ბს-1087-1056(კ-10) 26 ოქტომბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
გ. ილინას მდივნობით
განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის თ. ზ-შვილისა და ი. გ-ძის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცების საკითხი.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ი. გ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის – საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ი. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ი. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახალხო დამცველის 2009 წლის 30 ოქტომბრის ¹51 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; ი. გ-ძეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი მისი სამსახურიდან გათავისუფლებიდან ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე პერიოდში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა თ. ზ-შვილმა, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “ა” პუნქტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებს სსსკ-ის 218-ე მუხლის საფუძველზე შესთავაზა მორიგების მიღწევა, რაც გაზიარებულ იქნა და შედეგად მხარეებმა წარმოადგინეს წერილობითი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:
ერთის მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, წარმომადგენელი _ თ. ზ-შვილი და მეორეს მხრივ, საქართველოს მოქალაქე ი. გ-ძე შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. სახალხო დამცველის აპარატი:
a) უარს ამბობს საკასაციო საჩივრის მოთხოვნაზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უარი ეთქმება ი. გ-ძეს სახალხო დაცველის 2009 წლის 30 ოქტომბრის ¹51 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე;
b) იღებს ვალდებულებას ი. გ-ძეს გადაუხადოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული იძულებითი განაცდური 2009 წლის 06 ნოემბრიდან _ 2010 წლის 26 ოქტომბრამდე, რაც შეადგენს 8129 ლარს (რომელიც მოიცავს საშემოსავლო გადასახადს 20%-ის ოდენობით) და კომპენსაციას სამსახურიდან გათავისუფლების გამო ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, რომელიც უკვე გადაეცა ი. გ-ძეს.
2. ი. გ-ძე
a) უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე სახალხო დამცველის აპარატში სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით;
b) აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით უარს აცხადებს სხვა რაიმე სახის მოთხოვნაზე გარდა ამავე მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა და ადასტურებს, რომ არ გააჩნია სხვა სამართლებრივი მოთხოვნა ან/და პრეტენზია აპარატის მიმართ.
მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია ი. გ-ძის და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის _ თ. ზ-შვილის მიერ, რაც ერთვის საქმეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნია, რომ სახალხო დამცველის აპარატის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება, მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ი. გ-ძის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მოცემულ საქმეზე მხარეთა მორიგების საფუძველზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:
ერთის მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, წარმომადგენელი _ თ. ზ-შვილი და მეორეს მხრივ, საქართველოს მოქალაქე ი. გ-ძე შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. სახალხო დამცველის აპარატი:
a) უარს ამბობს საკასაციო საჩივრის მოთხოვნაზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უარი ეთქმება ი. გ-ძეს სახალხო დაცველის 2009 წლის 30 ოქტომბრის ¹51 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე;
b) იღებს ვალდებულებას ი. გ-ძეს გადაუხადოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული იძულებითი განაცდური 2009 წლის 06 ნოემბრიდან _ 2010 წლის 26 ოქტომბრამდე, რაც შეადგენს 8129 ლარს (რომელიც მოიცავს საშემოსავლო გადასახადს 20%-ის ოდენობით) და კომპენსაციას სამსახურიდან გათავისუფლების გამო ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, რომელიც უკვე გადაეცა ი. გ-ძეს.
2. ი. გ-ძე
a) უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე სახალხო დამცველის აპარატში სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით;
b) აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით უარს აცხადებს სხვა რაიმე სახის მოთხოვნაზე გარდა ამავე მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა და ადასტურებს, რომ არ გააჩნია სხვა სამართლებრივი მოთხოვნა ან/და პრეტენზია აპარატის მიმართ.
მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია ი. გ-ძის და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის _ თ. ზ-შვილის მიერ, რაც ერთვის საქმეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს მორიგებას, ამგვარად გამოხატეს ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა მორიგების მიღწევის თაობაზე კანონშესაბამისია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2. მუხლის თანახმად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272-ე მუხლის “დ" პუნქტის საფუძველზე საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, მხარეთა მორიგების გამო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველის აპარატის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება; მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ი. გ-ძის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მოცემულ საქმეზე მხარეთა მორიგების საფუძველზე შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება;
3. დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
ერთის მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, წარმომადგენელი _ თ. ზ-შვილი და მეორეს მხრივ, საქართველოს მოქალაქე ი. გ-ძე შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. სახალხო დამცველის აპარატი:
a) უარს ამბობს საკასაციო საჩივრის მოთხოვნაზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უარი ეთქმება ი. გ-ძეს სახალხო დაცველის 2009 წლის 30 ოქტომბრის ¹51 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე;
b) იღებს ვალდებულებას ი. გ-ძეს გადაუხადოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული იძულებითი განაცდური 2009 წლის 06 ნოემბრიდან _ 2010 წლის 26 ოქტომბრამდე, რაც შეადგენს 8129 ლარს (რომელიც მოიცავს საშემოსავლო გადასახადს 20%-ის ოდენობით) და კომპენსაციას სამსახურიდან გათავისუფლების გამო ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, რომელიც უკვე გადაეცა ი. გ-ძეს.
2. ი. გ-ძე
a) უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე სახალხო დამცველის აპარატში სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით;
b) აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით უარს აცხადებს სხვა რაიმე სახის მოთხოვნაზე გარდა ამავე მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა და ადასტურებს, რომ არ გააჩნია სხვა სამართლებრივი მოთხოვნა ან/და პრეტენზია აპარატის მიმართ.
4. შეწყდეს საქმის წარმოება, მხარეთა მორიგების გამო;
5. მხარეებს განემარტოთ, საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.