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 60,00 ლარის ანაზღაურება; თ. ო-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1988 წლის მე-9 თვის ხელფასის 66,00 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 106,00 ლარის, 1999 წლის მე-2 თვის ხელფასის 90,75 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 90,75 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 90,75 ლარის, მე-6 თვის ხელფასის 90,75 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 90,75 ლარის, 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 90,75 ლარის ანაზღაურება; ნ. თ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1999 წლის მე-3 თვის ხელფასის 39,00 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 7,23 ლარის, მე-6 თვის ხელფასის 12,24 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 39,00 ლარის, 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 39,00 ლარის ანაზღაურება; ლ. ღ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის მე-11 თვის ხელფასის 15,00 ლარის, 1999 წლის მე-3 თვის ხელფასის 39,00 ლარის, 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 39,00 ლარის ანაზღაურება; ნ. მ-ელის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის მე-11 თვის ხელფასის 38,00 ლარის, 1999 წლის მე-2 თვის ხელფასის 38,00 ლარის, მე-3 თვის ხელფასის 38,00 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 38,00 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 38,00 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 38,00 ლარის, მე-6 თვის ხელფასის 38,00 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 38,00 ლარის ანაზღაურება; ნ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1999 წლის მე-11 თვის ხელფასის 41,00 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 41,00 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 41,00 ლარის, მე-6 თვის ხელფასის 41,00 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 41,00 ლარის, 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 41,00 ლარის ანაზღაურება; მ. შ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის მე-9 თვის ხელფასის 39,00 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 14,25 ლარის, 1999 წლის მე-2 თვის ხელფასის 39,00 ლარის, მე-11 თვის ხელფასის 39,00 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 39,00 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 39,00 ლარის, მე-6 თვის ხელფასის 39,00 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 39,00 ლარის ანაზღაურება; ი. ც-ავას სასარგებლოდ დაეკისრა 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 65,36 ლარის, მე-6 თვის ხელფასის 90,75 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 52,11 ლარისა და 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 142,92 ლარის ანაზღაურება; ლ. ჩ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1999 წლის მე-11 თვის ხელფასის 41,00 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 41,00 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 41,00 ლარის, მე-6 თვის ხელფასის 41,00 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 41,00 ლარის ანაზღაურება; მ. ო-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1999 წლის მე-11 თვის ხელფასის 38,00 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 38,00 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 38,00 ლარის, მე-6 თვის ხელფასის 38,00 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 38,00 ლარის ანაზღაურება; ნ. გ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 1999 წლის მე-11 თვის ხელფასის 38,00 ლარის, მე-12 თვის ხელფასის 38,00 ლარის, 2000 წლის მე-5 თვის ხელფასის 38,00 ლარის, მე-6 თვის ხელფასის 38,00 ლარის, მე-7 თვის ხელფასის 38,00 ლარის, 2003 წლის მე-11 თვის ხელფასის 38,00 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეთა _ ა. ვ-იას, მ. ო-ძეს, გ. დ-იას, ნ. ბ-იას, ი. ღ-ტის, ჟ. ნ-შვილის, მ. კ-ძის, ლ. ლ-ძის, თ. პ-შვილის, ო. ჩ-შვილის, ნ. გ-შვილის, მ. ტ-შვილის, თ. თ-შვილის, ნ. ჭ-ძის, ლ. მ-ძის, ხ. ა-ურის, მ. ჭ-ძის, ც. ლ-ძის, გ. მ-ოვის, თ. ო-შვილის, ნ. თ-შვილის, ლ. ღ-შვილის, ნ. მ-ელის, ნ. მ-ძის, მ. შ-შვილის, ხ. ჯ-ძის, ი. ც-ავას, ლ. ჩ-ძის, მ. ო-ძის და ნ. გ-იას სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის 1998-1999-2000 წლების პრემიისა და მატერიალური დახმარების თანხების დაკისრების თაობაზე ეთქვათ უარი ხანდაზმულობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება პრემიებისა და მატერიალური დახმარების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ვ-იამ, მ. ო-ძემ, ჟ. ნ-შვილმა, გ. დ-იამ, ნ. ბ-იამ, მ. კ-ძემ, ლ. ლ-ძემ, თ. პ-შვილმა, ნ. გ-შვილმა, ო. ჩ-შვილმა, მ. ტ-შვილმა, თ. თ-შვილმა, ლ. მ-ძემ, ხ. ა-ურმა, მ. ჭ-ძემ, ც. ლ-ძემ, გ. მ-ოვმა, თ. ო-შვილმა, ნ. თ-შვილმა, ლ. ღ-შვილმა, ნ. მ-ელმა, ნ. მ-ძემ, მ. შ-შვილმა, ხ. ჯ-ძემ, ი. ც-ავამ, ლ. ჩ-ძემ, მ. ო-ძემ და ნ. გ-იამ. აპელანტებმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწაყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ა. ვ-იას, მ. ო-ძის, გ. დ-იას, ნ. ბ-იას, ი. ღ-ტის, ჟ. ნ-შვილის, მ. კ-ძის, ლ. ლ-ძის, ო. ჩ-შვილის, ნ. გ-შვილის, მ. ტ-შვილის, თ. თ-შვილის, ნ. ჭ-ძის, ლ. მ-ძის, ხ. ა-ურის, მ. ჭ-ძის, ც. ლ-ძის, გ. მ-ოვის, თ. ო-შვილის, ნ. თ-შვილის, ლ. ღ-შვილის, ნ. მ-ელის, ნ. მ-ძის, მ. შ-შვილის, ხ. ჯ-ძის, ი. ც-ავას, ლ. ჩ-ძის, მ. ო-ძისა და ნ. გ-იას საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელეთათვის მატერიალური დახმარებისა და პრემიის სახით დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწვეტილება; საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დაეკისრა 1998, 1999, 2000 წლების პრემიისა და მატერიალური დახმარების ანაზღაურება: ა. ვ-იას სასარგებლოდ 475,75 ლარის ოდენობით; მ. ო-ძის სასარგებლოდ 346,48 ლარის; გ. დ-იას სასარგებლოდ 385,00 ლარის; ნ. ბ-იას სასარგებლოდ 91,00 ლარის; ი. ღ-ტის სასარგებლოდ 211,90 ლარის; ჟ. ნ-შვილის სასარგებლოდ 110,33 ლარის; მ. კ-ძის სასარგებლოდ 346, 47 ლარის; ლ. ლ-ძის სასარგებლოდ 215,67 ლარის; თ. პ-შვილის სასარგებლოდ 174,67 ლარის; ო. ჩ-შვილის სასარგებლოდ 174,67 ლარის; ნ. გ-შვილის სასარგებლოდ 121,67 ლარის; მ. ტ-შვილის სასარგებლოდ 141,70 ლარის; ნ. ჭ-ძის სასარგებლოდ 219,00 ლარის; ლ. მ-ძის სასარგებლოდ 474,67 ლარის; ხ. ა-ურის სასარგებლოდ 188,67 ლარის; მ. ჭ-ძის სასარგებლოდ 261,67 ლარის; ც. ლ-ძის სასარგებლოდ 144,95 ლარის; გ. მ-ოვის სასარგებლოდ 544,44 ლარის; თ. ო-შვილის სასარგებლოდ 337,76 ლარის; ნ. თ-შვილის სასარგებლოდ 166,00 ლარის; ლ. ღ-შვილის სასარგებლოდ 104,00 ლარის; ნ. მ-ელის სასარგებლოდ 126,67 ლარის; ნ. მ-ძის სასარგებლოდ 174,67 ლარის; მ. შ-შვილის სასარგებლოდ 166,00 ლარის; ხ. ჯ-ძის სასარგებლოდ 117,33 ლარის; ი. ც-ავას სასარგებლოდ 367, 67 ლარის; ლ. ჩ-ძის სასარგებლოდ 173,67 ლარის; მ. ო-ძის სასარგებლოდ 138,07 ლარის; ნ. გ-იას სასარგებლოდ 98,16 ლარის ოდენობით; თ. თ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება მის მიმართ პრემიისა და მატერიალური დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.