Facebook Twitter
ბს-1061-1032(კ-10)

ბს-1061-1032(კ-10) 20 იანვარი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს «...» განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს «...» 20.08.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის სს «...» მიმართ, რომლითაც ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹64-ში მდებარე მიწაზე განლაგებულ 244 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე სს «...» სახელზე აღრიცხვის ნაწილში მოპასუხის მიერ განხორციელებული ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.

სს «....» 09.10.07წ. დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის სს «...» მიმართ, რომლითაც 244 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართისა და 540 კვ.მ განაშენიანების ფართის სს «...» რეგისტარაციის შესახებ განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა.

სს «...» 12.11.07წ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, გლდანი-ნაძალადევის გამგეობის, სააქციო კომერციული ბანკი «...» და სს «...» მიმართ, რომლითაც ქ. თბილისში, .... ¹64-ში მდებარე უძრავი ქონების სააქციო კომერციულ ბანკ «...» აღრიცხვის შესახებ ქ. თბილისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 18.06.96წ. ქონების სააღრცხვო ჩანაწერის, ქ. თბილისის სახელმწიფო არქიტექტურული სამშენებლო კონტროლის ინსპექციის 03.07.96წ. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების აქტის, შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგეობის 11.07.96წ. ¹269 განკარგულებისა და მის საფუძველზე ტექბიუროს მიერ განხორციელებული სააღრიცხვო ჩანაწერის, 13.09.96წ. და 22.12.98წ. ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და მათ საფუძველზე ტექბიუროში განხორციელებული სააღრიცხვო ჩანაწერების ბათილად ცნობა მოითხოვა.

საქმე არაერთგზის იქნა განხილული პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.07.09წ. საოქმო განჩინებით მოსარჩელე შეგებებულ სარჩელზე სს «.» წარმომადგენელ თ. ჭ-შვილის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე სს «..» სასარჩელო განცხადება მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის, სააქციო კომერციული ბანკი «...» და სს «...» მიმართ ადმინისტრაციული აქტებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ დარჩა განუხილველი, მოსარჩელეს უკან დაუბრუნდა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.11.09წ. გადაწყვეტილებით სს «...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «..».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.10წ. განჩინებით სს «...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.11.09წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «...», რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სს «...» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 11.02.11წ. განცხადებით მომართა სს «...» გენერალურმა დირექტორმა ვ. გ-ძემ, რომლითაც საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა კასატორ სს «…» შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, მოსარჩელემ სს «...» გენერალურმა დირექტორმა ვ. Gგ-ძემ განაცხადა რა უარი საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება სს «...» საპროცესო უფლების განსაკარგავად, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის. სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს და არა კერძო სამართლის სუბიექტის მიერ სარჩელზე უარის თქმის განცხადებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 378-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «...» გენერალური დირექტორის ვ. გ-ძის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. სს «...» საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.10წ. განჩინება;

3. კასატორს _ სს «...» დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 12.07.10წ. ¹7 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი 203828304) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.