ბს-1196-1142(კ-09) 13 იანვარი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. გ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. გ-შვილმა 25.08.03წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების მ. გ-შვილისა და ნ. გ-შვილის მიმართ, რომლითაც თელავის რაიონის სოფ. ... მდებარე მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე, სავალდებულო სამკვიდრო წილზე და იქ არსებულ მოძრავ ქონებაზე მოპასუხეებისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა მოითხოვა.
მ. და ნ. გ-შვილებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს თელავის რაიონულ სასამართლოს შ. გ-შვილის, თელავის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურისა და იყალთოს საკრებულოს მიმართ, რომლითაც მოპასუხე თელავის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 02.06.03წ. შ. გ-შვილის სახელზე გაცემული ტექნიკური პასპორტის ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მოითხოვეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 16.12.03წ. გადაწყვეტილებით შ. გ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, ასევე უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო მ. და ნ. გ-შვილებს. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ნ. გ-შვილებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.08წ. საოქმო განჩინებით საქმეში მე-3 პირად ჩაება ზ. გ-შვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.09წ. გადაწყვეტილებით მ. და ნ. გ-შვილების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თელავის რაიონული სასამართლოს 16.12.03წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. და ნ. გ-შვილების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-შვილმა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.09წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. დ. ჭ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 30.09.09წ. ¹01 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.