Facebook Twitter

ბს-1164-1132(კ-კს-10) 12 იანვარი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს «ნ. ლ-ძის» კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.09 წ. გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

11.04.2000 წ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიისა და მესამე პირის _ შპს «ნ. Lლ-ძის» მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის მერიის 11.05.92 წ. ¹693 განკარგულებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 04.08.98 წ. ¹16.30.353 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მანვე მოითხოვა შპს «ნ. Lლ-ძეზე» გაცემული მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაუქმება და საჯარო რეესტრში ცვლილებების განხორციელება.

საოლქო სასამართლოს 13.04.2000 წ. განჩინებით საქმე გადაეგზავნა განსჯად _ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

24.04.01 წ. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადებით მიმართა მესამე პირმა შპს «ნ. Lლ-ძის» გენერალურმა დირექტორმა _ ნ. L-ძემ მოპასუხეების _ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის, ქ. თბილისის სატყეო მეურნეობის, შპს «...» და მესამე პირების - ქ. თბილისის მერიის, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის და ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ. შპს «ნ. Lლ-ძემ» სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 27.05.99 წ. ¹1095 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული 31.05.99 წ. მიწის ნაკვეთის (0.7 ჰა) მიღება-ჩაბარების აქტის, ასევე მოპასუხეებისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

15.01.02 წ. შპს «ნ. Lლ-ძემ» დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 27.05.99 წ. ¹1095 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული 31.05.99 წ. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილობას აღარ ითხოვდა. მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით _ შპს «ნ. Lლ-ძემ» მოპასუხეებისათვის _ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის, თბილისის სატყეო მეურნეობისა და შპს «...» სოლიდარულად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი ზიანისათვის 354 754 ლარის, მიუღებელი შემოსავლისათვის 100 000 ლარის, ასევე წარმომადგენლისათვის გადახდილი სადავო თანხის 4%-ის _ 18 190 ლარის დაკისრება მოითხოვა.

24.02.04 წ. გამართულ სხდომაზე შპს «ნ. ლ-ძის» გენერალურმა დირექტორმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი ზიანის სახით, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, 256 334 ლარის ანაზღაურება და ადვოკატის ხარჯების დაკისრება მოითხოვა.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 27.02.04 წ. გადაწყვეტილებით საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. დაკმაყოფილდა შპს «ნ. ლ-ძის» დამოუკიდებელი სარჩელი და საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით _ 256 334 ლარის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით _ 1200 ლარის, საადვოკატო ხარჯების სახით _ 2563 ლარის ანაზღაურება. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს ასევე დაეკისრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის სასარგებლოდ _ 900 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

ქ. თბილისის კრწანსი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 27.02.04 წ. გადაწყვეტილება გაასაჩვირა შპს «ნ. ლ-ძის» დირექტორმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა მოითხოვა, კერძოდ, მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დამატებით მიუღებელი შემოსავლის სახით 100 000 ლარის დაკისრება, ასევე მის მიერ ჩატრებული სამუშაოების საექპერტო შეფასება და შესაბამისი თანხის მოპასუხეებისათვის დაკისრება მოითხოვა. შპს «ნ. ლ-ძემ» 30.11.04 წ. წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ _ 256 334 ლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით _ 100 000 ლარის და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. მანვე მიიჩნია, რომ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 27.05.99 წ. ¹1095 ბრძანება იყო კანონსაწინააღმდეგო, რაც გამოკვლევას საჭიროებდა და ასევე 31.05.99 წ. მიწის ნაკვეთის (0.7 ჰა) მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება მოითხოვა. შპს «ნ. ლ-ძემ» 07.10.05 წ. წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხეებისათვის სოლიდარულად შპს «ნ. ლ-ძის» სასარგებლოდ ზიანის სახით _ 389 974,96 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით _ 1200 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

ქ. თბილისის კრწანსი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 27.02.04 წ. გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. 16.07.04 წ. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააზუსტა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს «ნ. ლ-ძისათვის» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. 23.07.04 წ. სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააზუსტა სააპელაციო მოთხოვნა და საბოლოოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შპს «ნ. ლ-ძის» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.08 წ. განჩინებით შპს «ნ. ლ-ძის» შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. თბილისის კრწანსი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 27.02.04 წ. გადაწყვეტილება საქართველოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ქ. თბილისის მერიის 11.05.92 წ. ¹693 განკარგულების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის ¹16.30.353 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება 15.08.08 წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სატყეო დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 25.02.09 წ. განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სატყეო დეპარტამენტის კერძო საჩივარი, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.08 წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას შპს «ნ. ლ-ძის» დირექტორმა, კვლავ დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ მოპასუხეებისაგან ითხოვდა სოლიდარულად ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. რაც შეეხება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას აღარ ითხოვდა, ვინაიდან აღნიშნულ მიწაზე ბინის მშენებლობა ვეღარ წარიმართებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.09 წ. გადაწყვეტილებით შპს «ნ. Lლ-ძის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შეწყდა საქმის წარმოება შპს «ნ. Lლ-ძის» სასარჩელო მოთხოვნაზე _ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 27.05.99 წ. ¹1095 ბრძანების და ქ. თბილისის სატყეო მეურნეობის 31.05.99 წ. მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელზე უარის თქმის გამო. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს «ნ. Lლ-ძის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს «ნ. Lლ-ძეს» დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 10 981.80 (ათი ათას ცხრაას ოთხმოცდაერთი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება კერძო და საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრა შპს «ნ. ლ-ძემ».

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.12.10 წ. განჩინებით შპს «ნ. ლ-ძის» საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.12.09 წ. გადაწყვეტილების გაუქმებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტა არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, რადგან მის თავდაპირველ მოთხოვნას შეადგენდა როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ასევე ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა. მის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიღება-ჩაბარების აქტის სიყალბის დამადასტურებელი დოკუმენტების განმეორებით წარდგენა ადასტურებს, რომ მას აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზე უარი არ განუცხადებია. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე შპს «...» შეუძლებელი გახადა მისი საქმიანობა და სწორედ ეს გახდა დავის საგანი, ვინაიდან შპს «...» სასაფლაო მოაწყო არა მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე, არამედ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიისაკუთრა შპს «ნ. ლ-ძის» კუთვნილი დაახლოებით 2500 კვ.მ. მიწის ფართი. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად არასწორად იქნა გამოყენებული სსსკ-ის 227-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ეხება სულ სხვა საპროცესო ინსტიტუტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს «ნ. Lლ-ძის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მესამე პირის _ შპს «ნ. Lლ-ძის» თავდაპირველ დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 27.05.99 წ. ¹1095 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული 31.05.99 წ მიწის ნაკვეთზე (0.7 ჰა) მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა, ასევე ქ. თბილისის სატყეო მეურნეობისა და შპს «...» სოლიდარულად მატერიალური და მორალური ზიანის სახით 499 000 ლარის დაკისრება (ტ. I, ს.ფ. 125-132). 15.01.02 წ. წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით შპს «ნ. Lლ-ძემ» მიიჩნია, რომ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 27.05.99 წ. ¹1095 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული 31.05.99 წ მიწის ნაკვეთზე (0.7 ჰა) მიღება-ჩაბარების აქტის ბათილობის მოთხოვნა და ამ სახით პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი იყო, რის გამოც მოითხოვა მოპასუხეებისათვის _ სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის, თბილისის სატყეო მეურნეობისა და შპს «...» შპს «ნ. Lლ-ის» სასარგებლოდ 454 754 ლარის ანაზღაურების დაკისრება (ტ. I, ს.ფ. 253-258). ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 15.01.02 წ. წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით შპს «ნ. Lლ-ძის» მოთხოვნას აღარ შეადგენდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს 24.02.04 წ. სხდომაზე შპს «ნ. Lლ-ძემ» კვლავ შეამცირა მოთხოვნა და საბოლოოდ მოპასუხეებისათვის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ზიანის, ადვოკატისა და სასამართლო ხარჯების სოლიდარულად ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა (ტ. I. ს.ფ. 531-540). კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 27.02.04 წ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შპს «ნ. Lლ-ძის» მიერ სასამართლო სხდომაზე დასმული, შემცირებული მოთხოვნის ფარგლებში და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს დაეკისრა შპს «ნ. Lლ-ძის» მიერ მოთხოვნილი თანხების ანაზღაურება (ტ. I, ს.ფ. 565-571).

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 27.02.04 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს შპს «ნ. Lლ-ძემ» და სატყეო მეურნეობის დეპარტამენტმა. 30.11.04 წ. აპელანტმა _ შპს «ნ. Lლ-ძემ» დააზუსტა მოთხოვნა, რომლითაც მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 256 334 ლარის, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 1200 ლარის, შპს «ნ. Lლ-ძის» მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 2563 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 100 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. აპელანტი ითხოვდა მოპასუხეებს ასევე დაკისრებოდათ ექსპერტიზის ხარჯებისა და სახელმწიფო ბაჟის _ 3800 ლარის გადახდა. ამასთან ერთად, შპს «ნ. Lლ-ძემ» სადავო გახადა სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 27.05.99 წ. ¹1095 ბრძანების კანონიერება, მანვე საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის, ქ. თბილისის სატყეოსა და შპს «...» შორის 31.05.99 წ. გაფორმებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა (ტ.II, ს.ფ. 178-191). 07.10.05 წ. შპს «ნ. Lლ-ძემ» კვლავ დააზუსტა სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, მიწის ნორმატიული ფასის ზრდის გათვალისწინებით მოითხოვა მოპასუხეებს სოლიდარულად დაკისრებოდათ მიყენებული ზიანი _ 389 974,96 ლარი შპს «ნ. L- ძის» სასარგებლოდ (ტ. II, ს.ფ. 301-305).

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 10.11.09 წ. სასამართლო სხდომაზე მოსამართლის კითხვაზე შპს «ნ. Lლ-ძის» გენერალურმა დირექტორმა _ ნ. Lლ-ძემ განმარტა, რომ მისი მოთხოვნა იყო მხოლოდ ზიანის ანაზღაურება, რაც სოლიდარულად უნდა დაკისრებოდა მოპასუხეებს (ტ. IV, ს.ფ. 39-42). 24.11.09 წ. სასამართლო სხდომაზე, მხარეთა ახსნა-განმარტებების ეტაპზე შპს «ნ. L-ძის» წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო მოთხოვნას და განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობას აღარ ითხოვდნენ, ვინაიდან ბინის მშენებლობისათვის აღნიშნული მიწა ვეღარ გამოდგებოდა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნას შეადგენდა მხოლოდ ზიანის ანაზღაურება, რომელიც სოლიდარულად უნდა დაკისრებოდა სამივე მოპასუხეს. ამავე სხდომაზე შპს «ნიკო ლაღიძის» დირექტორმა _ ნ. Lლ-ძემ გამოაქვეყნა წერილობით წარდგენილი ახსნა-განმარტება, რომელიც დაერთო სხდომის ოქმს. აღნიშნული დოკუმენტის ბოლო აბზაცი შეიცავს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც მხარე ითხოვდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 27.02.04 წ. გადაწყვეტილების შეცვლას იმდაგვარად, რომ შპს «ნ. Lლ-ძისათვის» მიყენებული ზარალი დაკისრებოდათ სამივე მოპასუხეს სოლიდარულად (ტ. IV, ს.ფ. 48-52, 54-56).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.09 წ. გადაწყვეტილებით შპს «ნ. Lლ-ძის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს «ნ. Lლ-ძის» სასარჩელო მოთხოვნაზე _ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 27.05.99 წ. ¹1095 ბრძანებისა და ქ. თბილისის სატყეო მეურნეობის 31.05.99 წ. მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება (ტ. IV, ს.ფ. 62-72). კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილს და თვლის, რომ მას უარი არ უთქვამს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის მოთხოვნაზე და სასამართლომ ამ ნაწილში საქმის შეწყვეტით თავი აარიდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობას. ამასთან, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობისადმი მისი ინტერესი დასტურდებოდა სადავოდ გახდილი აქტების სააპელაციო სასამართლოში განმეორებით წარდგენით, სწორედ მათი უკანონობა ადასტურებდა, რომ მისი მოთხოვნა იყო კანონსაწინააღმდეგო აქტების ბათილობა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველ ინსტანციაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის მოთხოვნაზე უარის თქმის შემდეგ შპს «ნ. Lლ-ძემ» აღნიშნული მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში კვლავ დააყენა და წარადგინა ის დოკუმენტები, რაც მისი მოსაზრებით ადასტურებდა მოთხოვნის საფუძვლიანობას. ამდენად, შპს «ნ. Lლ-ძემ» სასარჩელო მოთხოვნა გაზარდა პირველ ინსტანციაში საქმის დასრულების შემდეგ სსსკ-ის 381-ე მუხლის (30.11.04 წ. მოქმედი რედაქციით) საფუძველზე დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შპს «ნ. Lლ-ძე» სადავო აქტების სააპელაციო სასამართლოში წარდგენით გამოხატავდა მათი ბათილობის ინტერესს, საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შპს «ნ. Lლ-ძე» წარმოდგენილი იყო გენერალური დირექტორის მიერ გაცემული რწმუნებულების საფუძველზე წარმომადგენლით, რომელიც არის ადვოკატი, სხდომას ასევე ესწრებოდა შპს-ს გენერალური დირექტორი, მათ 10.11.09 წ. და 24.11.09 წ. გამართულ სასამართლო სხდომებზე მოსამართლის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, ასევე ახსნა-განმარტებების მიცემისას მათ დაადასტურეს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის მოთხოვნას აღარ აყენებდნენ სასამართლოს წინაშე და სურდათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა იმდაგვარად, რომ შპს «ნ. Lლ-ძისათვის» მიყენებული ზარალი დაკისრებოდათ სამივე მოპასუხეს სოლიდარულად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეს საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას თავის სასარჩელო მოთხოვნაზე, რაც სსსკ-ის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, იწვევს საქმის წარმოების შეწყვეტას. ამდენად, გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მხარის მიერ სადავო აქტების წარდგენის მიუხედავად, მათი კანონიერება ვეღარ გახდებოდა სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანი მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილზე უარის თქმის გამო. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათის მიუხედავად სარჩელზე უფლებას დისპოზიციური ხასიათი აქვს, სასამართლო შეზღუდულია მხარის მიერ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით, მოსარჩელის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობაზე უარის თქმა გამორიცხავდა სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე მსჯელობის შესაძლებლობას. მოსარჩელის (ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის) მიერ დავის საგანზე უარის თქმა, რაც დადასტურებულია სხდომის ოქმის ჩანაწერით, სასამართლოს ავალდებულებდა შეეწყვიტა საქმის წარმოება. აღსანიშნავია, რომ შპს «ნ. Lლ-ძის» დირექტორი 01.12.09 წ. ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, მას ეცნობა საქმის წარმოების შეწყვეტის მიზეზი _ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა. აღნიშნულის შემდგომ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებებით იგი ითხოვდა სარეზოლუციო ნაწილის დეტალურად გაცნობასა და გადაწყვეტილების ასლის გადაცემას, რის შემდეგაც გადაწყვეტილების ასლი გადაეცა ხელზე (ტ. IV, ს.ფ. 73-75). ამდენად, თუ მხარე თვლიდა, რომ სასამართლო სხდომაზე მის მიერ დაყენებული მოთხოვნა არასწორად იყო გაგებული, რასაც მოჰყვა მისთვის არასასურველი შედეგი, მას შეეძლო სსსკ-ის 291-ე მუხლით დადგენილი წესით წარედგინა შენიშვნები სხდომის ოქმზე. შპს «ნ. Lლ-ძეს» საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში სააპელაციო სასამართლოსთვის არ წარუდგენია შენიშვნები სხდომის ოქმზე. ამრიგად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს «ნ. Lლ-ძემ» სააპელაციო სასამართლოში 24.11.09 წ. გამართულ სხდომაზე, სსსკ-ის 83-ე მუხლის საფუძველზე უარი თქვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის მოთხოვნაზე, რასაც შედეგად მოჰყვა საქმის წარმოების შეწყვეტა სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში.

კერძო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად სსსკ-ის 272-ე მუხლის ნაცვლად სსსკ-ის 227-ე მუხლზე მითითება, საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილზე უარის განუცხადებლობას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვლებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილია სსსკ-ის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის არგუმენტაცია, გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური უზუსტობა (სსსკ-ის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის ნაცვლად სსსკ-ის 227-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის მითითება) არ ადასტურებს კერძო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მხარემ ნაწილობრივ უარი განაცხადა სასარჩელო მოთხოვნაზე და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყვიტა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, არ არსებობს შპს «ნ. Lლ-ძის» კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ნ. Lლ-ძის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.09წ. გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.