Facebook Twitter

ბს-1174-1142(2კ-10) 12 იანვარი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიისა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელე _ მ. გ-შვილმა 18.09.09 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, მესამე პირის _ ზ. ე-შვილის მიმართ, რომლითაც მ. გ-შვილისათვის უარის თქმის ნაწილში ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 11.05.09 წ. ¹69 განკარგულებისა და ქ. თბილისის მერის 11.08.09 წ. ¹10946 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დავალებოდა გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. გ-შვილის სახელზე ქ. თბილისში, ... ¹35-ში მდებარე 15 კვ.მ. ოთახის პრივატიზებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.12.09 წ. გადაწყვეტილებით მ. გ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 11.05.09 წ. ¹69 და ქ. თბილისის მერის 11.08.09 წ. განკარგულებები, დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობას დაევალა გაემოცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. გ-შვილის სახელზე სადავო ფართის პრივატიზების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.12.09 წ. გადაწყვეტილება სააპერლაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ და ზ. ე-შვილმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.10 წ. განჩინებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.10 წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიისა და ზ. Eე-შვილის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.12.09 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. Gგ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 11.05.09 წ. ¹69 განკარგულება მ. Gგ-შვილისათვის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის 11.08.09 წ. ¹1046 განკარგულება. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაევალა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. Gგ-შვილის სახელზე სადავო ფართის პრივატიზების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.12.09 წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.10 წ. გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიისა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მერიისა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიისა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.10 წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.