ბს-1084-1053 (კ-10) 3 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. ბ-ურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 5 მარტს ო. ბ-ურმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
სარჩელის წარდგენის შემდგომ მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ 2003-2004 წლების სახელფასო დავალიანების, სულ 648,96 ლარის, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის საფუძველზე 12 თვის თანამდებობრივი სარგოს- 1588,32 ლარისა და მორალური ზიანის სახით- 5000 ლარის ანაზღაურების დაკისრების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ო. ბ-ურის სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე-ო. ბ-ურის სასარგებლოდ დაეკისრა 2003 წლის ნოემბრის თვის დარიცხული სახელფასო დავალიანების (გარდა კვების-ულუფის და წელთა ნამსახურობის ფულადი კომპენსაციის) ანაზღაურება, სულ -54,54 ლარის ოდენობით, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით; მოსარჩელე-ო. ბ-ურს უარი ეთქვა მოპასუხე –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 2003 წლის ნოემბრის თვის წელთა ნამსახურობის თანხის დაკისრებაზე-21,82 ლარის ოდენობით, ხანდაზმულობის გამო; მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 2003 წლის ნოემბრის თვის კვების კომპენსაციის თანხის დაკისრებაზე-59,00 ლარის ოდენობით, ხანდაზმულობის გამო; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 2004 წლის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში 295,44 ლარის ანაზღაურებაზე, ხანდაზმულობის გამო; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შს ორგანოებიდან განთავისუფლებულთა გასასვლელი ერთდოული დახმარების სახით_218,16 ლარის ოდენობით თანხის დაკისრებაზე, უსაფუძვლობის გამო; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის (ძველი რედაქცია) თანახმად ერთდროულად გასასვლელი დახმარების სახით-12 თვის თანამდებობრივი სარგოს-1588,32 ლარის ანაზღაურებაზე, უსაფუძვლობის გამო; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მორალური ზიანის სახით 5000 ლარის ოდენობით თანხის დაკისრებაზე, დაუსაბუთებლობის გამო.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ბ-ურმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ო. ბ-ურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. ბ-ურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ო. ბ-ურის სასარგებლოდ დაეკისრა 2003 წლის დავალიანების ანაზღაურება-135,36 ლარის ოდენობით, 2004 წლის შვებულების თანხა -81.81 ლარის ოდენობით, 2004 წლის კადრების განკარგულებაში ყოფნის კომპენსაცია -295,44 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ბ-ურმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. ბ-ურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ო. ბ-ურის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ო. ბ-ურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ო. ბ-ურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ო. ბ-ურის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. ბ-ურს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.