ბს-117-116(კ-11) 14 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. შ-შვილის, გ. შ-ურის, ლ. M-შვილის, ე. M-შვილის, ვ. მ-შვილის, ჯ. ს-ურის, ო. G-შვილის, თ. G-შვილის, ქ. G-შვილის, მ. G-შვილის, ი. G-შვილის, ა. M-შვილის, ც. შ-შვილის, დ. შ-შვილის, ნ. O-ძის, თ. შ-ურის, ნ. შ-ურის, ზ. შ-ურის, ა. შ-ურის, ს. შ-ურის, ნ. ს-ურის, ი. ს-ურის, მ. შ-შვილის, თ. შ-ურის და ნ. ს-ურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ს-შვილმა, გ. შ-ურმა, ქ. M-შვილმა, თ. M-შვილმა, ე. M-შვილმა, ვ. მ-შვილმა, ჯ. ს-ურმა, ო. G-შვილმა, თ. G-შვილმა, ქ. G-შვილმა, გ. G-შვილმა, მ. G-შვილმა, ი. G-შვილმა, ა. M-შვილმა, ც. შ-შვილმა, დ. შ-შვილმა, ნ. ო-ძემ, თ. შ-ურმა, ნ. ს-ურმა, ზ. შ-ურმა, ა. შ-ურმა, ნ. გ-შვილმა, ს. შ-ურმა, ნ. ს-ურმა, ი. შ-ურმა, მ. შ-შვილმა, თ. შ-ურმა და ნ. ს-ურმა 2009 წლის 9 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირების - შპს სადაზღვევო კომპანია «...», შპს «...» და შპს «...» მონაწილეობით და მოითხოვეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
გ. ს-შვილმა, გ. შ-ურმა, ქ. M-შვილმა და სხვებმა 2009 წლის 30 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირების - შპს სადაზღვევო კომპანია «...», შპს «...» და შპს «...» მონაწილეობით და მოითხოვეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ს-შვილმა, ც. ს-შვილმა, დ. ს-შვილმა, გ. ს-ურმა და სხვებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდეს გაზეთ «...».
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს გ. შ-შვილმა, გ. შ-ურმა, ლ. M-შვილმა, ე. M-შვილმა, ვ. მ-შვილმა, ჯ. ს-ურმა, ო. G-შვილმა, თ. G-შვილმა, ქ. G-შვილმა, მ. G-შვილმა, ი. G-შვილმა, ა. M-შვილმა, ც. შ-შვილმა, დ. შ-შვილმა, ნ. ო-ძემ, თ. შ-ურმა, ნ. ს-ურმა, ზ. შ-ურმა, ა. შ-ურმა, ს. შ-ურმა, ნ. ს-ურმა, ი. შ-ურმა, მ. შ-შვილმა, თ. შ-ურმა და ნ. ს-ურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. შ-შვილის, გ. შ-ურის, ლ. M-შვილის, ე. M-შვილის, ვ. მ-შვილის, ჯ. ს-ურის, ო. G-შვილის, თ. G-შვილის, ქ. G-შვილის, მ. G-ვილის, ი. G-შვილის, ა. M-შვილის, ც. შ-შვილის, დ. შ-შვილის, ნ. ო-ძის, თ. შ-ურის, ნ. ს-ურის, ზ. შ-ურის, ა. შ-ურის, ს. შ-ურის, ნ. ს-ურის, ი. შ-ურის, მ. შ-შვილის, თ. შ-ურის და ნ. ს-ურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. შ-შვილის, გ. შ-ურის, ლ. M-შვილის, ე. M-შვილის, ვ. მ-შვილის, ჯ. ს-ურის, ო. G-შვილის, თ. G-შვილის, ქ. G-შვილის, მ. G-შვილის, ი. G-შვილის, ა. M-შვილის, ც. შ-შვილის, დ. ს-შვილის, ნ. ო-ძის, თ. შ-ურის, ნ. ს-ურის, ზ. შ-ურის, ა. შ-ურის, ს. შ-ურის, ნ. ს-ურის, ი. შ-ურის, მ. შ-შვილის, თ. შ-ურის და ნ. ს-ურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. შ-შვილის, გ. შ-ურის, ლ. M-შვილის, ე. M-შვილის, ვ. მ-ვილის, ჯ. ს-ურის, ო. G-შვილის, თ. G-შვილის, ქ. G-შვილის, მ. G-შვილის, ი. G-ვილის, ა. M-შვილის, ც. შ-შვილის, დ. ს-შვილის, ნ. ო-ძის, თ. შ-ურის, ნ. ს-ურის, ზ. შ-ურის, ა. შ-ურის, ს. შ-ურის, ნ. ს-ურის, ი. შ-ურის, მ. შ-შვილის, თ. შ-ურის და ნ. ს-ურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინება;
3. ნ. დ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 29 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% - 210 (ორასათი) ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.