Facebook Twitter

ბს-1181-1148(კ-10) 17 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ქ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. ქ-ძემ მოპასუხე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოსარჩელე პირთა ატესტაციის დანიშვნის ჩატარების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 მარტის ¹2-59 ბრძანების, ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოხელეთა გაფრთხილების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 29 აპრილის ¹2-73 ბრძანების, ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ჩატარებული ატესტაციის შედეგების საფუძველზე მოხელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 2 ივნისის ¹53-კ ბრძანების ბათილად ცნობას; სოფლის მეურნეობის სამინისტროში თანამდებობაზე აღდგენასა და ამის შემდეგ ატესტაციის გავლას; იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის დღიდან სამსახურში აღდგენამდე.

2008 წლის 3 ნოემბერს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის ¹222 ბრძანების ბათილად ცნობა. ამავე სხდომის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ივნისის განჩინებით შეწყვეტილ იქნა საქმის წარმოება გ. ქ-ძის სარჩელზე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 მარტის ¹2-59, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 29 აპრილის ¹2-73 ბრძანების, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 2 ივნისის ¹53-კ ბრძანების მის ნაწილში და შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის ¹222 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საქმის შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი, ხოლო ამავე სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. ქ-ძემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით გ. ქ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ივნისის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით გ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ-ძემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, გ. ქ-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ გ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გ. ქ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ქ-ძის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ქ-ძეს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.