Facebook Twitter

¹ბს-108-107 (კ-11) 15 ივნისი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ფ-ავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელე _ დ. ფ-ავამ 28.11.07 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 26.07.07 წ. ¹03/787 ბრძანებისა და 26.07.07 წ. ¹ნ/671-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.01.08 წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ამხანაგობა “...”. საქმის წარმოებისას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური შეიცვალა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურით. 29.09.09 წ. საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაერთო ქ. თბილისის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.01.10 წ. გადაწყვეტილებით დ. ფ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 26.07.07 წ. ¹03/787 ბრძანება და 26.07.07 წ. ¹ნ/671-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობა მხოლოდ პანდუსის მოწყობის ნაწილში და მოპასუხე _ არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად გამოსცეს კანონის ნორმების შესაბამისად დასაბუთებული ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (მხოლოდ პანდუსის მოწყობის ნაწილში) წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში. მოსარჩელეს უარი ეთქვა თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 26.07.07 წ. ¹03/787 ბრძანების და 26.07.07 წ. ¹ნ/671-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობის, პანდუსის მოწყობის გარდა, სხვა დანარჩენ ნაწილში ბათილად ცნობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.01.10 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ, ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა და დ. ფ-ავამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.10 წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.01.10 წ. გადაწყვეტილების _ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილის _ შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. F-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დ. F-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გადაწყვეტილება დ. F-ავას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.10 წ. გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა დ. ფ-ავამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ფ-ავას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი. შესაბამისად, დ. ფ-ავას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ფ-ავას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ფ-ავას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.10 წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. დ. ფ-ავას (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.