ბს-1092-1048(კ-09) 18 იანვარი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ბ-შვილის, ი. კ-შვილის, ე. ლ-შვილის, ა. ლ-შვილის, ა. წ-შვილის, ო. ჯ-შვილის, გ. ტ-შვილისა და ო. ს-შვილის წარმომადგენელ მ. ს-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. კ-შვილმა, ე. (ნ.) ლ-შვილმა, ა. ლ-შვილმა, ო. ჯ-შვილმა, ნ. ბ-შვილმა, ო. ს-შვილმა, თ. ბ-შვილმა, დ. ჯ-შვილმა, ჯ. ბ-შვილმა, ა. წ-შვილმა და გ. ტ-შვილმა 2004 წლის აგვისტოში სასარჩელო განცხადებით მიმართეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგეობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სამმართველოსა და სააქციო საზოგადოება “...”-ს მიმართ და მოითხოვეს 2004 წლის 15-16-17 მაისს სტიქიისაგან მიყენებული ზიანის – 79500 ლარის ანაზღაურება.
სასამართლოს განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სამმართველოს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ბ-შვილმა, ი. კ-შვილმა, ე. (ნ.) ლ-შვილმა, ა. ლ-შვილმა, ო. ჯ-შვილმა, ო. ს-შვილმა, თ. ბ-შვილმა, დ. ჯ-შვილმა, ც. ბ-შვილმა, ა. წ-შვილმა და გ. ტ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-შვილის, ი. კ-შვილის, ე. ლ-შვილის, ა. ლ-შვილის, ა. წ-შვილის, ო. ჯ-შვილის, გ. ტ-შვილისა და ო. ს-შვილის წარმომადგენელმა მ. ს-ძემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-შვილის, ი. კ-შვილის, ე. ლ-შვილის, ა. ლ-შვილის, ა. წ-შვილის, ო. ჯ-შვილის, გ. ტ-შვილისა და ო. ს-შვილის წარმომადგენელ მ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ბ-შვილის, ი. კ-შვილის, ე. ლ-შვილის, ა. ლ-შვილის, ა. წ-შვილის, ო. ჯ-შვილის, გ. ტ-შვილისა და ო. ს-შვილის წარმომადგენელ მ. ს-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ბ-შვილის, ი. კ-შვილის, ე. ლ-შვილის, ა. ლ-შვილის, ა. წ-შვილის, ო. ჯ-შვილის, გ. ტ-შვილისა და ო. ს-შვილის წარმომადგენელ მ. ს-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.