Facebook Twitter

ბს-1116-1085(კ-10) 4 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ქ-შვილის, ზ. ბ-შვილის, ა. ბ-ძის, ჯ. გ-ძის, ბ. მ-ძის, ი. ჭ-ძის, ზ. კ-შვილის, ზ. ე-ძის, რ. კ-შვილის, თ. ც-შვილის, გ. ბ-შვილის, პ. გ-შვილის, გ. ფ-ძის, უ. ბ-ძის, პ. მ-შვილის, ა. ს-ავას, ჯ. გ-ძის, ბ. გ-ძის, ბ. უ-შვილისა და გ. ლ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 14 სექტემბერს ნ. ქ-შვილმა, ზ. ბ-შვილმა, ა. ბ-ძემ, ჯ. გ-ძემ, ბ. მ-ძემ, ი. ჭ-ძემ, ზ. კ-შვილმა, ზ. ე-ძემ, რ. კ-შვილმა, თ. ც-შვილმა, გ. ბ-შვილმა, პ. გ-შვილმა, გ. ფ-ძემ, უ. ბ-ძემ, პ. მ-შვილმა, ა. ს-ავამ, ჯ. გ-ძემ, ბ. გ-ძემ, ბ. უ-შვილმა და გ. ლ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 25 მაისის პასუხის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 8 ივნისის ¹3 ოქმისა და 2009 წლის 17 ივლისის ¹245/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2007 წლის 1 სექტემბრიდან სარჩოს გადახდის (აღდგენის) დავალება მოითხოვეს.

საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 ნოემბრის სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 25 მაისის პასუხის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 17 ივლისის ¹245/ო ბრძანების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 ნოემბრის საოქმო განჩინებით ნ. ქ-შვილის, ზ. ბ-შვილის, ა. ბ-ძის, ჯ. გ-ძის, ბ. მ-ძის, ი. ჭ-ძის, ზ. კ-შვილის, ზ. ე-ძის, რ. კ-შვილის, თ. ც-შვილის, გ. ბ-შვილის, პ. გ-შვილის, გ. ფ-ძის, უ. ბ-ძის, პ. მ-შვილის, ა. ს-ავას, ჯ. გ-ძის, ბ. გ-ძის, ბ. უ-შვილისა და გ. ლ-ძის სასარჩელო მოთხოვნაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 8 ივნისის ¹3 ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ქ-შვილის, ზ. ბ-შვილის, ა. ბ-ძის, ჯ. გ-ძის, ბ. მ-ძის, ი. ჭ-ძის, ზ. კ-შვილის, ზ. ე-ძის, რ. კ-შვილის, თ. ც-შვილის, გ. ბ-შვილის, პ. გ-შვილის, გ. ფ-ძის, უ. ბ-ძის, პ. მ-შვილის, ა. ს-ავას, ჯ. გ-ძის, ბ. გ-ძის, ბ. უ-შვილისა და გ. ლ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ქ-შვილმა, ზ. ბ-შვილმა, ა. ბ-ძემ, ჯ. გ-ძემ, ბ. მ-ძემ, ი. ჭ-ძემ, ზ. კ-შვილმა, ზ. ე-ძემ, რ. კ-შვილმა, თ. ც-შვილმა, გ. ბ-შვილმა, პ. გ-შვილმა, გ. ფ-ძემ, უ. ბ-ძემ, პ. მ-შვილმა, ა. ს-ავამ, ჯ. გ-ძემ, ბ. გ-ძემ, ბ. უ-შვილმა და გ. ლ-ძემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებით ნ. ქ-შვილის, ზ. ბ-შვილის, ა. ბ-ძის, ჯ. გ-ძის, ბ. მ-ძის, ი. ჭ-ძის, ზ. კ-შვილის, ზ. ე-ძის, რ. კ-შვილის, თ. ც-შვილის, გ. ბ-შვილის, პ. გ-შვილის, გ. ფ-ძის, უ. ბ-ძის, პ. მ-შვილის, ა. ს-ავას, ჯ. გ-ძის, ბ. გ-ძის, ბ. უ-შვილისა და გ. ლ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ქ-შვილმა, ზ. ბ-შვილმა, ა. ბ-ძემ, ჯ. გ-ძემ, ბ. მ-ძემ, ი. ჭ-ძემ, ზ. კ-შვილმა, ზ. ე-ძემ, რ. კ-შვილმა, თ. ც-შვილმა, გ. ბ-შვილმა, პ. გ-შვილმა, გ. ფ-ძემ, უ. ბ-ძემ, პ. მ-შვილმა, ა. ს-ავამ, ჯ. გ-ძემ, ბ. გ-ძემ, ბ. უ-შვილმა და გ. ლ-ძემ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ქ-შვილის, ზ. ბ-შვილის, ა. ბ-ძის, ჯ. გ-ძის, ბ. მ-ძის, ი. ჭ-ძის, ზ. კ-შვილის, ზ. ე-ძის, რ. კ-შვილის, თ. ც-შვილის, გ. ბ-შვილის, პ. გ-შვილის, გ. ფ-ძის, უ. ბ-ძის, პ. მ-შვილის, ა. ს-ავას, ჯ. გ-ძის, ბ. გ-ძის, ბ. უ-შვილისა და გ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ქ-შვილის, ზ. ბ-შვილის, ა. ბ-ძის, ჯ. გ-ძის, ბ. მ-ძის, ი. ჭ-ძის, ზ. კ-შვილის, ზ. ე-ძის, რ. კ-შვილის, თ. ც-შვილის, გ. ბ-შვილის, პ. გ-შვილის, გ. ფ-ძის, უ. ბ-ძის, პ. მ-შვილის, ა. ს-ავას, ჯ. გ-ძის, ბ. გ-ძის, ბ. უ-შვილისა და გ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ქ-შვილის, ზ. ბ-შვილის, ა. ბ-ძის, ჯ. გ-ძის, ბ. მ-ძის, ი. ჭ-ძის, ზ. კ-შვილის, ზ. ე-ძის, რ. კ-შვილის, თ. ც-შვილის, გ. ბ-შვილის, პ. გ-შვილის, გ. ფ-ძის, უ. ბ-ძის, პ. მ-შვილის, ა. ს-ავას, ჯ. გ-ძის, ბ. გ-ძის, ბ. უ-შვილისა და გ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.