Facebook Twitter

ბს-1065-1036(კ-10) 25 ოქტომბერი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს გაზეთ “...” და ... საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს გაზეთ “...” სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია “...”-ს შორის 2008 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 16 იანვრის ¹11 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის ¹301 განკარგულების ბათილად ცნობა.

საქართველოს ... პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზ. ძ-ურმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 16 იანვრის (საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია “...”-ს შორის 2008 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ) ¹11 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 27 მარტის ¹35 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დავალდებულება მოახდინოს 2008 წლის 30 დეკემბრის “... ეფექტიანად ექსპლუატაციის შესახებ” ურთიერთგაგების მემორანდუმის საჯაროობაა და მათთვის მიწოდება.

საქართველოს ... სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ, მესამე პირის _ ღია სააქციო საზოგადოება “...” მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 16 იანვრის (საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია “...”-ს შორის 2008 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ) ¹11 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 სექტემბრის საოქმო განჩინებით ზემომითითებული ადმინისტრაციული სარჩელები გაერთიანდა ერთწარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ყოველდღიური გაზეთი “...”, საქართველოს ... პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ზ. ძ-ურის და ... სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს გაზეთმა “...”.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ....

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის განჩინებით შპს ყოველდღიური გაზეთი “...” და საქართველოს ... სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს გაზეთმა “...”.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა საქართველოს ....

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს გაზეთ “...” და ... საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს გაზეთ “...” და ... საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე კასატორის _ საქართველოს ... სახელზე თ. კ-აიას გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე კასატორის _ შპს გაზეთ “...” სახელზე თ. ო-ოვას გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს გაზეთ “...” და ... საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მაისის განჩინება;

3. კასატორის _ საქართველოს ... სახელზე თ. კ-აიას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 300 (სამასი) ლარიდან, მას დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.

4. კასატორის _ შპს გაზეთ “...” სახელზე თ. ო-ოვას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 300 (სამასი) ლარიდან, მას დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.