ბს-1139-1107 (კ-10) 26 იანვარი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე ი/მ «...» მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) წინააღმდეგ 19.10.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და ფოთის საგადასახადო ინსპექციის 29.07.07წ. კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობა, ამავე ინსპექციის 11.07.07წ. ¹35 საგადასახადო მოთხოვნის გადასახადის ძირითადი თანხის, 17 895 ლარის ნაწილში კუთვნილი საჯარიმო სანქციების გათვალისწინებით ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ასევე ფოთის საგადასახადო ინსპექციისათვის შესაბამისი კორექტირებით ახალი შემოწმების აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 31.07.08წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 28.09.07წ. ¹7111 ბრძანება და 11.07.07წ. ¹35 საგადასახადო მოთხოვნა, ასევე ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 29.07.07წ. ი/მ «...» კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი, კერძოდ 2006-2007 წლებში დღგ-ს დეკლარაციის წარმოუდგენლობისათვის დაკისრებული ჯარიმის _ 22 800 ლარის ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი/მ «...», საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა. ი/მ «...» მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 31.07.08წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, მოითხოვა 11.07.07წ. ¹35 საგადასახადო მოთხოვნის, დამატებული ღირებულების გადასახადის ძირითადი თანხის 17 895 ლარის დარიცხვის ნაწილში, შესაბამისი საჯარიმო სანქციების გათვალისწინებით, ბათილად ცნობა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება. ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 31.07.08წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ი/მ «...» სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.08წ. განჩინებით ი/ნ «...» სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.08წ. გადაწყვტილებით ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 31.07.08წ. გადაწყვეტილება და ი/მ «...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.08წ. გადაწყვტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «...». კასატორმა დღგ-ს დეკლარაციის წარუდგენლობისთვის საჯარიმო თანხის _ 22 800 ლარის დარიცხვის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კეტეგორიის საქმეთა პალატის 28.10.09 წ. განჩინებით ი/მ «...» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.08წ. გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 31.07.08წ. გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 28.09.07წ. ¹7111 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 11.07.07წ. ¹35 საგადასახადო მოთხოვნის და 29.06.07წ. შემოწმების აქტის ნაწილობრივ, 2006-2007წწ. დღგ-ს დეკლარაციის წარუდგენლობისათვის დაკისრებული ჯარიმის, 22 800 ლარის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.10 წ. გადაწყვეტილებით ფოთის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 31.07.08 წ. გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 28.09.07წ. ¹7111 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 11.07.07წ. ¹35 საგადასახადო მოთხოვნის 2006-2007წწ. დღგ-ს დეკლარაციის წარუდგენლობისათვის დაკისრებული ჯარიმის, 22 800 ლარის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი.მ. «...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი. «...», მოთხოვნაზე ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 29.06.07წ. კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში, დაუშვებლობის გამო, საქმის წარმოება შეწყდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 28.09.07წ. ¹7111 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 11.07.07წ. ¹35 საგადასახადო მოთხოვნა 2006-2007წწ. დღგ-ს დეკლარაციის ვადის დარღვევით წარმოდგენისათვის დაკისრებული ჯარიმის, 22 800 ლარის ბათილად ცნობის ნაწილში და მას საგადასახადო კოდექსის 131.1 მუხლის (მოქმედი რედაქცია) თანახმად დაედო ჯარიმა 10 737,60 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.10 წ. გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ფოთის რეგიონალურმა ცენტრმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ფოთის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.10 წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.