ბს-1118-1086(კ-10) 8 ნოემბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველ მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. შ-ძის, თ. ლ-ავას, ე. მ-ძის, ბ. ხ-ავას, ზ. მ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. შ-ძემ, თ. ლ-ავამ, ე. მ-ძემ, ბ. ხ-ავამ და ზ. მ-შვილმა სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) და შპს “...” მიმართ და მოითხოვეს: მოპასუხის დავალდებულება გაევრცელებინა მოსარჩელეებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილის სტატუსის მქონეებისთვის, რომლებიც დასაქმებულნი არიან საქართველოს რკინიგზის სხვადასხვა სამსახურში. 2003 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლებულ ყოფილიყვნენ ისინი საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისაგან და სათანადოდ კორექტირებული დეკლარაცია წარედგინა მას მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის; 3) მოპასუხეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დავალებოდა საგადასახადო აგენტის, შპს “...” მიერ წარდგენილი კორექტიებული დეკლარაციის საფუძველზე მოეხდინა მოსარჩელეთა ხელფასებიდან ზედმეტად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის თანხების მოსარჩელეებზე უკან დაბრუნება შემდეგი ოდენობით: ა. შ-ძეზე _ 4378,24 ლარის, ე. მ-ძეზე _3433,31 ლარის, თ. ლ-ავაზე _ 3718,98 ლარის, ბ. ხ-ავაზე _ 3402,15 ლარის და ზ. მ-შვილზე _ 3349,33 ლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. შ-ძემ, თ. ლ-ავამ, ე. მ-ძემ, ბ. ხ-ავამ და ზ. მ-შვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. შ-ძემ, თ. ლ-ავამ, ე. მ-ძემ, ბ. ხ-ავამ, ზ. მ-შვილმა, რომლითაც მოითხოვეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. შ-ძის, თ. ლ-ავას, ე. მ-ძის, ბ. ხ-ავას, ზ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. შ-ძის, თ. ლ-ავას, ე. მ-ძის, ბ. ხ-ავას, ზ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. შ-ძის, თ. ლ-ავას, ე. მ-ძის, ბ. ხ-ავას, ზ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ივნისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.