Facebook Twitter

ბს-1171-1118(2კ-09) 13 იანვარი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. დ-შვილის, ნ. მ-შვილისა და ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. დ-იამ 23.09.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქ. ქუთაისის მერიის, თ. დ-შვილისა და ლ. მ-შვილის მიმართ, რომლითაც მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის 01.05.08წ. ¹897 ბრძანების, 15.05.08წ. ¹000620 მშენებლობის სანებართვო მოწმობისა და 12.09.08წ. ¹2075 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.11.08წ. საოქმო განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციულ საქმეში მოსარჩელე ი. დ-იას სარჩელისა გამო მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის მიმართ მოსარჩელედ საქმეში ჩაება ხ. დ-ია.

ქუთაისის საქალაქო სასამრთლოს 28.01.09წ. გადაწყვეტილებით ი. დ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერის 01.05.08წ. ¹897 ბრძანება ქ. ქუთაისში ... ქ. ¹126-ში მდებარე მოქალაქეების თ. დ-შვილისა და ნ. მ-შვილის კუთვნილ ფართში ავტოტექმომსახურების ობიექტის პროექტის შეთანხმების და მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ”, ქ. ქუთაისის მერის მიერ გაცემული 15.05.08წ. ¹000620 სანებართვო მოწმობა, ასევე ქ. ქუთაისის მერის 12.09.08წ. ბრძანება აღნიშნული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. დ-შვილმა, ნ. მ-შვილმა და ქ. ქუთაისის მერიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.09წ. გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მერიის, თ. დ-შვილისა და ნ. მ-შვილის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 28.01.09წ. გადაწყვეტილება, ი. დ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერის 01.05.08წ. ¹897 ბრძანება, ქ. ქუთაისის მერის 15.05.08წ. ¹000620 მშენებლობის სანებართვო მოწმობა და ქ. ქუთაისის მერის 12.09.08წ. ¹1075 ბრძანება, დაევალა ქ. ქუთაისის მერიას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ქუთაისში, ... ქუჩა ¹126-ში მდებარე, მოქალაქეების – თ. დ-შვილისა და ნ. მ-შვილის კუთვნილ ფართში, ავტოტექმომსახურების ობიექტის პროექტის შეთანხმების, სანებართვო მოწმობის გაცემისა და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების საკითხის კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტის მიზნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. დ-შვილმა, ნ. მ-შვილმა და ქ. ქუთაისის მერიამ, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. დ-შვილის, ნ. მ-შვილისა და ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. დ-შვილის, ნ. მ-შვილისა და ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. დ-შვილის, ნ. მ-შვილისა და ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.09წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს – ლ. მ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ 07.10.09წ. ¹4 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.