ბს-1097-1066(კ-10) 4 ოქტომბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს “...” სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროსა და ამავე სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიმართ, მესამე პირის – საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მონაწილეობით და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
სს “...” სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხის _ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.
საოლქო სასამართლოს 2004 წლის 19 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში (სს “...” სარჩელისა გამო, ზიანის ანაზღაურების თაობაზე) ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1. მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ამავე სამინისტროს სახაზინო სამსახური, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1. მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაება საქართველოს ეკონომიკური განვითარების ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ამავე სამინისტროს სახაზინო სამსახური.
საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით სს “...” სარჩელები გაერთიანდა ერთწარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “...” სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2001 წლის 14 აგვისტოს ¹103 და 2002 წლის 18 ივლისის ბრძანებები 2000 წლის თებერვალ-აპრილში და ნოემებრ-დეკემბერში ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის გამო, სს “...” ანგარიშსწორების ანგარიშიდან 1115170 ლარის ამოღების დადგენის შესახებ; მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებათა გმოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 2000 წლის თებერვლ-აპრილში და ნოემბერ-დეკემბერში ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის გამო, სს “...” ანგარიშსწორების ანგარიშინდა 1115170 ლარის ამოღების დადგენის შესახებ, ხოლო სს “...” სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “...”.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის განჩინებით სს “...” და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.