ბს-1132-1100(კ-10) 10 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორები (მოსარჩელეები) _ 1. ვ. დ-უა; 2. დ. კ-ძე; 3. დ. ვ-ძე; 4. პ. უ-ავა; 5. ა. ე-ძე; 6. ა. კ-ძე; 7. ვ. ე-ავა; 8. შ. კ-ძე; 9. თ. გ-შვილი; 10. ვ. ე-ავა; 11. ზ. ე-ავა; 12. კ. ბ-ძე; 13. ნ. ბ-ძე; 14. მ. თ-ძე; 15. მ. ლ-ავა; 16. ა. დ-უა; 17. გ. წ-ძე; 18. ა. ბ-ძე; 19. ა. გ-ავა; 20. ნ. ჩ-ძე; 21. გ. მ-ავა; 22. გ. ქ-შვილი; 23. რ. ჩ-ძე; 24. გ. ფ-ანი; 25. ი. ვ-შვილი; 26. ო. ი-ძე; 27. გ. ც-შვილი; 28. მ. კ-ავა; 29. ა. ლ-ძე; 30. ბ. გ-ული; 31. გ. კ-ძე; 32. გ. გ-ძე; 33. ზ. ბ-ძე; 34. ა. ც-აია; 35. ვ. შ-ძე; 36. ა. მ-შვილი; 37. რ. ბ-ძე; 38. ო. შ-ძე; 39. ჯ. ს-ძე; წარმომადგენელი _ ი. წ-აია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _P1) შპს “...”; წარმომადგენელი _ დ. ა-იანი; 2) სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი; 3) სსიპ შემოსავლების სამსახური ქუთაისის რეგიონული ცენტრი; წარმომადგენელი _ ა. დ-ძე
მესამე პირი _ სსიპ შემოსავლების სამსახური; წარმომადგენელი _ ა. დ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება
სარჩელის საგანი _ არასწორად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 15 ივლისს ვ. დ-უამ, დ. კ-ძემ, დ. ვ-ძემ, პ. უ-ავამ, ა. ე-ძემ, ა. კ-ძემ, ვ. ე-ავამ, შ. კ-ძემ, თ. გ-შვილმა, ვ. ე-ავამ, ზ. ვ.-ძე ე-ავამ, კ. ბ-ძემ, ნ. ბ-ძემ, მ. თ-ძემ, მ. ლ-ავამ, ა. დ-უამ, გ. წ-ძემ, ა. ბ-ძემ, ა. გ-ავამ, ნ. ჩ-ძემ, გ. მ-ავამ, გ. ქ-შვილმა, რ. ჩ-ძემ, გ. ფ-ანმა, ი. ვ-შვილმა, ო. ი-ძემ, გ. ც-შვილმა, მ. კ-ავამ, ა. ლ-ძემ, ბ. გ-ულმა, გ. კ-ძემ, ა. მ-შვილმა, რევაზ ბრეგვაძემ, ჯ. ს-ძემ, ო. შ-ძემ, ვ. შ-ძემ, გ. გ-ძემ, ზ. ბ-ძემ და ა. ც-აიამ (სულ 39 ფიზიკური პირი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – შპს “...” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ისინი იყვნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილენი, რაც დასტურდებოდა იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებებით. მოსარჩელეები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ საომარ ტერიტორიაზე, აღადგენდნენ დანგრეულ ხიდებს და ლიანდაგებს, გადაჰქონდათ საბრძოლო ტექნიკა, გადაჰყავდათ ადამიანები, გარდაცვლილები, ამდენად, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს ისინი უშუალოდ იყვნენ დაკავშირებულნი საბრძოლო მოქმედებებთან, რის გამოც მათზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. მოსარჩელეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული შეღავათი მათზე 2003 წლამდე ვრცელდებოდა, თუმცა გაურკვეველ მიზეზთა გამო მათ 2003 წლის შემდეგ შეუწყდათ შეღავათის გავრცელება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოპასუხის _ შპს “...” მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მოსარჩელეებზე გავრცელება (მათ მიმართ 2003 წლამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა), მოსარჩელეთა ხელფასიდან არასწორად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისათვის სათანადოდ კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა, ხოლო მოპასუხის _ მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ ხელფასიდან უკანონოდ ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს “...” დაევალა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება მოსარჩელეების - ა. გ-ავას, ნ. ჩ-ძის, გ. მ-ავას, გ. ქ-შვილის, რ. ჩ-ძის, გ. ფ-ანის და ო. ი-ძის მიმართ; შპს “...” ასევე დაევალა 2003 წლიდან არასწორად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება მოსარჩელეების - ა. გ-ავას, ნ. ჩ-ძის, გ. მ-ავას, გ. ქ-შვილის, რ. ჩ-ძის, გ. ფ-ანის და ო. ი-ძის მიმართ და მოსარჩელეებზე კორექტირებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას საგადასახადო აგენტის (შპს “...”) მიერ კორექტირებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენის შემდეგ ზედმეტად გადახდილი თანხების, კერძოდ, ა. გ-ავას სასარგებლოდ - 5156.42 ლარის, ნ. ჩ-ძის სასარგებლოდ - 360 ლარის, გ. მ-ავას სასარგებლოდ - 1110 ლარის, გ. ქ-შვილის სასარგებლოდ - 1110 ლარის, რ. ჩ-ძის სასარგებლოდ - 1110 ლარის, გ. ფ-ანის სასარგებლოდ - 2659 ლარისა და ო. ი-ძის სასარგებლოდ - 1110 ლარის დაბრუნება დაევალა; ა. დ-უას, ზ. ვ. ძე ე-ავას, ნ. ბ-ძეს, დ. კ-ძეს, დ. ვ-ძეს, ა. ე-ძეს, თ. გ-შვილს, მ. ლ-ავას, გ. გ-ძეს, ჯ. ს-ძეს, ო. შ-ძეს, რ. ბ-ძეს, ა. მ-შვილს, ბ. გ-ულს, გ. კ-ძეს, მ. კ-ავას, ა. ლ-ძეს, ვ. შ-ძეს, მ. თ-ძეს, კ. ბ-ძეს, ა. ც-აიას, ზ. ბ-ძეს, ვ. ე-ავას, ა. კ-ძეს, ვ. ე-ავას, ი. ვ-შვილს, გ. წ-ძეს, ვ. დ-უას, პ. უ-ავას, ა. ბ-ძეს, შ. კ-ძესა და გ. ც-შვილს უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. დ-უამ, დ. კ-ძემ, დ. ვ-ძემ, პ. უ-ავამ, ა. ე-ძემ, ა. კ-ძემ, ვ. ე-ავამ, შ. კ-ძემ, თ. გ-შვილმა, ვ. ე-ავამ, ზ. ვ.-ძე ე-ავამ, კ. ბ-ძემ, ნ. ბ-ძემ, მ. თ-ძემ, მ. ლ-ავამ, ა. დ-უამ, გ. წ-ძემ, ა. ბ-ძემ, ი. ვ-შვილმა, გ. ც-შვილმა, მ. კ-ავამ, ა. ლ-ძემ, ბ. გ-ულმა, გ. კ-ძემ, ა. მ-შვილმა, რ. ბ-ძემ, ჯ. ს-ძემ, ო. შ-ძემ, ვ. შ-ძემ, გ. გ-ძემ, ზ. ბ-ძემ და ა. ც-აიამ. აპელანტებმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისათვის თანხების დაბრუნების დავალების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამაც, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თანხის დაბრუნების შესაბამის მოპასუხეზე დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განჩინებით ვ. დ-უას, დ. კ-ძის, დ. ვ-ძის, პ. უ-ავას და სხვათა, აგრეთვე მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2009 წლის 17 აგვისტოს მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისათვის 2003-2009 წლებში ხელფასიდან უკანონოდ ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნების დაკისრება მოითხოვეს შემდეგი ოდენობით: გ. გ-ძის სასარგებლოდ _ 2492.71 ლარის, ა. მ-შვილის სასარგებლოდ _ 2557.06 ლარის, ვ. შ-ძის სასარგებლოდ _ 1806.39 ლარის, გ. კ-ძის სასარგებლოდ _ 1949.37 ლარის, ო. შ-ძის სასარგებლოდ _ 819.31 ლარის, ჯ. ს-ძის სასარგებლოდ _ 2381.04 ლარის, რ. ბ-ძის სასარგებლოდ _ 1952.79 ლარის, მ. კ-ავას სასარგებლოდ _ 2525.30 ლარის, ბ. გ-ულის სასარგებლოდ _ 1790.83 ლარის, ა. ლ-ძის _ 2580.43 ლარის, ა. ბ-ძის სასარგებლოდ _ 1296.90 ლარის, გ. ც-შვილის სასარგებლოდ _ 3108 ლარის, ი. ვ-შვილის სასარგებლოდ _ 3134 ლარის, გ. ფ-ანის სასარგებლოდ _ 2659 ლარის, რ. ჩ-ძის სასარგებლოდ _ 1110 ლარის, გ. ქ-შვილის სასარგებლოდ _ 1110 ლარის, გ. მ-ავას სასარგებლოდ _ 1110 ლარის, ნ. ჩ-ძის სასარგებლოდ _ 360 ლარის, ო. ი-ძის სასარგებლოდ _ 1110 ლარის, ა. გ-ავას სასარგებლოდ _ 3550.42 ლარის, გ. წ-ძის სასარგებლოდ _ 1219.70 ლარის, ა. დ-უას სასარგებლოდ _ 3664.73 ლარის, მ. ლ-ავას სასარგებლოდ _ 3664.73 ლარის, მ. თ-ძის სასარგებლოდ _ 3517.73 ლარის, ნ. ბ-ძის სასარგებლოდ _ 1361.19 ლარის, კ. ბ-ძის სასარგებლოდ _ 1511.92 ლარის, ვ. ე-ავას სასარგებლოდ _ 1330.92 ლარის, ვ. ე-ავას სასარგებლოდ _ 3423.78 ლარის, თ. გ-შვილის სასარგებლოდ _ 3291.80 ლარის, შ. კ-ძის სასარგებლოდ _ 1458.97 ლარის, ვ. ე-ავას სასარგებლოდ _ 3444.05 ლარის, ა. კ-ძის სასარგებლოდ _ 3294.56 ლარის, ა. ე-ძის სასარგებლოდ _ 2745.28 ლარის, პ. უ-ავას სასარგებლოდ _ 3466.47 ლარის, დ. ვ-ძის სასარგებლოდ _ 3202.30 ლარის, დ. კ-ძის სასარგებლოდ _ 3031.07 ლარის, ვ. დ-უას სასარგებლოდ _ 2901.39 ლარის, ა. ც-აიას სასარგებლოდ _ 1083.67 ლარისა და ზ. ბ-ძის სასარგებლოდ _ 3318.98 ლარის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ოქტომბრის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა სათანადო მოპასუხით - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრით (საგადასახადო ინსპექციით).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეების _ ვ. დ-უას, დ. კ-ძის, დ. ვ-ძისა და სხვათა სარჩელი, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და შპს “...” მიმართ, არასწორად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია საქმეში ჩაება მოპასუხედ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. დ-უას, დ. კ-ძის, დ. ვ-ძისა და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. დ-უამ, დ. კ-ძემ, დ. ვ-ძემ და სხვებმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინებით ვ. დ-უას, დ. კ-ძის, დ. ვ-ძის და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანების კატეგორიას განეკუთვნებოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლების მონაწილენი და მათზე ვრცელდებოდა ამ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით ვეტერანებისათვის დაწესებული სოციალური, ეკონომიკური და სხვა სახის შეღავათები. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლებას შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი შეღავათებისა და წახალისების შესახებ, რომლებიც ამ კანონით არ იყო გათვალისწინებული.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი შეღავათი იყო დადგენილი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, რომლის თანახმადაც საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრებოდა მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდებოდა იმ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ადრე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ცნობილნი იყვნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებად ან ცნობილნი იყვნენ ვეტერანებად ამ კანონის შესაბამისად. ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის ¹1058 ბრძანებულებით დამტკიცდა ვეტერანის მოწმობის ნიმუში და მისი გაცემის წესი, რომლითაც განისაზღვრა ვეტერანის სტატუსის მინიჭების, მათი აღრიცხვის და შესაბამისი კატეგორიების განსაზღვრის წესი. ამავე წესის თანახმად, მხოლოდ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობა წარმოადგენდა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და შეღავათების გავრცელების სავალდებულო პირობას. იგივე წესს ადგენდა ამ ბრძანებულების მიღებამდე მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის ¹632 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობისა და მისი გაცემის წესის შესახებ დებულება. ამასთან, აღნიშნული ბრძანებულების მე-2 პუნქტის თანახმად, 2002 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს სამინისტროების, უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაცემული მსგავსი შეღავათების მიღების უფლების დამადასტურებელი მოწმობები.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვეტენარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები და შეღავათები ვრცელდებოდა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონის ან ადრე მოქმედი კანონის საფუძველზე ცნობილნი იყვნენ ვეტერანებად ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ და რომლებზედაც გაცემული იყო ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშების მოწმობა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლის მონაწილე, არ იყო მის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი გარანტიების და შეღავათების მიღების საკმარისი საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რაც შეეხებოდა ნ. ჩ-ძესა და ა. ც-აიას მათ არ ჰქონდათ მინიჭებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების (ომის მონაწილის) სტატუსი, საქმეზე წარდგენილი ო. შ-ძის და სხვების (სულ 10 პირი) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობები კი ძალადაკარგულ დოკუმენტებს წარმოადგენენ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. დ-უამ, დ. კ-ძემ, დ. ვ-ძემ და სხვებმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების განმარტებით, სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ წარმოადგენდნენ მოსარჩელეების მიერ წარდგენილი ვეტერანთა მოწმობები ძალადაკარგულ დოკუმენტებს.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ საქმეში არსებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით, მოსარჩელეებს 2000-2001 წლებში მიენიჭათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის სტატუსი. 2002 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა არა სასამართლო წესით დადგენილი გადაწყვეტილებები, არამედ საქართველოს სამინისტროების, უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაცემული მსგავსი შეღავათების მიღების უფლების დამადასტურებელი მოწმობები. კასატორების განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ვერ გააუქმებდა.
კასატორებმა ასევე მიიჩნიეს, რომ სასამართლომ სამართლებრივად ვერ დაასაბუთა თუ რატომ ეთქვა უარი იმ ექვს მოსარჩელეს, რომელსაც ჰქონდა გენშტაბის ცნობა და იმ ორ მოსარჩელეს (ნ. ჩ-ძეს და ა. ც-აიას), რომლებსაც ჰქონდათ ახალი 10 ნიშნა ვეტერანთა მოწმობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. დ-უას, დ. კ-ძის, დ. ვ-ძისა და სხვათა საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ვ. დ-უას, დ. კ-ძის, დ. ვ-ძისა და სხვათა საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად და მისი განხილვა ჩაინიშნა მხარეთა დასწრებით 2011 წლის 20 იანვარს 12:00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ვ. დ-უას, დ. კ-ძის, დ. ვ-ძისა და სხვათა საკასაციო საჩივარი (39 ფიზიკური პირი) ა. ც-აიას, ნ. ჩ-ძის, რ. ჩ-ძის, გ. ქ-შვილის, გ. მ-ავას, ო. ი-ძის, ა. გ-ავასა და გ. ფ-ანის (8 ფიზიკური პირის) ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო დანარჩენი ფიზიკური პირების (31 ფიზიკური პირის) ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2008 წლის 1 დეკემბრის ¹2310 წერილის თანახმად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის გადაცემულ არქივში დაცული არ არის (არ ინახება) ოცდახუთი მოსარჩელის _ ა. დ-უას, ვ. ე-ავას, ნ. ბ-ძის, დ. ლ-ავას, გ. გ-ძის, ჯ. ს-ძის, ო. შ-ძის, რ. ბ-ძის, ა. (ა.) მ-შვილის, ბ. გ-ულის, გ. კ-ძის, მ. კ-ავას, აბესალომ ლომიძის, ვ. შ-ძის, მ. თ-ძის, კ. ბ-ძის, ა. ც-აიას, ზ. ბ-ძის, ვ. ე-ავას, ა. კ-ძის და ვ. ე-ავას განცხადებების გამო, იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენის თაობაზე ნაწარმოები სამოქალაქო საქმეები, შესაბამისად, არქივში დაცული არ აღმოჩნდა დასახელებულ პირთა მიერ მოცემულ საქმეზე წარდგენილი გადაწყვეტილებების (ასლების) შესაბამისი გადაწყვეტილებები დედნების სახით, აღნიშნული მოსარჩელეები არ იყვნენ რეგისტრირებულნი არც სამტრედიის რაიონული სასამართლოს სარეგისტრაციო ჟურნალში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2008 წლის 1 დეკემბრის ¹2310 წერილის, აღნიშნულ წერილთან ერთად წარმოდგენილი 2000 წლის 11 აპრილის ¹2/97, 2000 წლის 30 მაისის ¹2/143, 2000 წლის 6 მარტის ¹2/75, 2000 წლის 16 მარტის ¹2/144 და 1999 წლის 22 ოქტომბრის ¹2/188 გადაწყვეტილებების დამოწმებული ეგზემპლარებით დგინდება, რომ სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ნამდვილად განიხილა და დააკმაყოფილა მოსარჩელეების _ ი. ვ-შვილის, გ. წ-ძის, ვ. დ-უას, პ. უ-ავას, ა. ბ-ძის, შ. კ-ძისა და გ. ც-შვილის განცხადებები ომში მონაწილეობის თაობაზე იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენის შესახებ. შეიარაღებული ძალების კადრების დეპარტამენტის 2004 წლის ცნობებით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის წერილით დადგენილია, რომ ა. გ-ავა, გ. ქ-შვილი, ო. ი-ძე, გ. მ-ავა, გ. ფ-ანი, ნ. ჩ-ძე და რ. ჩ-ძე 1992-1993 წლებში მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, გათანაბრებულნი იყვნენ დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან და სარგებლობდნენ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილი შეღავათებით (ტ. I, ს.ფ. 59-71; 287).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანების კატეგორიას მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლების მონაწილენი და მათზე ვრცელდება ამ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით ვეტერანებისათვის დაწესებული სოციალური, ეკონომიკური და სხვა სახის შეღავათები. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი შეღავათებისა და წახალისების შესახებ, რომლებიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთი შეღავათი არის დადგენილი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, რომლის თანახმადაც საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება იმ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ადრე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ცნობილნი იყვნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებად ან ცნობილნი არიან ვეტერანებად ამ კანონის შესაბამისად. ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის ¹1058 ბრძანებულებით დამტკიცდა ვეტერანის მოწმობის ნიმუში და მისი გაცემის წესი, რომლითაც განისაზღვრა ვეტერანის სტატუსის მინიჭების, მათი აღრიცხვის და შესაბამისი კატეგორიების განსაზღვრის წესი. ამავე წესის თანახმად, მხოლოდ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობა წარმოადგენს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და შეღავათების გავრცელების სავალდებულო პირობას. იგივე წესს ადგენს ამ ბრძანებულების მიღებამდე მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის ¹632 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობისა და მისი გაცემის წესის შესახებ დებულება. ამასთან, აღნიშნული ბრძანებულების მე-2 პუნქტის თანახმად, 2002 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს სამინისტროების, უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაცემული მსგავსი შეღავათების მიღების უფლების დამადასტურებელი მოწმობები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვეტენარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები და შეღავათები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონის ან ადრე მოქმედი კანონის საფუძველზე ცნობილნი არიან ვეტერანებად ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ, რომლებზედაც გაცემულია ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშების მოწმობა ან რომლებიც ამჟამადაც სარგებლობენ კანონით განსაზღვრული შეღავათებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლის მონაწილე, არ არის მის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი გარანტიების და შეღავათების მიღების საკმარისი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ვ. დ-უას, დ. კ-ძის, დ. ვ-ძის, პ. უ-ავას, ა. ე-ძის, ა. კ-ძის, ვ. ე-ავას, შ. კ-ძის, თ. გ-შვილის, ვ. ე-ავას, ზ. ვ.-ძე ე-ავას, კ. ბ-ძის, ნ. ბ-ძის, მ. თ-ძის, მ. ლ-ავას, ა. დ-უას, გ. წ-ძის, ა. ბ-ძის, ი. ვ-შვილის, გ. ც-შვილის, მ. კ-ავას, ა. ლ-ძის, ბ. გ-ულის, გ. კ-ძის, ა. მ-შვილის, რ. ბ-ძის, ჯ. ს-ძის, ო. შ-ძის, ვ. შ-ძის, გ. გ-ძისა და ზ. ბ-ძის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო შეღავათის გავრცელებისა და საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის გამოყენებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავად ფაქტს იმის თაობაზე, საგადასახადო შეღავათის მომთხოვნი პირი წარმოადგენს თუ არა ამ შეღავათის მატარებელ სუბიექტს ანუ პასუხობს თუ არა კანონის იმ მოთხოვნებს, რომელთა არსებობის პირობებშიც მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს საგადასახადო შეღავათი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2008 წლის 1 დეკემბრის ¹2310 წერილის თანახმად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის გადაცემულ არქივში დაცული არ არის (არ ინახება) ოცდახუთი მოსარჩელის _ ა. დ-უას, ვ. ე-ავას, ნ. ბ-ძის, დ. ლ-ავას, გ. გ-ძის, ჯ. ს-ძის, ო. შ-ძის, რ. ბ-ძის, ა. (ა.) მ-შვილის, ბ. გ-ულის, გ. კ-ძის, მ. კ-ავას, ა. ლ-ძის, ვ. შ-ძის, მ. თ-ძის, კ. ბ-ძის, ა. ც-აიას, ზ. ბ-ძის, ვ. ე-ავას, ა. კ-ძის და ვ. ე-ავას განცხადებების გამო, იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენის თაობაზე ნაწარმოები სამოქალაქო საქმეები, შესაბამისად, არქივში დაცული არ აღმოჩნდა დასახელებულ პირთა მიერ მოცემულ საქმეზე წარდგენილი გადაწყვეტილებების (ასლების) შესაბამისი გადაწყვეტილებები დედნების სახით, აღნიშნული მოსარჩელეები არ არიან რეგისტრირებულნი არც სამტრედიის რაიონული სასამართლოს სარეგისტრაციო ჟურნალში. ამდენად, მათ მიმართ არ დგინდება გადაწყვეტილებების ნამდვილობის ფაქტი. რაც შეეხება იმ შვიდ მოსარჩელეს (ი. ვ-შვილი, გ. წ-ძე, ვ. დ-უა, პ. უ-ავა, ა. ბ-ძე, შ. კ-ძე და გ. ც-შვილი) რომელთა ნაწილშიც დადასტურდა გადაწყვეტილებების ნამდვილობის ფაქტი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტული პირის ომში მონაწილეობის თაობაზე იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ დასარეგისტრირებლად (ანუ გაფორმებისთვის) უნდა წარედგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის ¹351/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ პუნქტი ადგენს, რომ ,,დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანებია: ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონით დადგენილი პირების ზუსტი აღრიცხვა, ერთიანი კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნა, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი ერთიანი პირადობის მოწმობების დამზადება-გაცემა’’. იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ უდავო წარმოების წესით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების რეგისტრაციის (ანუ გაფორმების) სავალდებულობას ადასტურებს ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ¹50 ბრძანებით დამტკიცებული “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის’’ ნორმებიც.
ამდენად, მოსარჩელეებს _ ი. ვ-შვილს, გ. წ-ძეს, ვ. დ-უას, პ. უ-ავას, ა. ბ-ძეს, შ. კ-ძეს და გ. ც-შვილს უარი უნდა ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელეებმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ შეძლეს შესაბამისი მტკიცებულებების (ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ,,ომის მონაწილის’’ მოწმობების) წარმოდგენა იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ისინი ნამდვილად წარმოადგენენ ომის მონაწილეებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. კ-ძეს, ბ. გ-ულს, ა. მ-შვილს, ა. ლ-ძეს, გ. გ-ძეს, ვ. შ-ძეს, მ. კ-ავას, რ. ბ-ძეს, ჯ. ს-ძესა და ო. შ-ძეს იმ დროს მოქმედი 9 ნიშნა ვეტერანთა მოწმობები შპს “...” არ წარუდგენიათ (ვეტერანთა მოწმობების წარდგენის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე კასატორებმა ვერ მიუთითეს), რაც შეღავათის გავრცელების სავალდებულო პირობას წარმოადგენდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ვ. დ-უას, დ. კ-ძის, დ. ვ-ძის, პ. უ-ავას, ა. ე-ძის, ა. კ-ძის, ვ. ე-ავას, შ. კ-ძის, თ. გ-შვილის, ვ. ე-ავას, ზ. ვ.-ძე ე-ავას, კ. ბ-ძის, ნ. ბ-ძის, მ. თ-ძის, მ. ლ-ავას, ა. დ-უას, გ. წ-ძის, ა. ბ-ძის, ი. ვ-შვილის, გ. ც-შვილის, მ. კ-ავას, ა. ლ-ძის, ბ. გ-ულის, გ. კ-ძის, ა. მ-შვილის, რ. ბ-ძის, ჯ. ს-ძის, ო. შ-ძის, ვ. შ-ძის, გ. გ-ძისა და ზ. ბ-ძის ნაწილში არის კანონიერი და დასაბუთებული.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება ა. ც-აიას, ნ. ჩ-ძის, რ. ჩ-ძის, გ. ქ-შვილის, გ. მ-ავას, ო. ი-ძის, ა. გ-ავასა და გ. ფ-ანის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეირაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2008 წლის 17 ნოემბრის ¹3/4702 წერილზე, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ¹0006990, ¹006938, ¹0006996, ¹001325, ¹003894, ¹0006994 და ¹000013 ცნობებზე, რომელთა თანახმადაც ა. გ-ავა, ნ. ჩ-ძე, გ. მ-ავა, გ. ქ-შვილი, რ. ჩ-ძე, გ. ფ-ანი და ო. ი-ძე ნამდვილად იღებდნენ მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში და გათანაბრებულნი არიან დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მათ წარდგენილი ჰქონდათ იმ დროს მოქმედი 9 ნიშნა ვეტერანთა მოწმობები შპს “...”, ხოლო ნ. ჩ-ძეს და ა. ც-აიას აღებული აქვთ ახალი 10 ნიშნა ვეტერანთა მოწმობები და რვავე პირი დღემდე სარგებლობს ,,ომისა და სამხედრო ძალების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ ე.წ. ,,ყვითელ ცნობებს” და ახალ 10 ნიშნა ვეტერანთა მოწმობებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გარკვევას არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მხარეთა შორის არსებული დავის სამართლებრივი რეგულირებისათვის.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისად, არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. დ-უას, დ. კ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივარი ა. ც-აიას, ნ. ჩ-ძის, რ. ჩ-ძის, გ. ქ-შვილის, გ. მ-ავას, ო. ი-ძის, ა. გ-ავასა და გ. ფ-ანის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ამ ნაწილში გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ვ. დ-უას, დ. კ-ძის და სხვათა საკასაციო საჩივარი ა. ც-აიას, ნ. ჩ-ძის, რ. ჩ-ძის, გ. ქ-შვილის, გ. მ-ავას, ო. ი-ძის, ა. გ-ავასა და გ. ფ-ანის ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 410, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. დ-უასა და სხვათა (სულ 39 ფიზიკური პირის) საკასაციო საჩივარი ა. ც-აიას, ნ. ჩ-ძის, რ. ჩ-ძის, გ. ქ-შვილის, გ. მ-ავას, ო. ი-ძის, ა. გ-ავასა და გ. ფ-ანის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ამ ნაწილში გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება და საქმე ა. ც-აიას, ნ. ჩ-ძის, რ. ჩ-ძის, გ. ქ-შვილის, გ. მ-ავას, ო. ი-ძის, ა. გ-ავასა და გ. ფ-ანის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. ვ. დ-უასა და სხვათა (სულ 39 ფიზიკური პირის) საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს; ამ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.