Facebook Twitter

ბს-1125-1093 (კ-10) 1 ივნისი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი – შპს “...”, დირექტორი დ. ბ-ძე;

მოწინააღმდეგე მხარი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური;

მესამე პირი_ქ. ბათუმის მერია, წარმომადგენელი გ. მ-ძე;

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განჩინება;

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს ,, ...”, მოპასუხეების – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ რამდენჯერმე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა: 1) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 2 მაისის ¹882008106762 გადაწყვეტილების გაუქმება. 2) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 6 ივნისის ¹01/11-3022 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 3) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება - გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქ. ბათუმში, ... ქ. ¹1-ში მდებარე 1093 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს ,, ...” სახელზე დარეგისტრირების თაობაზე; 4) საჯარო რეესტრიდან აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ამონაწერის გაცემა; 5) თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის ¹163 განკარგულების 1.13 პუნქტის ბათილად ცნობა; 6) ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 14 ივლისის ¹646 ბრძანების 1.10 პუნქტის ბათილად ცნობა; 7) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება გაეუქმებინა ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 14 ივლისის ¹646 ბრძანების 1.10 პუნქტის საფუძველზე განხორციელებული ყველა სარეგისტრაციო ჩანაწერი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით შპს ,, ...” სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ბათუმის მერია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის – ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის ¹163 განკარგულების 1.13 პუნქტისა და ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 14 ივლისის ¹646 ბრძანების 1.10 პუნქტის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,, ...”.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის განჩინებით შპს ,, ...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,, ...” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ “თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებისათვის გამწვანებისა და დასვენების ადგილების სტატუსის მინიჭების შესახებ” ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის ¹163 განკარგულებით გამწვანებისა და დასვენების ადგილის სტატუსი მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის, ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, მათ შორის ... და ... (...) ქუჩების კვეთაში მდებარე 1 037 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ “თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე დამატებით არსებული რამოდენიმე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ” ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 14 ივლისის ¹646 ბრძანებით თვითმმართველი ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. ბათუმში, ... და ... (...) ქუჩების კვეთაში მდებარე 1 037 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მდებარეობდა შპს “...” კუთვნილი კაფე-ბარი. 2008 წლის 15 აპრილს, შპს “...” დირექტორმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა შპს “...” საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ბათუმში, ... და ... (...) ქუჩების კვეთაში მდებარე 1037 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განცხადებაზე შპს “...” მიერ თანდართული იყო ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 14 ივლისის ¹646 ბრძანების, კომერციული ფართის ტექპასპორტი, სიტუაციური გეგმა, ექსპერტის ცნობები და სხვა დოკუმენტები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 2 მაისს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (იხ. ასლი საქმეში) იმ მოტივით, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შპს “...” მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო ამ უკანასკნელმა 2008 წლის 6 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 14 ივლისის ¹646 ბრძანების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 22 ივლისს დარეგისტრირებულ იქნა ქ. ბათუმის მერიის საკუთრება ... და ... (...) ქუჩების კვეთაში მდებარე 1 037 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეეტრის ამონაწერით და საკადასტრო გეგმით. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილებით საწარმოო კომერციულ ფირმა “...” ნება დაერთო ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე სკვერში, ... ქვესადგურის გვერდით აეშენებინა ღია კაფე, თუმცა გადაწყვეტილებაში მითითებული არ იყო, რა ოდენობის მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდა ფირმა “...” ღია კაფის ასაშენებლად. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 28 მაისის ¹01-10/241 წერილით (იხ. ასლი საქმეში) გადაწყდა, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილებითა და დამტკიცებული პროექტის მიხედვით ... და ... ქუჩების კვეთაში აშენებული 57,8 კვ.მ. ფართის ღია კაფეს ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელი იყო და ფირმა “...” ნება დაერთო მის ფუნქციონირებაზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 28 მაისის ¹01-10/241 წერილით მოხდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილების საფუძველზე აშენებული კაფე-ბარის ექსპლუატაციაში მიღება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საწარმოო ფირმა “...” ქ. ბათუმის მერიის მიერ ღია კაფე-ბარის ასაშენებლად გამოეყო მხოლოდ 57,8 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და არა 1 039 კვ.მ, როგორც მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, იგივე ფაქტობრივი გარემოება დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობა-დახასიათებითაც. ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ 1995 წლის 18 ივნისს შეთანხმებული მშენებლობის პროექტითაც დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საწარმოო კომერციულ ფირმა “...” სწორედ 57,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მიეცა ღია კაფე-ბარის აშენების უფლება. სასამართლომ მიუთითა, რომ შპს “...” მიერ საქმეში წარმოდგენილი მშენებლობის პროექტის 1-ლი გვერდი წარმოადგენდა გენგეგმას, რომელიც ასახავდა, თუ არქიტექტურულად როგორ იქნებოდა წარმოდგენილი ასაშენებელი შენობა მიმდებარე ტერიტორიასთან მიმართებაში, რაც არ ნიშნავდა, რომ მასზე მითითებული მთლიანი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელზედაც საწარმოო ფირმა “...” ნება დაერთო ღია კაფე-ბარის ასაშენებლად. პროექტით შპს “...”-სათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ოდენობა უნდა დადგენილიყო ამავე პროექტის მე-2 გვერდიდან, სადაც მოცემული იყო ასაშენებელი ობიექტის ზუსტი პარამეტრები. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებებით, ექსპერტ ლ. კ-იას და შპს “...” მიერ გაცემული ცნობებით ვერ დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ ფირმა “...” ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილებით გამოეყო 1 063 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რამდენადაც ისინი ეწინააღმდეგებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 28 მაისის ¹01-10/241 წერილის შინაარსს, რომელმაც, როგორც უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შეითანხმა საწარმოო კომერციული ფირმა “...” მიერ ასაშენებელი ღია კაფე-ბარის მშენებლობის პროექტი.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვითრებითა და სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, თუ რა ოდენობის მიწის ნაკვეთი გამოეყო საწარმოო კომერციულ ფირმა “...” კაფე-ბარის ასაშენებლად.

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილებით საწარმოო კომერციულ ფირმა “...”, რომლის სამართალმემკვიდრეც იყო შპს “...”, ქ. ბათუმში ... (ახლანდელი ... ქუჩა) და ... ქუჩების კვეთაში ღია კაფე-ბარის მშენებლობისათვის გამოეყო 57,8 კვ.მ. ფართი. სასამართლომ ამასთან ერთად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილება და ექსპლუატაციაში მიღების აქტი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შპს “...” საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პირდაპირ საფუძველს არ წარმოადგენდა. სადავო აქტების გამოცემის დროისათვის მოქმედი, “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებული საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების მიხედვით, თუ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან უფლების დამდგენი სხვა დოკუმენტი, მაშინ ამ პირს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით უნდა მიემართა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედი კომისიისათვის. მოცემულ შემთხვევაში, თუ კი შპს “...” თვლიდა, რომ მას გააჩნდა ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 1 039 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტი (ასეთ უფლების დამდგენ დოკუმენტად მოსარჩელე ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილებას მიიჩნევს), რომლითაც იგი დაადასტურებდა სადავო მიწის ნაკვეთზე ან მართლზომიერ მფლობელობას, ან კანონიერ სარგებლობას, ანდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას, ვალდებული იყო ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღაირების მოთხოვნით მიემართა თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 ნოემბრის ¹155 განკარგულებით შექმნილ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობე­ლობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიისათვის, რომელიც განიხილავდა საკითხს და თუ შპს “...” მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე პირის საკუთრების უფლების აღიარებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის გასცემდა უფლების დამდგენ დოკუმენტს, საკუთრების უფლების მოწმობას. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო მას მოეთხოვა სადავო მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

სასამართლომ მიიჩნია, რომ თუ “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, შპს “...” პირდაპირ, საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიისადმი მიმართვის გარეშე მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილების საფუძველზე ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 1 093 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის მიერ 2008 წლის 2 მაისს მიღებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ კანონშესაბამისი იყო, რადგანაც “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონი ამ დროისათვის ძალადაკარგული იყო და საჯარო რეესტრს აღარ გააჩნდა უფლება, დამოუკიდებლად გადაეწყვიტა საკითხი, კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირისათვის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. სადავო აქტების მიღების დროისათვის მოქმედი, “უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “კ” ქვეპუნქტით განსაზღვრული იყო, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ასეთი აქტი უფლების საჯარო რეესტრში პირდაპირი რეგისტრაციის საფუძველი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულს პირდაპირ ითვალისწინებდა კანონი ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. დადგენილი იყო, რომ შპს “...” ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 1 093 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით არ მიუმართავს თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 ნოემბრის ¹155 განკარგულებით შექმნილ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობე­ლობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიისადმი. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური არ იყო უფლებამოსილი, ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 1 093 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დაერეგისტრირებინა შპს “...” სახელზე “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებულ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების საფუძველზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური არ იყო უფლებამოსილი ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 1 093 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დაერეგისტრირებინა შპს “...” საკუთრებაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის საფუძველზეც. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ის მოსაზრება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე 1995 წლიდან გააჩნდა საკუთრების უფლება და ამიტომაც ითხოვდა იგი რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრის დავალდებულებას. სასამართლომ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 1997 წლის 25 ნოემბრამდე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში, რადგანაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლით დადგენილ იქნა, რომ ფიზიკურ პირთა სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები იყო განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლებოდა ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდებოდა სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. თუ მოსარჩელე თვლიდა, რომ ამის საფუძველზე იყო საჯარო რეესტრი ვალდებული მის სახელზე საკუთრების უფლებით დაერეგისტრირებინა სადავო მიწის ნაკვეთი, იგი ვერ აკმაყოფილებდა კანონის აღნიშნული ნორმის მოთხოვნებს, კერძოდ, მოსარჩელე იყო კერძო სამართლის იურიდიული პირი და არა ფიზიკური პირი და ამასთან, ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილებით ფირმა “...” გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე განლაგებული არ იყო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.

ამასთან, სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის ¹163 განკარგულების 1-ლი პუნქტის 1.10 ქვეპუნქტით ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 1 037 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მიენიჭა გამწვანებისა და დასვენების ადგილის სტატუსი, ხოლო “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენდა საზოგადოებრივ ადგილს ან დასასვენებელ ადგილებს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის აქტები, რომლითაც შპს “...” უარი ეთქვა ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 1 093 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე, კანონიერი იყო და მათი ბათილად ცნობის არანაირი საფუძვლები არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულების საფუძველი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,, ...”.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განჩინებით შპს ,, ...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ მას სადავო მიწის ნაკვეთზე 1995 წლიდან გააჩნდა საკუთრების უფლება და ამიტომაც ითხოვდა იგი რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრის დავალდებულებას. 1997 წლის 25 ნოემბრამდე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში, რადგანაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლით დადგენილ იქნა, რომ ფიზიკურ პირთა სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები იყო განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლებოდა ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდებოდა სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელე არ აკმაყოფილებდა კანონის აღნიშნული ნორმის მოთხოვნებს, კერძოდ, მოსარჩელე იყო კერძო სამართლის იურიდიული პირი და არა ფიზიკური პირი და ამასთან, ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილებით ფირმა “...” გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე განლაგებული არ იყო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოტივაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო რეესტრის სამსახური ვალდებული იყო “ქონების ლეგალიზების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მოეხდინა მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო მიწის ნაკვეთზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2007 წლის 25 ივლისიდან ამოქმედებული “ქონების ლეგალიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის I-ლი პუნქტით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ნებისმიერ ქონებაზე, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით ამ კანონის ამოქმედებამდე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონებისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ქონებაზე, რომელზედაც საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მიმდინარეობს სასამართლო დავა (რომლის ერთ-ერთი მხარე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულია) ან ადმინისტრაციული წარმოება. ის გარემოება, რომ შპს “...” და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს შორის მიმდინარეობდა დავა შპს “...” მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2006 წლის 20 აპრილს აღძრულ სარჩელზე, დადასტურებულად მიიჩნია, სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმით ¹3ბ/251-10წ.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის ¹163 განკარგულების 1-ლი პუნქტის 1.10 ქვეპუნქტით ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 1 037 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მიენიჭა გამწვანებისა და დასვენების ადგილის სტატუსი, რის გამოც “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩათვალა, რომ იგი საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარებოდა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,, ...”, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “ე”, “ვ” და “ზ” პუნქტები, ვინაიდან 1995 წლის 20 ივნისს ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის ¹293 გადაწყვეტილებით და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მოთხოვნის თანახმად ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის მიერ შეთანხმებული და დამტკიცებული პროექტით, განაშენებიანის ფართით, მიმაგრებული მიწის ნაკვეთის გეგმითა და ტერიტორიის ექსპლიკაციით, წარმოადგენს დასახელებული ნორმის “ე” პუნქტის თანახმად იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გამოყოფილ მიწას. Kამასთან, დასახელებული კანონის “ზ” პუნქტის თანახმად, ქ. ბათუმის მერიის კაბინეტი და მისი არქიტექტურის სამსახური, ქალაქის მთავარ არქიტექტორთან ერთად წარმოადგენს სადავო პერიოდისათვის შესაბამის სამსახურს. კასატორის მოსაზრებით, ქ. ბათუმის მერიის კაბინეტს გადაწყვეტილების მიღებისას რომ სცოდნოდა, რა ოდენობის განაშენებიანის მიწის ნაკვეთის ფართი დასჭირდებოდა ფირმა “...” შეთანხმებული შენობის პროექტისა და მისი ფუნციონირებისათვის, თავიდანვე განისაზღვრებოდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ოდენობა, მაგრამ შენობის პროექტისა და მისი განაშენიანების ფართის განსაზღვრა დაევალა კომპეტენტურ პირს_ მთავარ არქიტექტორს, რომელმაც დადგენილი წესის თანახმად შეითანხმა და დაამტკიცა კიდევაც უშუალოდ შენობა-ნაგებობის პროექტი, ასევე მისი განაშენიანების ფართი და შესაბამისად განსაზღვრა მიმაგრებული მიწის ნაკვეთის გეგმა, ტერიტორიის ექსპლიკაციით.

Kკასატორის მოსაზრებით, ქ. ბათუმის მერიის მიერ 2008 წლის 14 ივლისს მიღებული ¹646 ბრძანება სასამართლოს უნდა ჩაეთვალა უფლებამოსილების გადამეტებით მიღებულ ადმინისტრაციულ აქტად, რომელსაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, იურიდიული ძალა არ გააჩნია და ბათილად უნდა გამოცხადებულიყო თანმდევი შედეგებით, რაც სასამართლომ არ გააკეთა და სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ სადავო საკითხი წარმოადგენს ცალკე დავის საგანს და მისი კანონიერების კვლევაში სასამართლო ვერ შევა. კასატორის მოსაზრებით, აპელირება იმ გარემოებაზე, რომ 1995 წლის ადმინისტრაციული აქტი წარმოადგენს მხოლოდ მითითებულ მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობის კაფე-ბარის მშენებლობის ნებართვას და შესაბამისად მიწის ნაკვეთის ამ არსებით შემადგენელ ნაწილზე შპს “...” საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, უსაფუძვლოა, ვინაიდან იგი ამასთან ერთად წარმოადგენს ამ შენობაზე დამაგრებულ და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს და შესაბამისად იგი ცალკე არ განიხილება, არამედ, კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული აქტის არსებითი შემადგენელი ნაწილია დამტკიცებულ და შეთანხმებულ პროექტთან და გენგეგმასთან ერთად, რომელიც მოიცავს არა მარტო შენობის პროექტს, არამედ დამტკიცებული გენგეგმის მიხედვითა და ტერიტორიის ექსპლიკაციით მასზედ დამაგრებული მიწის ნაკვეთის გეგმასაც და შესაბამის ნახაზსაც მასშტაბში საზღვრის დადგენითა და გამიჯვნით და ამ მიწის ნაკვეთის ფართის მოცულობის განსაზღვრით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,, ...” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღებისას დარღვეული არ არის მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები შესწავლილი და გამოკვლეულია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აპრილს შპს ,, ...” დირექტორმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა შპს ,, ...” საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ბათუმში, ... და ... (...) ქუჩების კვეთაში მდებარე 1037 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა 2008 წლის 2 მაისს მიიღო სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, იმ მოტივით, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 მაისის ¹293 გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

შპს ,, ...” აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო ამ უკანასკნემა 2008 წლიას 6 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საქმეზე ასევე დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტს იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილებით, საწარმოო კომერციულ ფირმა ,, ...” ნება დაერთო ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე სკვერში, ... ქვესადგურის გვერდით აეშენებინა ღია კაფე. დადგენილება არ შეიცავს მითითებას ღია კაფის ასაშენებლად გამოყოფილი მიწის ფართის ოდენობის თაობაზე. ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ წამოდგენილ მოტივაციას მიწის ფართის დადგენის ნაწილში და თვლის, რომ მიწის ოდენობის განსაზღვრა ვერ მოხდება სპეციალისტის მიერ შედგენილი ცნობების საფუძველზე, ვინაიდან სპეციალისტის ცნობა არ წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ უფლების დამდგენ დოკუმენტს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 28 მაისის ¹01-10/241 წერილს, რომლითაც გადაწყდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილებითა და დამტკიცებული პროექტის მიხედვით ... და ... ქუჩის კვეთაში აშენებული 57,8 კვ/მ ფართის ღია კაფის ექსპლუატაციაში მიღება და ფირმა ,, ...” ნება დაერთო მის ფუნქციონირებაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება და ადასტურებს, რომ საქმეში დაცული მასალების შესაბამისად უდავოა, რომ საწარმოო კომერციულ ფირმა ,, ...” (ამჟამად შპს ,, ...”) ღია კაფის ასაშენებლად გამოეყო 57,8 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და არა 1 039 კვ/მ, როგორც ამას კასატორი მიუთითებს.

საკასაციო სასამართლო ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ შპს ,, ...” დარღვეული აქვს მიწის რეგისტრაციისათვის დადგენილი აუცილებელი პროცედურა. მართალია, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 41 მუხლის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოდ აღიარებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მაგრამ საგულისხმოა, რომ მითითებული ცვლილება კანონში შესულია 2008 წლის დეკემბერში. ანუ სადავო პერიოდისათვის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, პირს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით უნდა მიემართა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიისათვის, რომლის გადაწყვეტილებაც წარმოადგენდა მიწის საჯარო რეესტრში დარეგისტრირების საფუძველს.

საკასაციო სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ სადავო პერიოდისათვის მოქმედი ,,უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აძლევდა უფლებას, შპს ,, ...” სახელზე დაერეგისტრირებინა 1 093 კვ/მ მიწის ნაკვეთი, ვინაიდან მხარის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე წარდგენილი არ იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც, ამავე კანონის საფუძვეზე, მოიაზრება ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

საკასაციო სასამართლო მართალია ადასტურებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლთან მიმართებაში, მაგრამ იმავდროულად თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტი არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაზე მდებარე 1 093 კვ/მ მიწის ნაკვეთზე შპს ,, ...” 1995 წლიდან გააჩნდა საკუთრების უფლება, რის გამოც ცალსახად არამართებულად მიიჩნევს ზემოაღნიშნულ მუხლზე აპელირებას.

საკასაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს სადავო მიწის ნაკვეთის სამართლერივ სტატუსს და დადგენილად მიიჩნევს, რომ ,,ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებისათვის გამწვანებისა და დასვენების ადგილების სტატუსის მინიჭების შესახებ” ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის ¹163 განკარგულებით გამწვანებისა და დასვენების ადგილის სტატუსი მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის, ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვთებს, მათ შორის ... და ... (...) ქუჩების კვეთაზე მდებარე 1037 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას. საყურადღებოა, რომ ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 28 დეკემბრის ¹163 განკარგულებამდე, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ასევე ატარებდა სკვერის სტატუსს, რასაც ადსტურებს ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, საწარმოო კომერციულ ფირმა ,, ...” ნება დაერთო ეწარმოებინა ღია კაფის მშენებლობა ... და ... კვეთაზე მდებარე ,, ...”.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას და თვლის, იმ პირობებშიც კი, თუ სასამართლო დადგენილად მიიჩნევდა, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1995 წლის 20 ივნისის ¹293 გადაწყვეტილება შპს ,, ...” წარმოადგენს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე უფლების განმსაზღვრელ დოკუმენტს, აღნიშნული ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან ,, ...” საკუთრებაში გადაცემის ამგვარ ფორმას არ ითვალისწინებდა არცერთი მოქმედი კანონმდებლობა. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის 3.4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი იმპერატიულად მიუთითებდა, რომ მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით იყო შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი მიწის ნაკვეთების განკარგვა: საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთები (მოედნები, ქუჩები, გასასვლელები, გზები, სანაპიროები და დასასვენებელი ადგილები).

ამდენად, დასასვენებელი ადგილები_სკვერები, მიეკუთვნებოდა საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთს, რომლის განკარგვა შესაძლებელი იყო მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით და კერძო საკუთრებაში მისი გადაცემა იყო დაუშვებელი.

ანალოგიური მოთხოვნაა გატარებული ამჟამად მოქმედ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის” 3.2 მუხლის ,,ვ” პუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთები (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო, დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყეპარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი.

ზემოაღნიშნული აკრძალვებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, განურჩევლად იმისა, მართებულად მოხდა თუ არა სადავო მიწის ნაკვეთის თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა, აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს შპს ,, ...” უფლებებზე, რამდენადაც არ არსებობს ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც შპს ,, ...” მისცემს 1037 კვ/მ “...” საკუთრებაში აღრიცხვის შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, ის ვერ ადასტურებს იმ მატერიალური თუ პროცესუალური დარღვევების არსებობის ფაქტს, რაც შესაძლოა იქცეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,, ...” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.