ბს-111-109(2კ-10) 29 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორები: 1. ქ. ბათუმის მერია (მოპასუხე), წარმომადგენელი _ გ. მ-ძე; 2. ლ. ს-იანი, ზ. ზ-უა, ლ. ს-შვილი, რ. ც-შვილი, ა. ნ-ძე, ა. ზ-ძე, ზ. ვ-ია, თ. ხ-ძე, მ. ა-ძე, თ. ა-ძე, ა. რ-ძე (მოსარჩელეები), წარმომადგენლები _ ი. ქ-ძე, ნ. დ-ძე
მოპასუხე _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, წარმომადგენელი _ ე. ს-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 28 სექტემბერს ა. ს-იანმა, ზ. ზ-უამ, ა. ე-იანმა, ლ. ს-შვილმა, ა. რ-ძემ, გ. ჯ-ავამ, რ. ც-შვილმა, ა. ნ-ძემ, კ. A-დმა, ი. კ-ძემ, თ. ზ-ძემ, ზ. ვ-იამ, ვ. ც-ძემ, ა. ხ-ძემ, მ. ა-ძემ, გ. ა-ანმა და თ. ა-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ ქ. ბათუმის ... ქარხანაში სხვადასხვა სპეციალობით. ქარხანაში შრომითი მოვალეობის შესრულებისას მათ ჯანმრთელობას მიადგა ზიანი, რის გამოც მოსარჩელეები წლების განმავლობაში ღებულობდნენ ყოველთვიურ სარჩოს. 1999 წლის 7 ივლისიდან დაიწყო ქარხნის ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც დამთავრდა 2002 წლის 30 აპრილს.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მათ აუნაზღაურდათ 2001 წლის 1 იანვრამდე სარჩოს გაუცემლობით დაგროვილი დავალიანება, ხოლო შემდგომ ქ. ბათუმის მერიამ (რომელსაც სარეალიზაციოდ გადაეცა ქარხნის ქონების ნაწილი და ჯართი) ქონების რეალიზაციით შემოსული თანხებიდან მოსარჩელეებზე 2001 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 1 მაისამდე სარჩოს სახით დაგროვილი დავალიანების _ 34 000 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 13 000 ლარი აანაზღაურა. მოსარჩელეების განმარტებით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2004 წლის 9 სექტემბრის ¹02-3/133 წერილის საფუძველზე, 2004 წლის 1 იანვრიდან სოციალური განყოფილების მიერ შეწყდა მოსარჩელეებზე ყოველთვიური სარჩოს თანხების გაცემა, იმ მოტივით, რომ დასახიჩრებულ პირებზე გაცემული თანხები სრული ზიანის საკომპენსაციოდ ჩაითვალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოპასუხეებისათვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული დაზიანების გამო, როგორც გასული, ასევე შემდგომი პერიოდისათვის ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 თებერვლის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ ქ. ბათუმის მერია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 მარტის საოქმო განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში ჩაება მესამე პირად. ამავე საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ს-იანის, ზ. ზ-უას, ა. ე-იანის, ლ. ს-შვილისა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა. ს-იანის სასარგებლოდ _ 2680 ლარის, ზ. ზ-უას სასარგებლოდ _ 3220 ლარის, ა. ე-იას სასარგებლოდ _ 3720 ლარის, ლ. ს-შვილის სასარგებლოდ _ 3525 ლარის, ა. რ-ძის სასარგებლოდ _ 2940 ლარის, გ. ჯ-ავას სასარგებლოდ _ 1290 ლარის, რ. ც-შვილის სასარგებლოდ _ 2520 ლარის, ა. ნ-ძის სასარგებლოდ _ 3210 ლარის, კ. ა-დის სასარგებლოდ _ 3835 ლარის, ი. კ-ძის სასარგებლოდ _ 3220 ლარის, თ. ზ-ძის სასარგებლოდ _ 710 ლარის, ზ. ვ-იას სასარგებლოდ _ 3785 ლარის, ვ. ც-ძის სასარგებლოდ _ 1235 ლარის, ა. ხ-ძის სასარგებლოდ _ 3220 ლარი, მ. ა-ძის სასარგებლოდ _ 3220 ლარი, გ. ა-ანის სასარგებლოდ _ 3440 ლარის, თ. ა-ძის სასარგებლოდ _ 1450 ლარის, სულ 47130 ლარისა და 2005 წლის 1 მაისიდან მოსარჩელეთა სიცოცხლის ბოლომდე ა. ს-იანის სასარგებლოდ _ 100 ლარის, ზ. ზ-უას სასარგებლოდ _ 120 ლარის, ა. ე-იას სასარგებლოდ _ 120 ლარის, ლ. ს-შვილის სასარგებლოდ _ 120 ლარის, ა. რ-ძის სასარგებლოდ _ 100 ლარის, გ. ჯ-ავას სასარგებლოდ _ 40 ლარის, რ. ც-შვილის სასარგებლოდ _ 90 ლარის, ა. ნ-ძის სასარგებლოდ _ 100 ლარის, კ. A-დის სასარგებლოდ _ 140 ლარის, ი. კ-ძის სასარგებლოდ _ 120 ლარის, თ. ზ-ძის სასარგებლოდ _ 20 ლარის, ზ. ვ-იას სასარგებლოდ _ 130 ლარის, ვ. ც-ძის სასარგებლოდ _ 50 ლარის, ა. ხ-ძის სასარგებლოდ _ 120 ლარი, მ. ა-ძის სასარგებლოდ _ 120 ლარის, გ. ა-ანის სასარგებლოდ _ 120 ლარის, თ. ა-ძის სასარგებლოდ _ 50 ლარის, სულ ყოველთვიურად სარჩოს 1660 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩირებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2004 წლის 20 ოქტომბერს გ. წ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხეებისათვის მისი გარდაცვლილი მეუღლის _ ი. ზ-ძის პროფესიული დაავადების გამო, ბათუმის მანქანათმშენებელ ქარხნიდან მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ 2001-2003 წლებში დარჩენილი ყოველთვიური სარჩოს და 2004 წლის დავალიანების _ 4244 ლარის, მორალური ზიანის სახით დამატებით 3 თვის სარჩოს _ 198 ლარისა და 2005 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ ქ. ბათუმის მერია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით გუგული წულუკიძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსარჩელისა და მისი შვილის სასარგებლოდ 2001-2004 წლებში დაგროვილი დავალიანების _ 1446 ლარისა და 2005 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიური სარჩოს _ 10-10 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 მარტის გაჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹3-326 გუგული წულუკიძის სარჩელისა გამო, საქართველოს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე გაერთიანდა ¹3-411 ადმინისტრაციულ საქმესთან _ ა. ს-იანის, ზ. ზ-უას, ა. ე-იანისა და სხვათა სარჩელისა გამო, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქ. ბათუმის მერიისა და აჭარის ა/რ სოციალური დახმარების განყოფილების მიმართ, ზიანის ანაზღაურებისა და ყოველთვიური სარჩოს დაკისრების თაობაზე და მიენიჭა ერთიანი სარეგისტრაციო ნომერი ¹3-411.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინებით ი. კ-ძისა და გ. წ-ძის სარჩელი დარჩა განუხილველი. ამავე საოქმო განჩინებით ა. ხ-ძის გარდაცვალების გამო უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აგვისტოს განჩინებით განახლდა მოცემული საქმის წარმოება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 სექტემბრის საოქმო განჩინებით ა. ხ-ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თ. ხ-ძე. ამავე საოქმო განჩინებით გაუქმდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მესამე პირად ჩაბმის თაობაზე განჩინება; ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,ე” პუნქტის საფუძველზე ქ. ბათუმის სოციალური დახმარების ნაწილში შეწყდა მოცემული საქმის წარმოება. ამავე საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” აჭარის ფილიალი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში სათანადო მოპასუხედ მიჩნეულ იქნა ქ. ბათუმის მერია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინებით თ. ზ-ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ანზორ ზოიძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით ლ. ს-შვილის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა _ ლ. ს-შვილი, ხოლო ა. ს-იანის უფლებამონაცვლედ _ ლ. ს-იანი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის განჩინებით არასათანადო მოპასუხე სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” აჭარის ფილიალის ნაცვლად, საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაება სსიპ ,,მომსახურების სააგენტო”.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. ბათუმის მერიას მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის სახით ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: 2001 წლის 28 სექტემბრიდან 2002 წლის 1 იანვრამდე ა. ს-იანის უფლებამონაცვლე ლ. ს-იანის სასარგებლოდ თვეში 100 ლარის ოდენობით, სულ 300 ლარი; ზ. ზ-უას სასარგებლოდ თვეში 120 ლარის ოდენობით, სულ 360 ლარი; ლ. ს-შვილის უფლებამონაცვლე ლ. ს-შვილის სასარგებლოდ თვეში 120 ლარის ოდენობით, სულ 360 ლარი; რ. ჩ-შვილის სასარგებლოდ თვეში 100 ლარის ოდენობით, სულ 300 ლარი; თ. ზ-ძის უფლებამონაცვლე ა. ზ-ძის სასარგებლოდ თვეში 20 ლარის ოდენობით, სულ 60 ლარი; ა. ნ-ძის სასარგებლოდ თვეში 100 ლარის ოდენობით, სულ 300 ლარი; ზ. ვ-იას სასარგებლოდ თვეში 140 ლარის ოდენობით, სულ 420 ლარი; ა. ხ-ძის უფლებამონაცვლე თ. ხ-ძის სასარგებლოდ 120 ლარის ოდენობით, სულ 360 ლარი; მ. A-ძის სასარგებლოდ 120 ლარის ოდენობით, სულ 360 ლარი; თ. ა-ძის სასარგებლოდ 50 ლარის ოდენობით, სულ 150 ლარი; გ. A-ნის სასარგებლოდ 120 ლარის ოდენობით, სულ 360 ლარი; ვ. ც-ძის სასარგებლოდ 50 ლარის ოდენობით, სულ 150 ლარი; კ. A-დის სასარგებლოდ 140 ლარის ოდენობით სულ 420 ლარი; ა. რ-ძის სასარგებლოდ თვეში 100 ლარის ოდენობით, სულ 300 ლარი; ა. ე-იანის სასარგებლოდ თვეში 140 ლარის ოდენობით, სულ 420 ლარი; გ. ჟ-ავას სასარგებლოდ თვეში 60 ლარის ოდენობით, სულ 180 ლარი.
2004 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრის პერიოდისათვის ა. ს-იანის უფლებამონაცვლე ლ. ს-იანის სასარგებლოდ თვეში 30 ლარი ოდენობით, სულ 720 ლარი; ზ. ზ-უას სასრგებლოდ თვეში 36 ლარის ოდენობით, სულ 864 ლარი; ლ. ს-შვილის უფლებამონაცვლე ლ. ს-შვილის სასარგებლოდ თვეში 36 ლარის ოდენობით, სულ 864 ლარი; რ. ც-შვილის სასარგებლოდ თვეში 30 ლარის ოდენობით, სულ 720 ლარი; ა. ნ-ძის სასარგებლოდ თვეში 30 ლარის ოდენობით, სულ 720 ლარი; ზ. ვ-ია სასარგებლოდ თვეში 42 ლარის ოდენობით, სულ 1008 ლარი; მ. A-ძის სასარგებლოდ თვეში 36 ლარის ოდენობით, სულ 864 ლარი; თ. ა-ძის სასარგებლოდ თვეში 15 ლარის ოდენობით, სულ 360 ლარი; გ. A-ნის სასარგებლოდ თვეში 36 ლარის ოდენობით, სულ 864 ლარი; ვ. ც-ძის სასარგებლოდ თვეში 15 ლარის ოდენობით, სულ 360 ლარი; კ. A-დის სასარგებლოდ თვეში 42 ლარის ოდენობით, სულ 1008 ლარი; ა. რ-ძის სასარგებლოდ თვეში 30 ლარის ოდენობით, სულ 720 ლარი; ა. ე-იანის სასარგებლოდ თვეში 42 ლარის ოდენობით, სულ 1008 ლარი; გ. ჯ-ავას სასარგებლოდ თვეში 18 ლარის ოდენობით, სულ 432 ლარი; თ. ზ-ძის უფლებამონაცვლე ა- ზ-ძეს სასარგებლოდ თვეში 6 ლარის ოდენობით, სულ 86 ლარი; ა. ხ-ძის უფლებამონაცვლე თ. ხ-ძის სასარგებლოდ თვეში 36 ლარის ოდენობით, სულ 756 ლარი.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” 2007 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდისათვის დაეკისრა შემდეგი ოდენობის თანხების გაცემა: ზ. ზ-უას სასარგებლოდ 72 ლარი; რ. ც-შვილის სასარგებლოდ 60 ლარი; ა. ნ-ძისათვის სასარგებლოდ 60 ლარი; ზ. ვ-იას სასარგებლოდ 84 ლარი; მ. ა-ძის სასარგებლოდ 72 ლარი; თ. ა-ძის სასარგებლოდ 30 ლარი; გ. ა-იანის სასარგებლოდ 72 ლარი; ვ. ც-ძის სასარგებლოდ 30 ლარი; კ. A-დის სასარგებლოდ 84 ლარი; ა. რ-ძის სასარგებლოდ 60 ლარი; ა. ე-იანის სასარგებლოდ 84 ლარი; გ. ჯ-ავას სასარგებლოდ 36 ლარი; სსიპ ,,სოციალიური მომსახურების სააგენტოს” გ. ა-ანის სასარგებლოდ 2006 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდისათვის დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს გაცემა 36 ლარის ოდენობით; მოსარჩელეების უარი ეთქვათ 2001 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის 28 სექტემბრამდე თანხების ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულობის გამო, ასევე უარი ეთქვათ 2002 – 2003 წლების და 2007 წლის 1 მარტის შემდგომ პერიოდისათვის ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის” დაკისრებული თანხების ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტომ”, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიისათვის დაკისრებული თანხების ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს”, ლ. ს-იანის, ზ. ზ-უას, ლ. ს-შვილისა და სხვათა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები წლების განმავლობაში მუშაობდნენ ქ. ბათუმის ... ქარხანაში სხვადასხვა სპეციალობით. ქარხანაში შრომითი მოვალეობის შესრულებისას მათ ჯანმრთელობას მიადგა ზიანი, რის გამოც ისინი წლების განმავლობაში ღებულობდნენ ყოველთვიურ სარჩოს. აჭარის ა/რ. მინისტრთა საბჭოს 1999 წლის 7 ივლისის ¹60 დადგენილებით ქ. ბათუმის ... ქარხანა ლიკვიდაციის რეჟიმზე იქნა გადაყვანილი. აჭარის ა/რ. მინისტრთა საბჭოს 2002 წლის 30 აპრილის ¹46 დადგენილების საფუძველზე კი ქ. ბათუმის ... ქარხანასა და საყოფაცხოვრებო ... ქარხანაში საწარმო ტრავმებითა და პროფესიულ დაავადებების შედეგად დაზარალებულ პირთათვის საკომპენსაციო თანხის გაცემის მიზნით აჭარის ა/რ ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველთვიურად _ 2525 ლარი გამოიყო.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება ქ. ბათუმის მერიას გადაეცა, რომელსაც ჯართის რეალიზაციით მიღებული თანხით ტრავმირებული მუშაკების დავალიანების დაფარვა დაევალა. ქ. ბათუმის მერიამ მიიღო ნარჩენი ქონება და მოახდინა მისი რეალიზაცია. ტრამვირებულ მუშაკებს და მათ შორის, მოსარჩელეებს აუნაზღაურა 2001 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 1 მაისამდე პერიოდის დავალიანება _ 13 000 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2001 წლის 28 სექტემბრამდე სარჩოს ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულ მოთხოვნას წარმოადგენდა, ვინაიდან, საწარმოო ტრამვის შედეგად დამდგარი ზიანის საკომპენსაციოდ ყოველთვიური სარჩოს გადახდა თავისი ბუნებით პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა, რომლის ხანდაზმულობის ვადა 3 წლით განისაზღვრებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეებზე სარჩოს გაცემის ვალდებულება სადავო საკითხს არ წარმოადგენდა, განსასაზღვრი იყო მხოლოდ ის გარემოება თუ თანხის რა ოდენობით და რა პერიოდიდან უნდა მომხდარიყო სარჩოს ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” მე-2 თავის მე-11 პუნქტზე, რომლის თანახმად, “დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდებოდა ყოველთვიური სარჩოს გადახდით იმ ვადით, რა ვადითაც დადგენილი ჰქონდა შრომის უნარის ხარისხის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, მინიჭებული ჰქონდა თუ არა ინვალიდობის ჯგუფი. ზიანი ანაზღაურდებოდა იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო 3 თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული ჰქონდა შრომის უნარის ხარისხი. თუ ორგანიზაციაში აღარ არსებობდა აღნიშნული ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, დაზარალებულს სარჩო ორგანიზაციაში არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ათმაგი ოდენობიდან განისაზღვრებოდა”.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დაკარგული შრომის უნარის ხარისხში იგულისხმებოდა როგორც პროფესიული, ისე საერთო შრომის უნარის ხარისხის დაკარგული ოდენობა. ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გაანგარიშება ხდებოდა შრომის უნარის ხარისხის დაკარგული ნაწილის იმ ოდენობიდან (პროფესიული ან საერთო), რომელიც მეტი ჰქონდა დაზარალებულს დაკარგული.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან, 1999-2002 წლებში ქ. ბათუმის მანქანათმშენებელი ქარხანა სალიკვიდაციო რეჟიმზე იმყოფებოდა და იქ შესაბამისი თანრიგისა და სპეციალობის მუშაკები არ იმყოფებოდნენ, სასამართლომ იხელმძღვანელა ანალოგიით და გაანგარიშება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივლისის ¹351 ბრძანებულებით დადგენილი მინიმალური ხელფასის – 20 ლარის ოდენობიდან მოახდინა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულება ანაზღაურების ოდენობის თაობაზე უცვლელად მოქმედებდა 2003 წლის 11 სექტემბრამდე, 2001 წლის 28 სექტემბრიდან 2002 წლის 1 იანვრამდე მოსარჩელეების ყოველთვიური სარჩო განისაზღვრა მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობით – იმ პროცენტული ოდენობის ფულადი თანხით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული ჰქონდათ შრომის უნარი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების მე-2 თავის მე-11 პუნქტის “გ” ქვეპუნქტზე, რომელიც 2003 წლის 11 სექტემბრის ცვლილების შემდეგ ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,თუ ორგანიზაციაში აღარ არსებობდა დაზარალებულის ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, დაზარალებულს სარჩო განესაზღვრებოდა სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასის სამმაგი, ხოლო იმ ორგანიზაციებში, სადაც ხორციელდებოდა ან განრხორციელდა მის ბალანსზე არსებული ქონების 10 % მეტი ინვესტიცია, არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ორმაგი ოდენობიდან”. აღნიშნული წესი მოქმედებდა 2007 წლის 1 მარტამდე, ხსენებული ნორმის თანახმად, იმ საწარმოში, სადაც აღარ არსებობდა დაზარალებულის თანრიგის პროფესია, სარჩო მინიმალური ხელფასის 20 ლარის სამმაგი ოდენობიდან უნდა განსაზღვრულიყო. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003 წლის 11 სექტემბერს ... ქარხნის ლიკვიდაცია დასრულებული იყო, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურება სარჩოს დასახელებული ფორმულის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულებამ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის ¹923 ბრძანებულებით განიცადა სახეცვლილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული გაანგარიშების საფუძველზე სარჩოს გაცემა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახლმწიფო ფონდს დაევალა. სსიპ ,,სოციალური სუბსიდიების სააგენტო”-ს 2007 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებით შეიქმნა სარჩოს მიმღებთა პირადი საქმეების შემსწავლელი კომისია, რომელმაც დეტალურად შეამოწმა პირადი საქმეები და გადაწყვიტა ვის ერგებოდა სარჩოს ანაზღაურება, თანხის რაოდენობა კი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განისაზღვრა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტომ 2007 წლის 1 მარტიდან შეწყვიტა სარჩოს გაცემა, შესაბამისად მოსარჩელეებს 2001 წლის 28 სექტემბრიდან 2002 წლის 1 იანვრამდე და 2004-2005 წლების პერიოდის სარჩო უნდა ანაზღაურებოდათ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,შრომითი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ზიანის გამო სარჩოს ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დადგენილი წესი შეიცვალა საქართველოს მთავრობის 2007 წლის ¹53 დადგენილებით, რომელმაც ზიანის ანაზღაურების წესი და პირობები მნიშვნელოვნად შეცვალა. 2007 წლის 1 მარტიდან არ შეიძლება დაწესებულიყო ახალი გასაცემლები ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების იმ დებულების საფუძველზე, რომლებიც არეგულირებდნენ უფლებამონაცვლის არასრებობის პირობებში გასაცემების დანიშვნის საფუძვლებს, მიუხედავად იმისა მიმდინარეობდა თუ არა ამ საკითხზე სამართალწარმოება სასამართლოებში. ამავე დადგენილების მესამე მუხლის პირველი ნაწილით სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” დაევალა უზრუნველეყო საქნახშირის დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის ¹429ა ბრძანებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 421-ე პუნქტის საფუძველზე 2007 წლის 1 მარტამდე სსიპ საქართველოს სოცდაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში რეგისტრირებული, აგრეთვე აღნიშულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდში. ამ ნორმის თანახმად, 2007 წლის 1 მარტის შემდეგ სარჩოს გასაცემი თანხა აღარ შეიძლებოდა დაწესებულიყო თუ არ არსებობდა ის საწარმო და მისი უფლებამონაცვლე, სადაც მიღებულ იქნა საწარმოო ტრავმა. 2007 წლის 1 მარტამდე დავალიანების დაფარვა კი სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” დაევალა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის ... ქარხნის გარკვეული ოდენობის ქონება ქ. ბათუმის მერიას გადაეცა, რათა ამ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხით მოსარჩელეთა დავალიანება დაეფარა. ქ. ბათუმის მერიის მიერ ბათუმის ... ქარხნის ქონების ჯართის სახით რეალიზება განხორციელდა, მიწის ნაკვეთები მის სახელზე აღირიცხა, ხოლო მოსარჩელეებს მხოლოდ 2001 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 1 მაისამდე პერიოდის დავალიანება სულ _ 13 000 ლარი აუნაზღაურდათ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ქ. ბათუმის მერიამ მიიღო ... ქარხნის ქონება და აიღო ვალდებულება დაეფარა მოსარჩელეთა დავალიანება, შესაბამისად, ის მასზე გადაცემული მანქანათმშენებლი ქარხნის ქონების ფარგლებში გახდა ლიკვიდირებული ქარხნის სამართალმემკვიდრე, რაც ქ. ბათუმის მერიის ქმედებითაც აღიარებული იყო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახეზე იყო ქ. ბათუმის მერიის მიერ ... ქარხნისაგან ქონების სახით დიდი ფასეულობის აქტივებისა და პასივების მიღება ვალების სახით, ანუ აქტივების ფარგლებში მას ევალებოდა პასივების დაფარვა, შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიის ვალდებულებაც ამ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების გაცემით დამთავრდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ქ. ბათუმის მერიის ვალდებულება და ... ქარხნის უფლებამოსილება დასრულდა 2006 წლის 1 იანვარს, როცა სსიპ ,,სოცსუბსიდიების სააგენტომ” აიღო ვალდებულება და მოსარჩელეებს ყოველთვიური სარჩოს თანხები აუნაზღაურა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩოს 2007 წლის 1 მარტის შემდგომი პერიოდის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობდა, რადგან საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებით 2007 წლის 1 მარტის შემდეგ სარჩოს გასაცემი თანხა არ შეიძლება დაწესებულიყო თუ აღარ არსებობდა ის საწარმო და მისი უფლებამონაცვლე, სადაც მოსარჩელეებმა მიიღეს საწარმოო ტრავმა, ხოლო 2007 წლის 1 მარტამდე დავალიანების დაფარვა სწორად ჰქონდა დავალებული სსიპ ,, სოციალური მოსმახურების სააგენტოს”
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ. კასატორმა ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორის _ ქ. ბათუმის მერიის განმარტებით იგი სადავოდ არ ხდიდა მოსარჩელეებზე გასაცემი თანხების რაოდენობასა და არსებულ გაანგარიშებას, მაგრამ არ ეთანხმებოდა აღნიშნული თანხის ქ. ბათუმის მერიისათვის დაკისრებას, ვინაიდან, მისი განმარტებით ის არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა.
კასატორის _ ქ. ბათუმის მერიის განმარტებით, განჩინებაში არ იყო მითითებული თუ რა საფუძვლით ჩაითვალა ქ. ბათუმის მერია სამართლამემკვიდრედ, როდესაც არსებობდა ნორმატიული აქტით პირდაპირ განსაზღვრული ორგანო, ვისაც მსგავსი დავალიანებების დაფარვა დაევალა. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილებით დამტიცებული ,,შრომითი მოვალეობის შერულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის” მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” დაევალა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” 421-ე პუნქტის საფუძველზე 2007 წლის 1 მარტამდე სსიპ სოციალური დაზღვევის სახლემწიფო ფონდში რეგისტრირებული, აგრეთვე, აღნიშნულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდში.
კასატორმა _ ქ. ბათუმის მერიამ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის უფლებამონაცვლის არ არსებობის შემთხვევაში ზიანს ანაზღაურებისთვის საჭირო თანხების გათვალისწინება სახელმწიფო ბიუჯეტით ხდებოდა. 2006 წლის 20 თებერვლის შემდეგ, ამავე პუნქტში შესული ცვლილების თანახმად, კი საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზურნველყოფდა 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში დაზარალებულ პირთა აღრიცხვას, ზიანის ანაზღაურების გაანგარიშებასა და მათ გაცემაზე კონტროლის დაწესებას.
კასატორის _ ქ. ბათუმის მერიის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროს დაეყრდნო აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2002 წლის 30 აპრილის ¹46 დადგენილების მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, ქ. ბათუმის მერიას ვარგისი ძირითადი საშუალებების რეალიზაცია და შემოსული სახსრებით ... ქარხნის დავალიანების დაფარვა დაევალა, თუმცა საქართველოს მთავრობამ გამოსცა ნორმატიული აქტი, რომლითაც პირდაპირ განსაზღვრა, რომ აღნიშნული დავალიანებების გაანგარიშება, ანაზღაურება და გაცემა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” უნდა მოეხდინა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების _ ლ. ს-იანის, ზ. ძ-უას, ლ. ს-შვილის და სხვათა განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა მთავრობის დადგენილება და არა საქართველოს შრომის კოდექსი, მაშინ როცა ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად შრომის კოდექსი საქართველოს მთავრობის დადგენილებაზე იერარქიულად მაღლა იდგა. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილებით დამტკიცებული ზიანის ანაზღაურების წესის მე-8 მუხლით დადგენილი შეზღუდვა ვრცელდებოდა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული ზიანის ანაზღაურების წესის 421-ე მუხლში მითითებულ შემთხვევაზე, ანუ როცა სახელმწიფოს 100% დაფუძნებული ორგანიზაციის ლიკვიდაციისას არ რჩებოდა მისი უფლებამონაცვლე.
კასატორების _ ლ. ს-იანის, ზ. ზ-უას, ლ. ს-შვილისა და სხვათა განმარტებით სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი და არ გამოყენა 137-ე და 144-ე მუხლები, რომელთა თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გამოყენება არ შეიძლებოდა არც აღიარებული და არც უკვე შესრულებული ვალდებულების მიმართ.
კასატორების _ ლ. ს-იანის, ზ. ზ-უას, ლ. ს-შვილის და სხვათა განმარტებით სასამართლომ არასწორად განმარტა 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-11 პუნქტი. სასამართლომ ამ პუნქტზე დაყრდნობით კანონიერად ჩათვალა ტრავმაში ბრალეული ორგანიზაციის უფლებამონაცვლის ქ. ბათუმის მერიის სოციალური განყოფილების მიერ მოსარჩელეებზე ჯერ კიდევ 1960-1970 წლებში დანიშნული სარჩოს სიდიდის გადაანგარიშება. აღნიშნული პუნქტით რეგულირდებოდა არა ადრე დანიშნული სარჩოს გაანგარიშების წესი, Aარამედ ანაზღაურების დანიშვნისას სარჩოს სიდიდე და ისიც განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა შრომის უნარის დაკარგვა ხდებოდა ტრამვის მიღებიდან განსაზღვრული პერიოდის გასვლის შემდეგ. უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება 1999 წლის 9 თებერვლამდე რეგულირდებოდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 12 აგვისტოს ¹619 დადგენილების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებდა სარჩოს სიდიდის კორექტირებას შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ცვლილების შესაბამისად, ხოლო ¹48 ბრძანებულების შემდგომ, 1999 წლის 9 თებერვლიდან 2005 წლის 7 ნოემბრამდე რეგულირდებოდა ზიანის ანაზღაურების წესის მე-12 პუნქტით. 2005 წლის 7 თებერვალს ეს პუნქტი ამოღებულ იქნა და ადრე დანიშნული სარჩოს სიდიდე ექვედებარებოდა გადაანგარიშებას მხოლოდ ორგანიზაციაში, შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილებების შესაბამისად და არა მე-11 პუნქტის პირობების შესაბამისად. კასატორების განმარტებით, სასამართლოს მიერ არასწორად გამოყენებული საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 სექტემბრის ¹443 ბრძანებულებით, ცვლილება იქნა შეტანილი არა მარტო საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹... ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის მე-11 პუნქტში, არამედ მე-12 პუნქტშიც და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების მინიმალური ხელფასის ცვლილებების შესაბამისად ხდებოდა სასამართლოს ან დამქირავებლის მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება მიუხედავად იმისა, როდის მიიღო დაზარალებულმა ტრავმა”. კასატორების განმარტებით, აღნიშნული ბრძანებულების შინაარსიდან გამომდინარე, უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება ხდებოდა არა მე-11 პუნქტით, არამედ იმ ბრძანებულებით შეტანილი ცვლილების შესაბამისად ჩამოყალიბებული მე-12 პუნქტით ანუ ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების მინიმალური ხელფასის ცვლილებების შესაბამისად. კასატორებმა აღნიშნეს, რომ იმდენად რამდენადაც პრეზიდენტის 2004 წლის 24 იანვრის ¹43 ბრძანებულებით სახელმწიფო დაწესებულებებში მინიმალური ხელფასის ოდენობა გაიზარადა 20 ლარიდან 115 ლარამდე. ამ პერიოდისათვის სარჩოს გადაანგარიშება შესაძლებელი იყო მხოლოდ გაზრდის კუთხით და არა შემცირების კუთხით. კასატორების განმარტებით, სასამართლომ მოსარჩელეთა საზიანოდ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 სექტემბრის ბრძენებულებით საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილება და სამჯერ შეამცირა სარჩოს სიდიდე და არ გამოიყენა ამავე ბრძანებულებით შეცვლილი მე-12 პუნქტი, რომლითაც ხუთნახევარჯერ 115-მდე მაინც უნდა გაზრდილიყო სიდიდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ბათუმის მერიისა და ლ. ს-იანის, ზ. ზ-უას, ლ. ს-შვილის, რ. ც-შვილის, ა. ნ-ძის, ა. ზ-ძის, ზ. ვ-იას, თ. X-ძის, მ. A-ძის, თ. A-ძის, ა. რ-ძის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიისა და ლ. ს-იანის, ზ. ზ-უას, ლ. ს-შვილის, რ. ც-შვილის, ა. ნ-ძის, ა. ზ-ძის, ზ. ვ-იას, თ. ხ-ძის, მ. ა-ძის, თ. ა-ძის, ა. რ-ძის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან კასატორების მიერ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელეები წლების განმავლობაში მუშაობდნენ ქ. ბათუმის ... ქარხანაში სხვადასხვა სპეციალობით. ქარხანაში შრომითი მოვალეობის შესრულებისას მათ ჯანმრთელობას მიადგა ზიანი, რის გამოც ისინი წლების განმავლობაში ღებულობდნენ ყოველთვიურ სარჩოს. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1999 წლის 7 ივლისის ¹60 დადგენილებით ქ. ბათუმში ... ქარხანა ლიკვიდაციის რეჟიმზე იქნა გადაყვანილი. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2002 წლის 30 აპრილის ¹46 დადგენილების საფუძველზე კი ქ. ბათუმის ... ქარხანასა და საყოფაცხოვრებო ... ქარხანაში საწარმოო ტრავმებითა და პროფესიულ დაავადებების შედეგად დაზარალებულ პირთათვის საკომპენსაციო თანხის გაცემის მიზნით აჭარის ა/რ ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოიყო _ 2525 ლარი. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება ქ. ბათუმის მერიას გადაეცა, რომელსაც ჯართის რეალიზაციით მიღებული თანხით ტრავმირებული მუშაკების დავალიანების დაფარვა დაევალა. ქ. ბათუმის მერიამ მიიღო ნარჩენი ქონება და მოახდინა მისი რეალიზაცია, რის შემდეგაც ტრამვირებულ მუშაკებს და მათ შორის მოსარჩელეებს აუნაზღაურა 2001 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 1 მაისამდე პერიოდის დავალიანება, სულ _ 13 000 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს არა მოსარჩელეებზე სარჩოს გაცემის ვალდებულება, არამედ სარჩოს გაცემის პერიოდისა და თანხის ოდენობის განსაზღვრა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს, შემდგომ კი სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2001 წლის 28 სექტემბრამდე სარჩოს ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულ მოთხოვნას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იმ მოთხოვნისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან სამი წელია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოო ტრავმის შედეგად დამდგარი ზიანის საკომპენსაციოდ ყოველთვიური სარჩოს გადახდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს და შესაბამისად, მასზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით 2004 წლის 28 სექტემბერს მიმართეს, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა 2001 წლის 28 სექტემბრამდე სარჩოს ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს, შემდგომ კი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ 2003 წლის 11 სექტემბრამდე სარჩოს ოდენობა მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობიდან განისაზღვრებოდა, ხოლო ¹48 ბრძანებულებაში შესული ცვლილების შესაბამისად 2003 წლის 11 სექტემბრის შემდეგ სარჩოს თანხის ოდენობა მინიმალური ხელფასის სამმაგი ოდენობიდან უნდა განსაზღვრულიყო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” მე-2 თავის მე-11 პუნქტზე, რომლის თანახმად ,,დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდებოდა ყოველთვიური სარჩოს გადახდით იმ ვადით, რა ვადითაც დადგენილი ჰქონდა შრომის უნარის ხარისხის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, მინიჭებული ჰქონდა თუ არა ინვალიდობის ჯგუფი. ზიანი ანაზღაურდებოდა იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო 3 თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული ჰქონდა შრომის უნარის ხარისხი. თუ ორგანიზაციაში აღარ არსებობდა აღნიშნული ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, დაზარალებულს სარჩო ორგანიზაციაში არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ათმაგი ოდენობიდან განისაზღვრებოდა”.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან, 1999-2002 წლებში ქ. ბათუმის ... ქარხანა სალიკვიდაციო რეჟიმში იმყოფებოდა და იქ შესაბამისი თანრიგისა და სპეციალობის მუშაკები არ იმყოფებოდნენ, სასამართლომ იხელმძღვანელა ანალოგიით და გაანგარიშება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივლისის ¹351 ბრძანებულებით დადგენილი მინიმალური ხელფასის – 20 ლარის ოდენობიდან მოახდინა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულება ანაზღაურების ოდენობის თაობაზე უცვლელად მოქმედებდა 2003 წლის 11 სექტემბრამდე, 2001 წლის 28 სექტემბრიდან 2002 წლის 1 იანვრამდე მოსარჩელეების ყოველთვიური სარჩო განისაზღვრა მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობით – იმ პროცენტული ოდენობის ფულადი თანხით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული ჰქონდათ შრომის უნარი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების მე-2 თავის მე-11 პუნქტის “გ” ქვეპუნქტზე, რომელიც 2003 წლის 11 სექტემბრის ცვლილების შემდეგ ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,თუ ორგანიზაციაში აღარ არსებობდა დაზარალებულის ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, დაზარალებულს სარჩო განესაზღვრებოდა სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასის სამმაგი, ხოლო იმ ორგანიზაციებში, სადაც ხორციელდებოდა ან განნხორციელდა მის ბალანსზე არსებული ქონების 10 % მეტი ინვესტიცია, არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ორმაგი ოდენობიდან”. აღნიშნული წესი მოქმედებდა 2007 წლის 1 მარტამდე, ხსენებული ნორმის თანახმად, იმ საწარმოში, სადაც აღარ არსებობდა დაზარალებულის თანრიგის პროფესია, სარჩო მინიმალური ხელფასის _ 20 ლარის სამმაგი ოდენობიდან უნდა განსაზღვრულიყო. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2003 წლის 11 სექტემბერს ... ქარხნის ლიკვიდაცია დასრულებული იყო, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურება სარჩოს დასახელებული ფორმულის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულებამ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის ¹923 ბრძანებულებით განიცადა სახეცვლილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული გაანგარიშების საფუძველზე სარჩოს გაცემა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახლმწიფო ფონდს დაევალა. სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” 2007 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებით შეიქმნა სარჩოს მიმღებთა პირადი საქმეების შემსწავლელი კომისია, რომელმაც დეტალურად შეამოწმა პირადი საქმეები და გადაწყვიტა ვის ერგებოდა სარჩოს ანაზღაურება, თანხის რაოდენობა კი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განისაზღვრა. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტომ 2007 წლის 1 მარტიდან შეწყვიტა სარჩოს გაცემა, შესაბამისად მოსარჩელეებს 2001 წლის 28 სექტემბრიდან 2002 წლის 1 იანვრამდე და 2004-2005 წლების პერიოდის სარჩო უნდა ანაზღაურებოდათ.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა 2007 წლის 1 მარტის შემდგომი პერიოდის სარჩოს ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლოა, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებით 2007 წლის 1 მარტის შემდეგ სარჩოს გასაცემი თანხა არ შეიძლება დაწესებულიყო თუ აღარ არსებობდა ის საწარმო და მისი უფლებამონაცვლე, სადაც მოსარჩელეებმა მიიღეს საწარმოო ტრავმა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,შრომითი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ზიანის გამო სარჩოს ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დადგენილი წესი შეიცვალა საქართველოს მთავრობის 2007 წლის ¹53 დადგენილებით, რომელმაც ზიანის ანაზღაურების წესი და პირობები მნიშვნელოვნად შეცვალა. 2007 წლის 1 მარტიდან არ შეიძლება დაწესებულიყო ახალი გასაცემლები ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების იმ დებულების საფუძველზე, რომლებიც არეგულირებდნენ უფლებამონაცვლის არარსებობის პირობებში გასაცემების დანიშვნის საფუძვლებს, მიუხედავად იმისა მიმდინარეობდა თუ არა ამ საკითხზე სამართალწარმოება სასამართლოებში. ამავე დადგენილების მესამე მუხლის პირველი ნაწილით სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” დაევალა უზრუნველეყო საქნახშირის დეპარტამენტის შახტებისა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის ¹429ა ბრძანებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 421-ე პუნქტის საფუძველზე 2007 წლის 1 მარტამდე სსიპ საქართველოს სოცდაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში რეგისტრირებული, აგრეთვე აღნიშულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდში. ამ ნორმის თანახმად, 2007 წლის 1 მარტის შემდეგ სარჩოს გასაცემი თანხა აღარ შეიძლებოდა დაწესებულიყო თუ არ არსებობდა ის საწარმო და მისი უფლებამონაცვლე, სადაც მიღებულ იქნა საწარმოო ტრავმა. 2007 წლის 1 მარტამდე დავალიანების დაფარვა კი სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” დაევალა.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ქ. ბათუმის ... ქარხნის ქონება ქ. ბათუმის მერიას გადაეცა, რათა მას ამ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხით მოსარჩელეთა დავალიანება დაეფარა. ქ. ბათუმის მერიის მიერ განხორციელდა ქ. ბათუმის ... ქარხნის ქონების ჯართის სახით რეალიზება, მიწის ნაკვეთები მის სახელზე აღირიცხა, ხოლო მოსარჩელეებს მხოლოდ 2001 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 1 მაისამდე პერიოდის დავალიანება, სულ _ 13 000 ლარი აუნაზღაურდათ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის _ ქ. ბათუმის მერიის მოსაზრებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ქ. ბათუმის მერია არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მერიამ მიიღო ... ქარხნის ქონება და აიღო ვალდებულება დაეფარა მოსარჩელეთა დავალიანება, შესაბამისად, ის მასზე გადაცემული ... ქარხნის ქონების ფარგლებში გახდა ლიკვიდირებული ქარხნის სამართალმემკვიდრე, რაც ქ. ბათუმის მერიის ქმედებითაც აღიარებულია, ვინადან, მან მოსარჩელეებს აუნაზღაურა 2001 წლის 1 იანვრიდან 2002 წლის 1 მაისამდე პერიოდის დავალიანება _ 13 000 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმის მერიას ... ქარხნისაგან ქონების სახით მიღებული _ აქტივების ფარგლებში ევალება პასივების _ ვალების დაფარვა, შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიის ვალდებულებაც ამ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების გაცემით დამთავრდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ბათუმის მერიისა და ლ. ს-იანის, ზ. ზ-უას, ლ. ს-შვილის, რ. ც-შვილის, ა. ნ-ძის, ა. ზ-ძის, ზ. ვ-იას, თ. ხ-ძის, მ. ა-ძის, თ. ა-ძის და ა. რ-ძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.