Facebook Twitter

ბს-1159-1106(კ-09) 18 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ზ. ა-ძე, წარმომადგენელი _ გ. ტ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წარმომადგენელი _ ვ. ზ-შვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი _ ვ. ზ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის განჩინება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

განსახილველი საგანი _ სარჩელის გამოხმობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 18 ნოემბერს ზ. Aა-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმათა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ქუთაისში, ... ¹75-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრების უფლებით ზ. Aა-ძის სახელზე რეგისტრაცია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის განჩინებებით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება. ხსენებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უძრავი ქონების მის სახელზე დარეგისტრირების მოთხოვნით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს, რასაც დაურთო ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელი იყო ამ მოქმედების შესასრულებლად, თუმცა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა უარი თქვა ქ. ქუთაისში, ... ¹75-ში მდებარე უძრავი ქონების მის სახელზე რეგისტრაციაზე. აღნიშნულის შემდეგ, ზ. Aა-ძემ საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, რომელმაც ასევე დაუსაბუთებელი უარი უთხრა მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 1 სექტემბრის ¹01/11-4843/2742/დ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ქუთაისში, ... ¹75-ში მდებარე უძრავი ქონების ზ. Aა-ძის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირების დავალება მოითხოვა.

მოგვიანებით, ზ. Aა-ძემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც დააზუსტა მოპასუხეთა სია და თანამოპასუხედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური დაასახელა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინებით ზ. ა-ძის სარჩელი მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. Aა-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. Aა-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის განჩინებით ზ. Aა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ქუთაისში, ... ¹75-ში მდებარე უძრავი ქონების ზ. Aა-ძის საკუთრებად დარეგისტრირება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის განჩინებებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მისი აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არსებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მასალების მიხედვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ჯ-ძის განცხადება და ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. ქუთაისში, ... ¹1-ში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით აიკრძალა სარეგისტრაციო ჩანაწერის განხორციელება. მითითებული განჩინების ასლი 2008 წლის 1 აგვისტოს ჩაბარდა ზ. Aა-ძეს, რომელსაც განჩინება არ გაუსაჩივრებია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა დავა გ. ჯ-ძესა და ზ. Aა-ძეს შორის ქ. ქუთაისში, ... ¹75-ში ( ... ¹1) მდებარე სახლთმფლობელობაზე.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ზ. Aა-ძესა და გ. ჯ-ძეს შორის არსებული დავის დასრულების შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის საფუძველზე გადაწყდებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისა თუ ძალაში დატოვების საკითხი. მანამ, სანამ სასამართლოს აქტით, კერძოდ, 2008 წლის 23 ივლისის განჩინებით სარეგისტრაციო სამსახურს ქ. ქუთაისში, ... ¹75-ში ( ... ¹1) მდებარე უძრავ ქონებაზე აკრძალული ჰქონდა სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, იგი არ იყო უფლებამოსილი დაეკმაყოფილებინა ზ. Aა-ძის მოთხოვნა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონიერი იყო როგორც ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. Aა-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. Aა-ძის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ზ. Aა-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2010 წლის 18 თებერვალს, 12.00 საათზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის სხდომაზე ზ. ა-ძემ წარმოადგინა განცხადება, რომლითაც გამოიხმო სარჩელი. იმავე სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარეების (მოპასუხეების) წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა ზ. ა-ძის მიერ სარჩელის გამოხმობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის საოქმო განჩინებით სარჩელის გამოხმობის თაობაზე ზ. Aა-ძის განცხადების განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო სარჩელის გამოხმობის შესახებ ზ. Aა-ძის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ხსენებული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი (საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში) შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში (საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში) მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რის შემდეგაც სარჩელის გამოხმობა დასაშვები გახდა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, რაც მოსარჩელეს უფლებას აძლევს, სარჩელი გამოიხმოს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების დროს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელემ _ ზ. Aა-ძემ განცხადებით გამოიხმო სარჩელი, რასაც დაეთანხმნენ მოპასუხეები _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური, მოსარჩელის _ ზ. Aა-ძის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ზ. Aა-ძის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები გაუქმდეს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ზ. Aა-ძეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 372-ე, 831-ე მუხლებით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. Aა-ძის განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ზ. Aა-ძის სარჩელი მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ დარჩეს განუხილველი და დაუბრუნდეს მოსარჩელეს;

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის განჩინება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება;

4. ზ. Aა-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.