Facebook Twitter

ბს-1064-1022(კ-09) 12 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა რ. ჩ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2008 წლის 27 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ რ. ჩ-ძის წარმომადგენელ ე. ნ-იას საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული განჩინებით კასატორ რ. ჩ-ძის წარმომადგენელ ე. ნ-იას დაევალა ხარვეზის შესახებ იმავე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი და კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინება ე. ნ-იას საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქუთაისი, ... ქ. ¹14) ჩაბარდა 2009 წლის 11 აგვისტოს.

2009 წლის 24 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორ რ. ჩ-ძის წარმომადგენელ ე. ნ-იას განცხადება, რომლითაც მან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა ხარვეზის შესავსებად ვადის 10 დღით გაგრძელება.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინებით რ. ჩ-ძის წარმომადგენელ ე. ნ-იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გაუგრძელდა მას ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით. აღნიშნული განჩინება ე. ნ-იას ჩაბარდა მითითებულ მისამართზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას 2010 წლის 09 თებერვალს შუამდგომლობით მომართა რ. ჩ-ძემ, რომელმაც განმარტა, რომ მისი მატერიალური და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შეძლებს ბაჟის გადახდას. რ. ჩ-ძე ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.

საკასაციო პალატა საქმის მასალებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე-49-ე მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, გადავადების ან შემცირების საფუძვლები, რის გამოც რ. ჩ-ძის შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, რ. ჩ-ძის წარმოამადგენელ ე. ნ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს რ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.